ეპარქიები
მარტვილიიდან IV შვიდეულის სამშაბათისა [2022 წელს: 22 ივნისს (5 ივლისს)]; და: მღდელმოწამისა მიხეილ-მიქაელ ჰერელისა სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
რიგისა (სამშაბათისა): ჰრომაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, X, 11-XI, 2. [დას. რდ(104)]:
რომ. X: 11(ბ) † (ძმანო, †) იტყჳს წიგნი: „ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს მისსა მიმართ, არასადა ჰრცხუენეს“, 12 რამეთუ არა არს განწვალება ჰურიისა და წარმართისა, რამეთუ თავადი არს (უფალი ყოველთაჲ, რომელი განამდიდრებს ყოველთა)* [უფალ ყოველთა, რომელი განმდიდრდების ყოველთა მიმართ***]**, რომელნი ჰხადიან მას, 13 რამეთუ «ყოველმან, რომელმან ხადოს სახელსა უფლისასა, ცხოვნდეს». 14 ვითარ უკუე ხადონ, რომლისა მიმართ არა ჰრწმენა? ანუ ვითარ-მე ჰრწმენეს, რომლისაჲ არა ისმინეს ანუ ვითარ-მე ისმინონ თჳნიერ ქადაგებისა? 15 ანუ ვითარ-მე ქადაგებდენ, არათუ წარივლინნენ? ვითარცა წერილ არს: «ვითარ შუენიერ არიან ფერჴნი მახარებელთა მათ მშჳდობისათანი, რომელნი ახარებენ კეთილსა!» 16 არამედ არა ყოველთა ისმინეს სახარებისაჲ მის, რამეთუ ესაია იტყჳს: «უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი?» 17 აწ უკუე სარწმუნოებაჲ სამე სმენისაგან არს, ხოლო სმენაჲ – სიტყჳთა ღმრთისაჲთა. 18 არამედ ვთქუა: ნუუკუე არა ესმაა? არამედ იტყჳს, ვითარმედ: «ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი, და კიდეთა სოფლისათა – სიტყუანი მათნი». 19 არამედ ვიტყჳ: ნუუკუე ისრაჱლმან არა (ცნა)* [იცნაა]**? პირველად მოსე ეტყჳს: «მე გაშურვო თქუენ არა ნათესავსა მას ზედა და ნათესავითა მით უგულისხმოჲთა განგარისხნე თქუენ». 20 ხოლო ესაია იკადრებს და იტყჳს: «ვეპოვე მათ, რომელნი მე არა მეძიებდეს, და განვეცხადე მათ, რომელნი მე არა მიკითხვიდეს». 21 ხოლო ისრაჱლისა მიმართ იტყჳს: «დღესა ყოველსა განვიპყრენ ჴელნი ჩემნი ერისა მიმართ ურჩისა და მაცილობელისა». XI: 1 ვიტყჳ უკუე: ნუ განიშორა-მეა ღმერთმან ერი თჳსი? ნუ იყოფინ! და რამეთუ მეცა ისრაიტელი ვარ თესლისაგან აბრაამისა, ტომისაგან ბენიამენისა. 2(ა) არა განიშორა ღმერთმან ერი თჳსი, რომელი-იგი წინაჲსწარ იცნა.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** [სქოლიო 566]: „რომელი განმდიდრდების ყოველთა მიმართ“ – ამგვარია ეფრემის რედაქცია. (შდრ. ... πλουτῶν εἰς πάντας...) საყურადღებოა შესაბამისი კომენტარის ეფრემისეული თარგმანი: „ამით აჩუენებს, ვითარმედ ფრიად სწყურის ქრისტესა ცხორებაჲ ჩუენი და – ესოდენ ფრიად, რომელ თჳსად სიმდიდრედ შეჰრაცხს, რაოდენცა მრავალთა ჰრწმენეს მისსა მიმართ და ცხონდენ. ამას რაჲ იტყჳს, ჰურიათა გონებისა სივიწრესა განავრცობს, ვითარმედ: ნუ გეშინინ მისგან, რომელსა თჳსად სიმდიდრედ შეურაცხიეს ცხორებაჲ კაცთაჲ, ვითარმცა გარემიაქცია ცხოვნებაჲ მრავალთაჲ, არამედ ყოველთა აცხოვნებს, ვიეთნიცა ხადოდიან მას, წინამოსწავებისაებრ იოველ წინაჲსწარმეტყუელისა“ (ეფრ. II, 107). ABCLect-ის ტექსტი პირუკუ აზრს შეიცავს: „რომელი განამდიდრებს ყოველთა“.
† † † † † † †
რიგისა (სამშაბათისა): სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XI, 16-20. [დას. მა(41)]:
მთ. XI: 16(ბ) † (ჰრქუა უფალმან: †) „ვის ვამსგავსო ნათესავი ესე? მსგავს არს ყრმათა, რომელნი სხენედ უბანთა და მოუწესედ მოყუასთა თჳსთა 17 და ეტყჳედ მათ: «გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით; გიგოდებდით, და არა იტყებდით». 18 რამეთუ მოვიდა იოვანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა, და იტყჳან, ვითარმედ: «ეშმაკეულ არს». 19 მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳან: «აჰა კაცი მჭამელი და ღჳნისმსუმელი, მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ». და განმართლდა სიბრძნე შვილთაგან თჳსთა“. 20 მაშინ იწყო იესუ ყუედრებად ქალაქებისა მის, სადა-იგი იქმნნეს უმრავლესნი ძალნი მისნი, რამეთუ არა შეინანეს.
† † † † † † †
მღდელმოწამისა მიქაელისა: ებრაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XIII, 7-16. [დას. ტლდ(334)]:
ებრ. XIII: 7 † (ძმანო, †) მოიჴსენენით წინამძღუარნი იგი თქუენნი, რომელნი გეტყოდეს თქუენ სიტყუათა მათ ღმრთისათა, და ჰხედევდით გამოსლვასა მას ცხორებისა მათისასა და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა. 8 იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე. 9 მოძღურებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ, რამეთუ კეთილად მადლითა განმტკიცებულ ხართ გულითა და არა საჭმლითა, რომლითა ვერარაჲ ირგეს, რომელნი ვიდოდეს მას შინა. 10 მაქუს ჩუენ საკურთხეველი, რომლისაგან ჭამად ვერ ჴელ-ეწიფების, რომელნი-იგი კარავსა მას ჰმსახურებენ. 11 რომელთაჲ-იგი შეიწირვის საცხოვართა(ჲ)* სისხლი ცოდვათათჳს სიწმიდესა მას შინა მღდელთმოძღურისა მიერ, ამათნი იგი ჴორცნი დაიწუებოდეს გარეშე ბანაკსა მას. 12 ამისთჳსცა იესუ, რაჲთა წმიდა-ყოს თჳსითა სისხლითა ერი, გარეშე ბჭეთა ივნო. 13 აწ უკუე განვიდეთ (მისა)* [მისსა]** გარეშე ბანაკსა მას და ყუედრებაჲ იგი მისი მოვიღოთ, 14 რამეთუ არა მაქუს ჩუენ აქა (საყოფლად)* [საყოფელად]** ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ. 15 (ამისთჳს)* [ამის მიერ]** შევსწირავთ მსხუერპლსა ქებისასა მარადის ღმრთისა, ესე იგი არს, ნაყოფსა ბაგეთა და (აღსარებასა)* [აღსაარებასა]** სახელისა მისისასა. 16 ხოლო კეთილისა საქმესა და ზიარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ესევითარნი მსხუერპლნი სათნო არიან ღმრთისა.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
და: მღდელმოწამისა მიქაელისა: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, XII, 32-40. [დას. ჲზ(67)]:
ლკ. XII: 32 † (ჰრქუა უფალმან: †) „ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი. 33 განყიდენით მონაგებნი თქუენნი და მიეცით ქველისსაქმე და ყავთ თავისა თქუენისა საფასე, რომელი არა დაძუელდეს, და საუნჯე მოუკლებელი ცათა შინა, სადა-იგი მპარავი არა მიეხების, არცა მღილმან განრყუნის. 34 სადაცა არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი. 35 იყვნედ წელნი თქუენნი მორტყმულ და სანთელნი თქუენნი აღნთებულ. 36 და თქუენ ემსგავსენით კაცთა მათ, რომელნი მოელიედ უფალსა თჳსსა, ოდეს მოვიდეს ქორწილისაგან, რაჲთა, რაჟამს მოვიდეს და ირეკოს, მეყსეულად განუღონ მას. 37 ნეტარ იყვნენ იგი მონანი, რომელთაჲ მოვიდეს უფალი მათი და პოვნეს იგინი მღჳძარენი. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოირტყნეს და დასხნეს იგინი, წარმოუდგეს და ჰმსახურებდეს მათ. 38 დაღათუ მეორესა საჴუმილავსა და მესამესა მოვიდეს და პოვნეს ესრეთ, ნეტარ იყვნენ იგინი. 39 ხოლო ესემცა უწყით: უკუეთუმცა იცოდა სახლისა უფალმან, რომელსა ჟამსა მპარავი მოვალს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თჳსისა. 40 და თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ ჟამსა, რომელსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს“.
† † † † † † †
ან: მღდელმოწამისა მიქაელისა: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, XII, 2-12. [დას. ჲგ(63)]:
ლკ. XII: 2(ბ) † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. 3 ამისთჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს; და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა. 4 ხოლო გეტყჳ თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი და ამისა შემდგომად ვერარაჲ აქუს უმეტესი, რაჲ გიყონ თქუენ. 5 ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ჴელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყჳ თქუენ, მისა გეშინოდენ. 6 ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა. 7 არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ. 8 ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. 9 და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. 10 და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას, ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს. 11 და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ ანუ რაჲ სთქუათ, 12 რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ“.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
† † † † † † †