საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის სამძიმარი, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის დედის მონოზონ მართას გარდაცვალების გამო(03.01.2025))

მის მაღალყოვოლადუსამღვდელოესობას, მროველ-ურბნელ

მიტროპოლიტ იობს (აქიაშვილი)

 

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ,

 

მიიღეთ ჩვენი სამძიმარი დედის, მონოზონ მართას, გარდაცვალების გამო. აღვავლენთ

ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანე მართალთა დაუმკვიდროს მას.

მინდა ასევე მოვიხსენიო თქვენი და, სქიმმონოზონი ნინო, რომელიც წლების მანძილზე

ცხოვრობდა საპატრიარქოში და შევთხოვო უფალს, თვისი წყალობა არ მოაკლოს მის სულს.

 

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

03.01.2025