


ეპარქიები

აღდგომისაჲ: საქმ. I, 1-8. [დას. ა(1)] ინ. I, 1-17. [დას. ა(1)]. მწუხრზე: ინ. XX, 19-25. [დას. ჲე(65)].
საქმჱ მოციქულთაჲ I, 1-8. [დას. ა(1)]
1 † პირველი სიტყუაჲ ვყავ ყოველთათჳს, ჵ თეოფილე, რომელთა იწყო იესუ ყოფად და სწავლად 2 ვიდრე დღედ, რომლადმდე ამცნებდა მოციქულთა სულითა წმიდითა, რომელნი გამოირჩინა, და ამაღლდა, 3 რომელთაცა წარუდგინა თავი თჳსი ცხოველი, შემდგომად ვნებისა მისისა მრავლითა (სახითა)* [ნიშებითა]**. ორმეოცთა დღეთა ეჩუენებოდა მათ და ეტყოდა სასუფეველისათჳს ღმრთისა, 4 და თანაექცეოდა მათ და ამცნებდა: „იერუსალჱმით ნუ განეშორებით, არამედ მოელოდეთ აღთქუმასა მას მამისასა, რომელი გესმა ჩემგან. 5 რამეთუ იოვანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა არამრავალთა ამათ დღეთა შემდგომად“. 6 ხოლო რომელნი-იგი შეკრებულ იყვნეს, ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: „უფალო, უკუეთუ ამათ ჟამთა კუალად-მოაგოა მეფობაჲ ისრაჱლსა?“ 7 ხოლო მან ჰრქუა მათ: „არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა (და)* [გინა]** წელთაჲ, რომელნი-იგი მამამან დასხნა თჳსითა ჴელმწიფებითა, 8 არამედ მოიღოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალჱმს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე (დასასრულადმდე)* [დასასრულამდე]** ქუეყანისა“.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
სახარებაჲ იოვანესი, I, 1-17. [დას. ა(1)].
1 † (პირველითგან)* [დასაბამსა შინა]** იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. 2 ესე იყო (პირველითგან)* [დასაბამსა შინა]** ღმრთისა თანა. 3 ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა. 4 მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. 5 და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. 6 იყო კაცი მოვლინებული ღმრთისა მიერ, და სახელი მისი იოვანე. 7 ესე მოვიდა მოწამედ, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მისგან. 8 არათუ იგი იყო ნათელი, არამედ რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს. 9 იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად. 10 სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა. 11 თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს. 12 ხოლო რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი, 13 რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ჴორცთაჲთა, არცა ნებითა მამაკაცისაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს. 14 და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდშობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა. 15 იოვანე წამა მისთჳს, ღაღად-ყო და თქუა: “ესე არს, რომლისათჳს-იგი ვთქუ: «რომელი ჩემსა შემდგომად მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს»“. 16 და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ, და მადლი მადლისა წილ, 17 რამეთუ შჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ იქმნა.
* სახარების ამჟამად არსებული ზოგიერთი რედაქციიდან.
** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
სახარებაჲ იოვანესი, XX, 19-25. [დას. ჲე(65)].
19 † და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაჲ მის, და კარნი იგი დაჴშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ 20 და ვითარცა ესე თქუა, უჩუენნა მათ ჴელნი თჳსნი და გუერდი მისი, და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი. 21 ჰრქუა მათ იესუ კუალად: „მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ“. 22 და ვითარცა ესე თქუა, შეჰბერა მათ და ჰრქუა: „მიიღეთ სული წმიდაჲ. 23 უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“. 24 ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანი (რომელსა ერქუა: «მარჩბივ») არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესუ. 25 უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: „ვიხილეთ ჩუენ უფალი“. ხოლო მან ჰრქუა მათ: „უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამშჭუალთაჲ და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამშჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს“.