კვირას, 19 მაისს, ჯვართაღმართების დღესასწაულზე, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) სვეტიცხოველში 10:00-ზე აღავლენს წირვას.
წირვის შემდეგ, ტაძრის საკურთხეველში ხარების დღესასწაულზე დაბრძანებული სამი ჯვარი, ნავებით გადაბრძანდება გეთსამანიის ბაღში (პირდაპირზე), იქიდან კი სამი მიმართულებით - მცხეთის ჯვრის,თხოთის მთის და უჯარმისკენ გაემართება. წინა წელს ამ წმიდა ადგილებზე აღმართული ჯვრები, მცხეთის ჯვრიდან - ამერიკაში, თხოთიდან - ვარძიაში, უჯარმიდან კი კაწარეთის სამებაში (ხაშმი) დაიდებს ბინას.
ჯვართაღმართების უძველესი დღესასწაული აღადგინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. ყოველწლიურად, აღდგომიდან მესამე კვირას, ჯვრები საზეიმოდ აღიმართება მცხეთის ჯვრის მონასტერში, თხოთის მთასა და უჯარმაში, ხოლო წინა წელს უკვე აღმართული ჯვრები გადაბრძანდება საქართველოს სხვადასხვა ეპარქიაში. წელს ერთი ჯვარი გადაბრძანდება ჩრდილოეთ ამერიკის ქართულ სამრევლოშიც.