


ეპარქიები

სამშაბათისა: ჰრომაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, X, 11-XI, 2. [დას. რდ(104)]:
რომ. X: 11(ბ) † (ძმანო, †) იტყჳს წიგნი: „ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს მისსა მიმართ, არასადა ჰრცხუენეს“, 12 რამეთუ არა არს განწვალება ჰურიისა და წარმართისა, რამეთუ თავადი არს (უფალი ყოველთაჲ, რომელი განამდიდრებს ყოველთა)* [უფალ ყოველთა, რომელი განმდიდრდების ყოველთა მიმართ***]**, რომელნი ჰხადიან მას, 13 რამეთუ «ყოველმან, რომელმან ხადოს სახელსა უფლისასა, ცხოვნდეს». 14 ვითარ უკუე ხადონ, რომლისა მიმართ არა ჰრწმენა? ანუ ვითარ-მე ჰრწმენეს, რომლისაჲ არა ისმინეს ანუ ვითარ-მე ისმინონ თჳნიერ ქადაგებისა? 15 ანუ ვითარ-მე ქადაგებდენ, არათუ წარივლინნენ? ვითარცა წერილ არს: «ვითარ შუენიერ არიან ფერჴნი მახარებელთა მათ მშჳდობისათანი, რომელნი ახარებენ კეთილსა!» 16 არამედ არა ყოველთა ისმინეს სახარებისაჲ მის, რამეთუ ესაია იტყჳს: «უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი?» 17 აწ უკუე სარწმუნოებაჲ სამე სმენისაგან არს, ხოლო სმენაჲ – სიტყჳთა ღმრთისაჲთა. 18 არამედ ვთქუა: ნუუკუე არა ესმაა? არამედ იტყჳს, ვითარმედ: «ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი, და კიდეთა სოფლისათა – სიტყუანი მათნი». 19 არამედ ვიტყჳ: ნუუკუე ისრაჱლმან არა (ცნა)* [იცნაა]**? პირველად მოსე ეტყჳს: «მე გაშურვო თქუენ არა ნათესავსა მას ზედა და ნათესავითა მით უგულისხმოჲთა განგარისხნე თქუენ». 20 ხოლო ესაია იკადრებს და იტყჳს: «ვეპოვე მათ, რომელნი მე არა მეძიებდეს, და განვეცხადე მათ, რომელნი მე არა მიკითხვიდეს». 21 ხოლო ისრაჱლისა მიმართ იტყჳს: «დღესა ყოველსა განვიპყრენ ჴელნი ჩემნი ერისა მიმართ ურჩისა და მაცილობელისა». XI: 1 ვიტყჳ უკუე: ნუ განიშორა-მეა ღმერთმან ერი თჳსი? ნუ იყოფინ! და რამეთუ მეცა ისრაიტელი ვარ თესლისაგან აბრაამისა, ტომისაგან ბენიამენისა. 2(ა) არა განიშორა ღმერთმან ერი თჳსი, რომელი-იგი წინაჲსწარ იცნა.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** [სქოლიო 566]: „რომელი განმდიდრდების ყოველთა მიმართ“ – ამგვარია ეფრემის რედაქცია. (შდრ. ... πλουτῶν εἰς πάντας...) საყურადღებოა შესაბამისი კომენტარის ეფრემისეული თარგმანი: „ამით აჩუენებს, ვითარმედ ფრიად სწყურის ქრისტესა ცხორებაჲ ჩუენი და – ესოდენ ფრიად, რომელ თჳსად სიმდიდრედ შეჰრაცხს, რაოდენცა მრავალთა ჰრწმენეს მისსა მიმართ და ცხონდენ. ამას რაჲ იტყჳს, ჰურიათა გონებისა სივიწრესა განავრცობს, ვითარმედ: ნუ გეშინინ მისგან, რომელსა თჳსად სიმდიდრედ შეურაცხიეს ცხორებაჲ კაცთაჲ, ვითარმცა გარემიაქცია ცხოვნებაჲ მრავალთაჲ, არამედ ყოველთა აცხოვნებს, ვიეთნიცა ხადოდიან მას, წინამოსწავებისაებრ იოველ წინაჲსწარმეტყუელისა“ (ეფრ. II, 107). ABCLect-ის ტექსტი პირუკუ აზრს შეიცავს: „რომელი განამდიდრებს ყოველთა“.
† † † † † † †
სამშაბათისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XI, 16-20. [დას. მა(41)]:
მთ. XI: 16(ბ) † (ჰრქუა უფალმან: †) „ვის ვამსგავსო ნათესავი ესე? მსგავს არს ყრმათა, რომელნი სხენედ უბანთა და მოუწესედ მოყუასთა თჳსთა 17 და ეტყჳედ მათ: «გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით; გიგოდებდით, და არა იტყებდით». 18 რამეთუ მოვიდა იოვანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა, და იტყჳან, ვითარმედ: «ეშმაკეულ არს». 19 მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳან: «აჰა კაცი მჭამელი და ღჳნისმსუმელი, მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ». და განმართლდა სიბრძნე შვილთაგან თჳსთა“. 20 მაშინ იწყო იესუ ყუედრებად ქალაქებისა მის, სადა-იგი იქმნნეს უმრავლესნი ძალნი მისნი, რამეთუ არა შეინანეს.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიოები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
† † † † † † †