


ეპარქიები

ჟამისწირვაზე – რიგისა: რომ. 107 დას. XI, 25-36. მთ. 44 დას. XII, 1-8.
რომ. XI: 25(ბ) † (ძმანო, არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი †) საიდუმლოჲსაჲ ამის, – (რაჲთა არა იყვნეთ თავით თჳსით ბრძენ), – რამეთუ სიბრმე (ჟამად-ჟამად)* [კერძოდ]** შეჰყვა ისრაჱლსა, ვიდრემდე სავსებაჲ იგი წარმართთაჲ შემოჴდეს. 26 და ესრეთ ყოველი ისრაჱლი ცხოვნდეს, ვითარცა წერილ არს: «მოვიდეს სიონით მჴსნელი, და მოაქციოს უღმრთოებისაგან იაკობი. 27 და ესე არს ჩემმიერი იგი მათდა მიმართ აღთქუმაჲ, რაჟამს მოვსპნე ცოდვანი მათნი». 28 სახარებისა მისგან – მტერ თქუენდა; ხოლო რჩეულებისა მისგან – საყუარელ მამათათჳს, 29 რამეთუ შეუნანებელ არიან მადლნი იგი და ჩინებანი ღმრთისანი, 30 რამეთუ ვითარცა-იგი თქუენცა ოდესმე ურჩ ექმნენით ღმერთსა, ხოლო აწ შეიწყალენით მათითა მით ურჩებითა, 31 ეგრეთვე ესენი ურჩ ექმნნეს აწ თქუენისა შეწყალებისათჳს, რაჲთა იგინიცა შეიწყალნეს, 32 რამეთუ შეაყენნა ღმერთმან ყოველნივე ურჩებასა, რაჲთა ყოველნი შეიწყალნეს. 33 ჵ სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი, 34 რამეთუ ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ? ანუ ვინ თანამზრახვალ ეყო მას? 35 ანუ ვინ წინაჲსწარ მი-რაჲმე-სცა მას და კუალად მიეგოს მას? 36 რამეთუ მისგან და მის მიერ და მისსა მიმართ არს ყოველი. მისა დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე. ამენ.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** [სქოლიო 568]: „კერძოდ“ – ესაა ეფრემის მონაცემი. ნუსხათა აშიაზე განმარტებაა: „ესე იგი არს ვითარმედ არა ყოველნი დაბრმეს, და ესე არს «კერძოობაჲ»“, იკ (შდრ. ბერძნ. ἀπὸ μέρους. სლავ. от чáсти და ა. შ.). სხვა ქართულ რედაქციებშია: «ჟამად-ჟამად». ექვთიმესთან სახეზეა: „ერთკერძოჲ“ (შდრ. იქვე კომენტარი: „ერთი კერძი ჰურიათაჲ დაბრმა და ერთი კერძი მოიქცა, რამეთუ ურიცხუნი მოქცეულ იყვნეს“, ექვთ. პავლ. 125-126; შდრ. ეფრ. II, 118: „ესე იგი არს, ვითარმედ არა ყოველნი დაბრმეს, არამედ – ზოგნი, რამეთუ იყვნეს მათ შორის ურწმუნონი მოქცეულნი და რომელთა მორწმუნე-ყოფაჲ ეგულებოდა“).
† † † † † † †
რიგისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XII, 1-8. [დას. მდ(44)]:
მთ. XII: 1 † მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესუ დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია და იწყეს მუსრვად თავსა ჴუვილისასა და ჭამად. 2 ხოლო ფარისეველთა მათ იხილეს რაჲ, ჰრქუეს მას: „აჰა მოწაფენი შენნი იქმან, რომელი არა ჯერ-არს შაბათსა შინა საქმედ“. 3 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: „არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია, და მისთანათა მათ? 4 ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად მისა, არცა მისთანათა მათ, გარნა მღდელთა ხოლო? 5 ანუ არა აღმოგიკითხავსა შჯულსა, რამეთუ შაბათთა შინა მღდელთა ტაძარსა მას შინა შაბათი შეურაცხ-ყვიან და უბრალო იყვნიან? 6 ხოლო გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ტაძრისა უფროჲს არს აქა. 7 უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: «წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი», არამცა დასაჯენით უბრალონი. 8 უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა“.
† † † † † † †