


ეპარქიები

ცისკარზე – სახ. მე-4, ლკ. 112 დას. XI, 27-30. [დას. მგ(43)]; ჟამისწირვაზე - რომ. 93 დას. VI, 18-23. მთ. 25 დას. VIII, 5-13.
საცისკრო სახარება IV: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, XXIV, 1-12. [დას. რიბ(112)]:
ლკ. XXIV: 1(ბ) † (ერთსა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად მოვიდეს დედანი †) საფლავსა მას და მოაქუნდა, რაჲ-იგი მოემზადა სულნელი და ნელსაცხებელი, და სხუანი ვინმე მათ თანა. 2 და პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან. 3 და შე-რაჲ-ვიდეს შინა, არა პოვეს გუამი იგი უფლისა იესუჲსი. 4 და იყო განზრახვასა მას მათსა ამისთჳს; და, აჰა-ესერა, ორ კაც ზედამოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა. 5 და ვითარ შეშინებულ იყვნეს იგინი და დაედრიკნეს პირნი მათნი ქუეყანად, ჰრქუეს მათ: „რაჲსა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა? 6 არა არს აქა, არამედ აღდგა. მოიჴსენეთ, ვითარ-იგი გეტყოდა თქუენ, ვიდრე იყოღა იგი გალილეას, 7 და თქუა, ვითარმედ: «ჯერ-არს ძისა კაცისაჲ მიცემად ჴელთა კაცთა ცოდვილთასა და ჯუარცუმად, და მესამესა დღესა აღდგომად»“. 8 და მოეჴსენნეს სიტყუანი მისნი. 9 და მიიქცეს საფლავით და უთხრეს ესე ყოველი ათერთმეტთა მათ და სხუათა ყოველთა. 10 ხოლო იყვნეს მაგდანელი მარიამ და იოანნა და მარიამ იაკობისი, და სხუანი მათ თანა, რომელნი უთხრობდეს მოციქულთა ამას. 11 და უჩნდეს სიტყუანი მათნი, ვითარცა სიჩქურისანი მათ წინაშე, და არა ჰრწმენა მათი. 12 ხოლო პეტრე აღდგა და მირბიოდა საფლავად. და შთახედნა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და წარვიდა თჳსაგან და დაუკჳრდა საქმე ესე.
† † † † † † †
რიგისა: ჰრომაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VI, 18-23. [დას. ჟგ(93)]:
რომ. VI: 18(ბ) † (ძმანო, †) განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ხართ სიმართლესა. 19 კაცობრივ ვიტყჳ უძლურებისათჳს ჴორცთა თქუენთაჲსა: ვითარცა-იგი წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად არაწმიდებასა და უშჯულოებასა უშჯულოებად, ეგრეთცა აწ წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად სიმართლესა სიწმიდედ, 20 რამეთუ ოდეს-იგი მონანი იყვენით ცოდვისანი, თავისუფალ იყვენით სიმართლისაგან. 21 რაჲ უკუე ნაყოფი გაქუნდა მაშინ, რომლისათჳს აწ-ეგერა გრცხუენის? რამეთუ აღსასრული მათი სიკუდილი არს. 22 ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ღმერთსა, და გაქუს ნაყოფი თქუენი სიწმიდედ და აღსასრულსა – ცხორებაჲ საუკუნოჲ, 23 რამეთუ საგზალი ცოდვისაჲ სიკუდილი არს, ხოლო ნიჭი ღმრთისაჲ – ცხორებაჲ საუკუნოჲ ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა.
† † † † † † †
რიგისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, VIII, 5-13. [დას. კე(25)]:
მთ. VIII: 5(ბ) † (მათ დღეთა შინა, შე-რაჲ-ვიდა იესუ †) კაპერნაუმდ, მოუჴდა მას ასისთავი, ევედრებოდა მას 6 და ეტყოდა: „უფალო, მონაჲ ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა ჩემსა განრღუეული და ფრიად იგუემების“. 7 ჰრქუა მას იესუ: „მე მოვიდე და განვკურნო იგი“. 8 მიუგო ასისთავმან მან და ჰრქუა: „უფალო, არა ღირს ვარ მე, რაჲთამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ, არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი, 9 რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე და მქონან ჩემ ქუეშე ერისაგანნი; და ვჰრქჳ მას: «წარვედ!» და წარვიდის; და სხუასა: «მოვედ!» და მოვიდის; და მონასა ჩემსა: «ქმენ ესე!» და ქმნის“. 10 ესმა რაჲ ესე იესუს, დაუკჳრდა და ჰრქუა ერსა მას, რომელნი მისდევდეს მას: „ამენ გეტყჳ თქუენ: არცაღა ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოვე. 11 ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალნი მზის-აღმოსავალით და მზის-დასავალით მოვიდოდიან და ინაჴ-იდგმიდენ აბრაამის თანა და ისააკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა; 12 ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“. 13 და ჰრქუა იესუ ასისთავსა მას: „წარვედ და, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ“. და განიკურნა მონაჲ იგი მისი მას ჟამსა შინა.
† † † † † † †