ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა | კვ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 |

დიდმარხვის V შვიდეულის სამშაბათის [2021 წელს: 31 მარტის (13 აპრილის)] საკითხავნი წმიდა წერილიდან:
წინაჲსწარმეტყუელებაჲ ესაიაჲსი, XL, 18-31(ა):
ეს. XL: 18 <ამას იტყჳს უფალი:> აწ ვის ამსგავსეთ უფალი, ანუ რომელსა მსგავსებასა ამსგავსეთ იგი? 19 ნუუკუე ხატად შექმნა იგი ხურომან, ანუ ოქროჲსმჭედელმან გამოადნო ოქროჲ და ოქროჲთა შემოსა იგი? მსგავსებად შემზადა იგი? 20 რამეთუ ძელი ულპოლველი გამოარჩიის ხურომან და სიბრძნითა მით სიჴელოვნისა თჳსისაჲთა აღჰმართის იგი კერპად, რაჲთა არა შეიძრას. 21 აწ არა სცნათა, არა ისმინოთა? არა მიგეთხრა თქუენ დასაბამითგან? არა სცნნეთ საფუძველნი ქუეყანისანი? 22 რომელსა უპყრიეს სიმრგულჱ ქუეყანისაჲ და დამკჳდრებულნი მას ზედა, ვითარცა მკალნი, რომელმან დაამტკიცა ცაჲ, ვითარცა კამარაჲ, და გარდაართხა, ვითარცა კარავი დამკჳდრებად. 23 რომელმან მისცნის მთავარნი, ვითარცა არარანი მთავრობად, ხოლო ქუეყანაჲ არარასა ზედა შექმნა, 24 რამეთუ არა სთესვიდენ, არცა დაასხმიდენ ნერგსა, არცა დაიბნენ ქუეყანასა ზედა ძირნი მათნი. მოჰბერა მათ და განჴმეს, და ნიავქარმან, ვითარცა ქარქუეტნი, წარიხუნეს იგინი. 25 აწ უკუე ვის მამსგავსეთ მე? და აღვმაღლდე, იტყჳს უფალი, წმიდაჲ ისრაჱლისაჲ. 26 აღიხილენით სიმაღლესა თუალნი თქუენნი და იხილეთ, ვინ აჩუენა ესე ყოველი, რომელი გამოიყვანებს რიცხჳთ სოფელსა თჳსსა და ყოველთა სახელით უწოდის; სიმრავლისაგან დიდებისა და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაჲთა არარაჲ დაგავიწყდა შენ. 27 ნუ იტყჳ ამას, იაკობ, და რაჲ-იგი იზრახე, ისრაჱლ, ვითარმედ: დაეფარა გზაჲ ჩემი ღმრთისაგან ჩემისა, და ღმერთმან ჩემმან სამართალი ჩემი მიიღო* და განმეშორა? 28 და აწ არამცა გეცნობა, უკუეთუმცა არა გესმინა? ღმერთი საუკუნჱ, ღმერთმან, რომელმან შექმნნა კიდენი ქუეყანისანი, არა ჰშიოდის და არცა დაშურეს, და არცა არს გამოძიება ზრახვისა** მისისა. 29 მოსცეს მშიერთა ძალი და ულმობელთა*** – მწუხარებაჲ, 30 რამეთუ ჰშიოდის ჭაბუკთა და დაშურენ ყრმანი და რჩეულნი იგი უძლურ იქმნნენ. 31(ა) ხოლო რომელთა დაუთმონ ღმერთსა, იცვალონ ძალი...
† † † † † † †
* „მიიღო“ – აქ: განაქარვა, აღხოცა (შდრ. J: „ღმერთმან ჩემმან თანაწარმცოდა სამართალი ჩემი ჩემგან)...
** შდრ. G: „ცნობიერებისა“, ...
*** უტკივილოთა (ტკივილგანუცდელთა), უზრუნველთა, უდარდელთა (შდრ. J: „უსნოთა“).
† † † † † † †
წიგნი დაბადებისაჲ [შესაქმისაჲ], XV, 1-15:
დაბად. XV: 1 ამის სიტყჳსა შემდგომად იყო სიტყუაჲ უფლისაჲ აბრამისა მიმართ და თქუა: ნუ გეშინინ, აბრამ, მე შეგეწიო შენ და სასყიდელი შენი დიდ იყოს ფრიად. 2 ჰრქუა აბრამ: უფალო, რაჲ მომცე მე? და მე ესერა დატევებულ ვარ უშვილოდ, ხოლო ძჱ მასეკისი, სახლისწულისა ჩემისაჲ, ესე დამასკელი ელიეზერ. 3 და თქუა აბრამ: რამეთუ არა მეც თესლი, ხოლო ამან სახლისწულმან ჩემმან დამიმკჳდროს მე. 4 და მეყსეულად ჴმაჲ იყო მისა და ჰრქუა: არა დაგიმკჳდროს შენ მაგან, არამედ რომელი გამოვიდეს შენგან, მან დაგიმკჳდროს შენ. 5 და გამოიყვანა გარე და ჰრქუა მას: აღიხილენ თუალნი შენნი ზეცად და აღრაცხენ ვარსკულავნი, უკუეთუ უძლო აღრაცხაჲ მათი. და ჰრქუა: ესრე იყოს ნათესავი შენი. 6 და ჰრწმენა აბრამს ღმრთისაჲ და შეერაცხა მას სიმართლედ. 7 და ჰრქუა მას: მე ვარ ღმერთი, რომელმან გამოგიყვანე შენ სოფლისა მისგან ქალდეველთაჲსა, რაჲთა მიგცე შენ ქუეყანაჲ ესე სამკჳდრებელად. 8 და თქუა აბრამ: უფალო, უფალო, რაჲთა უწყოდი, რამეთუ დავიმკჳდრო იგი? 9 და ჰრქუა მას ღმერთმან: მომგუარე მე დიაკეული სამ წლისაჲ და თხაჲ სამ წლისაჲ და ვერძი სამ წლისაჲ და გურიტი და ტრედი. 10 მოიღო ესე ყოველი აბრამ და განახევრა იგი შორის და დააგო იგი წინაშე პირისპირ ურთიერთას. ხოლო მფრინველნი იგი არა განყვნა. 11 და გარდამოვიდოდა მფრინველი ჴორცსა მას ზედა განყოფილსა. ხოლო აბრამ თანაჯდა. 12 და დასლვასა ოდენ მზისასა განკჳრვებაჲ დაეცა აბრამის ზედა და, აჰა-ესერა, შიში დიდი ბნელისაჲ მოიწია მის ზედა. 13 და ჰრქუა აბრამს: უწყებით უწყოდე, რამეთუ მწირ იყოს ნათესავი შენი ქუეყანასა არათჳსსა და დაიმონნენ იგინი და ბოროტსა უყოფდენ ოთხას წელ. 14 ხოლო ნათესავსა მას, რომელსა ჰმონებდენ, ვსაჯო მე, და ამისა შემდგომად გამოვიდენ აქა ჭურჭრითა მრავლითა. 15 ხოლო შენ წარხჳდე მამათა შენთა თანა მშჳდობით, განზრდილი სიბერითა კეთილითა.
† † † † † † †
იგავნი სოლომონისნი, XV, 7-19:
იგავ. XV: 7 ბაგეთა ბრძენთასა ჰმოსიეს მეცნიერებაჲ, ხოლო გულნი უგუნურთანი – არა კრძალულ. 8 მსხუერპლნი უღმრთოთანი – საძაგელ უფლისა, ხოლო ლოცვანი მართალთანი – შეწირულ მის წინაშე. 9 საძაგელ უფლისა გზანი უღმრთოთანი, ხოლო რომელნი ჰხედვენ სიმართლესა, იგინი უყუარან. 10 სწავლულებაჲ უმანკოჲსაჲ საცნაურ იყოს თანაწარმავალთაგან, ხოლო რომელთა სძულს მხილებაჲ, აღესრულნენ საძაგელად. 11 ჯოჯოხეთი და წარსაწყმედელი ცხად არიან წინაშე უფლისა; რაოდენ უფროჲს – გულნი კაცთანი?! 12 ვერ შეიყუარნეს უსწავლელმან მამხილებელნი თჳსნი და ბრძენთა თანა არა ზრახვიდეს. 13 გულისა მხიარულისაჲ პირიცა მხიარულ არნ, ხოლო რომელნი მწუხარებასა შინა არიედ, მათი პირიცა მწუხარე არნ. 14 გული მართალი ეძიებნ ცნობასა, ხოლო პირმან უსწავლელთამან ცნას ბოროტი. 15 ყოველსა ჟამსა თუალნი უკეთურთანი მოელიედ ბოროტსა, ხოლო სახიერნი იგი დაეყუდნიან მარადის. 16 შჯობს მცირედი ნაწილი შიშითა უფლისაჲთა ვიდრე საუნჯეთა დიდთა უშიშებით. 17 შჯობს სტუმრობაჲ მხლითა, მიყუარობით* და მადლით, ვიდრე ზუარაკთა, დაკლულთა ბაგათაგან მტერობით. 18 კაცი გულმწყრალი განემზადებინ ლალვად, ხოლო სულგრძელმან ყოფადიცა იგი დაამშჳდის. 18ა სულგრძელმან კაცმან დაშრიტის საშჯელი, ხოლო უღმრთომან აღაგზნის უფროჲს. 19 გზანი უქმთანი დაფენილ არიედ ეკლითა, ხოლო მჴნეთანი წყლტუ** არიედ.
† † † † † † †
* სიყუარულით (შდრ. Lect: „სიყუარულითა“).
** გლუვი, სწორი.
† † † † † † †
შენიშვნა: წმიდა წერილის ტექსტთა რედაქტორი: ედიშერ ჭელიძე.
† † † † † † †