ეპარქიები
საღმრთოჲ ჟამისწირვაჲ წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ. ცისკარზე – წმ. ნინოსი: მთ. X, 1, 5-8. (ქართულებიდან) ან: მთ. X, 1-8. [რუსულიდან და I-ქართულიდან (14/27.I-ს)] [დას. ლდ(34)-შუა]. ჟამისწირვაზე – რიგისა: საქმ. XII, 1-11. [დას. კთ(29)]. ინ. VIII, 31-42. [დას. ლა(31)]. წმ. ნინოსი: 1 კორ. IV, 9-16. [დას. რლა(131)]. მთ. XXV, 1-13. [დას. რდ(104)].
† † † † † † †
მთ. X: 1(ბ) † (მას ჟამსა შინა მოუწოდა იესუ †) ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა. 5 ესე ათორმეტნი წარავლინნა იესუ, ამცნო მათ და ჰრქუა: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ, 6 არამედ მივედით უფროჲს-ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა. 7 და მი-რაჲ-ხჳდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ: «მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ». 8 უძლურთა განჰკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით. უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით...“
ან: წმიდისა ნინოსი [რუსულიდან (14/27.I-ს) და IV-ქართულიდან]: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, X, 1-8. [დას. ლდ(34)-შუა]:
მთ. X: 1(ბ) † (მას ჟამსა შინა მოუწოდა იესუ †) ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა. 2 ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად, სიმონ (რომელსა ეწოდა პეტრე) და ანდრეა, ძმაჲ მისი; იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი; 3 ფილიპე და ბართლომე; თომა და მატთეოს მეზუერე; იაკობ ალფესი და ლებეოს (რომელსა ეწოდა თადეოს); 4 სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი. 5 ესე ათორმეტნი წარავლინნა იესუ, ამცნო მათ და ჰრქუა: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ, 6 არამედ მივედით უფროჲს-ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა. 7 და მი-რაჲ-ხჳდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ: «მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ». 8 უძლურთა განჰკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით. უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით...“
† † † † † † †
<მას ჟამსა შინა ჴელი მიყო> ჰეროდე მეფემან ძჳრისყოფად რომელთამე ეკლესიისაგანთა. და მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანესი, მახჳლითა. და ვითარცა იხილა, რამეთუ სათნო-უჩნდა ჰურიათა მათ, შესძინა შეპყრობაჲ პეტრესიცა. ხოლო იყვნეს დღენი იგი უცომოებისანი. და შე-რაჲ-იპყრა იგი, შესუა საპყრობილესა და მისცა იგი ოთხთა ოთხეულთა ერისაგანთა ცვად. ესრეთ ეგულებოდა, რაჲთა შემდგომად ზატიკისა აღიყვანოს იგი და მისცეს ერსა მას. და პეტრე ცვულ იყო საპყრობილესა მას შინა. ხოლო ლოცვაჲ გულსმოდგინედ იყოფვოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს. რაჟამს უკუე ეგულებოდა ჰეროდეს გამოყვანებად და მიცემად ჴელთა მათთა, მას ღამესა ეძინა პეტრეს შორის ორთა ერისაგანთა, შეკრულსა ჯაჭჳთა მრჩობლითა, და მჴუმილნი იგი წინაშე კართა სცვიდეს საპყრობილესა მას. და აჰა, ანგელოზი უფლისაჲ ზედამოადგა, და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრესსა, და განაღჳძა იგი და ჰრქუა მას: „აღდეგ, ადრე“. და დასცჳვეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა. ჰრქუა მას ანგელოზმან მან: „მოირტყ, და შეისხენ სანდალნი შენნი“, და მან ყო ეგრეთ. და ჰრქუა მას: „შეიმოსე სამოსელი შენი და შემომიდეგ მე“. და განვიდა და შეუდგა მას, და არა უწყოდა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, რომელი-იგი იყო ანგელოზისა მისგან; ეგრეთ ჰგონებდა, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს. და ვითარ განვლეს მათ პირველი საჴუმილავი და მეორე, მიიწინეს იგინი ბჭეთა მათ რკინისათა, რომელი შევიდოდა ქალაქად, რომელცა-იგი თჳთ განეღო მათ. და ვითარცა განვლეს იგი, წარვლეს უბანი ერთი, და მეყსეულად განეშორა მისგან ანგელოზი იგი. და პეტრე მოეგო გონებასა თჳსსა და თქუა: „აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თჳსი და განმარინა მე ჴელთაგან ჰეროდესთა და ყოვლისაგან მოლოდებისა ერისა მის ჰურიათაჲსა“.
სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, VIII, 31-42. [დას. ლა(31)]:
ინ. VIII: 31(ბ) † (ჰრქუა უფალმან †) მორწმუნეთა მათ მისთა ჰურიათა: „უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ, 32 და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“. 33 მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: „ჩუენ ნათესავნი აბრაამისნი ვართ და არასადა ვის ვჰმონებდით; ვითარ-ეგე შენ იტყჳ, ვითარმედ: «განსთავისუფლდეთ»?“ 34 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ. 35 და მონამან არა დაიმკჳდროს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძემან დაიმკჳდროს უკუნისამდე. 36 უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ. 37 უწყი, რამეთუ ნათესავნი აბრაამისნი ხართ, არამედ მეძიებთ მე მოკლვად, რამეთუ სიტყუაჲ ჩემი ვერ დაეტევის თქუენ შორის. 38 მე რომელი ვიხილე მამისა ჩემისა თანა, მას ვიტყჳ, და თქუენ რომელი იხილეთ მამისა თქუენისა თანა, მას ჰყოფთ“. 39 მიუგეს და ჰრქუეს მას: „მამაჲ ჩუენი აბრაამი არს“. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: „უკუეთუმცა შვილნი აბრაამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაამისთა იქმოდეთ. 40 ხოლო აწ მეძიებთ მე მოკლვად, კაცსა, რომელი ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, რომელი მესმა ღმრთისაგან. ესე აბრაამ არა ქმნა. 41 ხოლო თქუენ იქმთ საქმესა მამისა თქუენისასა“. ჰრქუეს მას: „ჩუენ სიძვით არა შობილ ვართ, ერთი მამაჲ ვიცით – ღმერთი“. 42(ა) ჰრქუა მათ იესუ: „უკუეთუმცა ღმერთი მამაჲ თქუენი იყო, გიყუარდიმცა მე, რამეთუ ღმრთისაგან გამოვედ და მოსრულ ვარ...“
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტი და სქოლიოები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
† † † † † † †
1 კორ. IV: 9(ბ) † (ძმანო, †) ღმერთმან ჩუენ, მოციქულნი, უკუანაჲსკნელად გამოგუაჩინნა, ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა. 10 ჩუენ – სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ – ბრძენ ქრისტეს მიერ; ჩუენ – უძლურ, ხოლო თქუენ – ძლიერ; თქუენ – დიდებულ, ხოლო ჩუენ – გინებულ. 11 ვიდრე (აქა)* [აწინდელად]** ჟამადმდე გუშიისცა და გუწყურისცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით, და განუსუენებელ ვართ***, 12 და ვშურებით, რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა. (მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს-ვიდებთ; 13 მგმობართა ჩუენთა ულოცავთ)* [გინებულნი ვაკურთხევთ, დევნილნი თავს-ვიდებთ; 13 გმობილნი ვჰლოცავთ]**. ვითარცა ნარჩევნი**** სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა წარსაჴოცელ***** მოაქამდე. 14 არა საკდემელად თქუენდა მივსწერ ამას, არამედ ვითარცა შვილთა ჩემთა საყუარელთა გასწავებ, 15 რამეთუ დაღათუ ბევრ მზარდულ გესხნენ ქრისტეს მიერ, არამედ არამრავალ მამა, რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ. 16 გლოცავ თქუენ, მობაძავ ჩემდა იყვენით.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** ეფრ. «დაუდგრომელ ვართ» (ἀστατοῦμεν).
**** „ნარჩევნი“ – შდრ. შესაბამისი კომენტარის ექვთიმესეული თარგმანი: „ვითარცა შეურაცხნი და ყოველთა მიერ საძულელნი და გარეგანსაყრელნი ვიქმნენით ყოვლისავე სოფლისა“ (ექვთ. პავლ. 193). შდრ. ეფრემის თარგმანი: „«ნარჩევ» სახელ-იდვა, რომელი-ესე არს ზოგად ყოველთა ნივთთა შინა უდარესად მყოფი იგი და განსაგდებელი კერძოჲ, ვითარ-იგი მხლისაგან – დამჭნარი და იფქლისაგან – მიწაჲ“ (ეფრ. II, 202).
***** „წარსაჴოცელ“ – ყველა რედაქციაში არის «ნასხურ», რასაც როგორც არქაიზმს და მკითხველისთვის გაუგებარს, ეფრემი ცვლის ტერმინით: «წარსაჴოცელ». შდრ. „«ნასხურ», გინა თუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, «წარსაჴოცელ» უწოდა, რომელ არს საბანი რაჲმე გინა თუ მანდილი, რომლითა წარჰჴოციან ოფლი სნეულისაჲ" (ეფრ. II, 202). შდრ. ი. აბულაძის განმარტება: „ნასხური – სახოცი, მჩვარი; ნაგავი“ (ძვ. ქართ. ენის ლექს.).
† † † † † † †
წმიდისა ნინოსი: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXV, 1-13. [დას. რდ(104)]:
მთ. XXV: 1(ბ) † (ჰრქუა უფალმან იგავი ესე: „ემსგავსა †) სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თჳსნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. 2 ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნეს ბრძენნი, და ხუთნი – სულელნი. 3 მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი. 4 ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა, ლამპართა მათთა თანა. 5 და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. 6 ხოლო შუვაღამეს ოდენ ღაღადებაჲ იყო, ვითარმედ: «აჰა-ესერა, სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა!» 7 მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს ლამპარნი მათნი. 8 ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: «მეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ ლამპარნი ჩუენნი დაშრტებიან». 9 მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: «ნუუკუე ვერ კმა-გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ უფროჲსღა წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა თქუენისა». 10 და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას; და დაეჴშა კარი. 11 შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: «უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ». 12 ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: «ამენ გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ». 13 იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაჲ მოვიდეს...“
† † † † † † †