სრულიად საქართელოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ავთანდილ ჯორბენაძის გარდაცვალების გამო (21.05.2024)

ბატონ ავთანდილ ჯორბენაძის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ჩვენი საზოგადოება დიდად დაამწუხრა. ვწუხვართ ჩვენც. მის მიერ ათწლეულების მანძილზე მოყვასისადმი გამოჩენილი მზრუნველობა, სითბო და სიყვარული იყო სამაგალითო. ამიტომაც ბატონი ავთანდილის წასვლით ყველამ იგრძნო, რომ დააკლდათ გვერდში მდგომი, შემწე, საყრდენი პიროვნება. მისი თანადგომა გამორჩეული იყო ჩვენს მიმართაც, ასევე, სასულიერო პირებისა და მრევლისადმი. აღვავლენთ ლოცვებს ბატონ ავთანდილის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან იგი სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც ბატონი ავთანდილი უკვე გახდა. ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი