ეპარქიები
საღმრთოჲ ჟამისწირვაჲ წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ. ჟამისწირვაზე –რიგისა: საქმ. X, 44-XI, 10. [დას. კზ(27)] ინ. VIII, 21-30. [დას. ლ(30)]. მოწამეთა ძმათა (I-ქართულიდან): 2 ტიმ. II, 1-10. [დას. სჟბ(292)]. ინ. XV, 17-XVI, 2. [დას. ნბ(52)] ან: მოწამეთა (II და IV ქართულებიდან): რომ. VIII, 28-39. [დას. ჟთ(99)] (ან: ებრ. XI, 33-XII, 2. [დას. ტლ(330)]) და: მთ. X, 16-22. [დას. ლვ(36)] (ან: ლკ. XXI, 12-19. [დას. რვ(106)]).
საქმ. X: 44 [და] † (მათ დღეთა შინა, †) ვიდრე-იგი იტყოდა-ღა პეტრე სიტყუათა ამათ, მოვიდა სული წმიდაჲ და დაადგრა ყოველთა ზედა, რომელთა ესმოდა სიტყუაჲ იგი. 45 და დაუკჳრდა წინადაცუეთილებისაგანთა მორწმუნეთა, რაოდენნი-იგი შევიდეს პეტრეს თანა, რამეთუ წარმართთაცა ზედა ნიჭი იგი სულისა წმიდისაჲ მიფენილ არს, 46 რამეთუ ესმოდა მათი, იტყოდეს რაჲ ენათა და ადიდებდეს ღმერთსა. მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა: 47 „წყლისაგან ნურაჲ ყენება-არსა არა ნათლისცემაჲ ამათი, რომელთა-ესე სული წმიდაჲ მიიღეს, ვითარცა-იგი ჩუენ?“ 48 და უბრძანა მათ ნათლისღებად სახელითა იესუ ქრისტესითა. მაშინ ევედრნეს მას, რაჲთა დაადგრეს მათ თანა დღე რაოდენმე. XI: 1 ხოლო ესმა მოციქულთა მათ და ძმათა, რომელნი იყვნეს ჰურიასტანს, ვითარმედ წარმართთაცა შეიწყნარეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ. 2 და რაჟამს აღვიდა პეტრე იერუსალჱმდ, ერიდებოდეს მას წინადაცუეთილებისაგანნი ძმანი 3 და იტყოდეს, ვითარმედ: „კაცთა მიმართ წინადაუცუეთელთა შეხუედ და მათ თანა შჭამე“. 4 ხოლო პეტრე იწყო და მიუთხრა მათ შემდგომითი-შემდგომად და ჰრქუა: 5 „მე ვიყავ ქალაქსა შინა იოპესა და, ვილოცევდ რაჲ, ვიხილე განკჳრვებასა ჩემსა ჩუენებაჲ, რამეთუ გარდამოვიდოდა ჭურჭელი რაჲმე, ვითარცა ტილოჲ დიდი, ოთხთაგან კიდეთა დამოკიდებული ზეცით, და მოვიდა ვიდრე ჩემდამდე, 6 რომელსა მივხედენ და განვიცდიდი, და ვიხილე მას შინა ოთხფერჴი ქუეყანისაჲ და მჴეცნი და ქუეწარმავალნი და მფრინველნი ცისანი, 7 და მესმა ჴმაჲ, რომელი მეტყოდა მე: «აღდეგ, პეტრე, დაკალ და ჭამე!». 8 და მე ვთქუ: «ნუ იყოფინ, უფალო! რამეთუ (ბილწი)* [შეგინებული]** რაჲვე, გინა*** არაწმიდაჲ არასადა შესრულ არს პირსა ჩემსა». 9 მომიგო მე ჴმამან მან მეორედ ზეცით: «რომელი[-იგი]** ღმერთმან წმიდა-ყო, შენ ნუ (ბილწ-გიჩნნ)* [შეგინებულ-გიჩნნ****]**». 10 ესე იყო სამგზის და კუალად აღმაღლდა ყოველი იგი ზეცად...“
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** სქოლიო 301: „გინა“ – ასეა გიორგის რედაქციაში და ზემოთ მრავალგზის ხსენებული „სამოციქულოს განმარტების“ კიმენში, მაშინ როცა „სამოციქულოს“ ეფრემისეული რედაქციის ნუსხებში (GHI) ემატება „და“ კავშირი („და გინა“), რასაც არ ადასტურებს ორიგინალის არცერთი რედაქცია (შდრ. εἶπον δέ• Μηδαμῶς, κύριε, ὅτι κοινὸν ἢ ἀκάθαρτον οὐδέποτε εἰσῆλθεν εἰς τὸ στόμα μου.).
**** სქოლიო 302: „შეგინებულ-გიჩნნ“ – ასეა ეფრემთან, რაც ტერმინლოგურადაც და მორფოლოგიურადაც უფრო მართებული ფორმაა, ვიდრე წინაათონური ბ რედაქციისა და გიორგისეული „ბილწ-გიჩნ“. ეფრემის მონაცემისებრ, ფორმით სავსებით მართებულია, აგრეთვე, წინაათონური ა რედაქციის წაკითხვა: „ბილწ-გიჩნს“. ამავე ტერმინს ვიყენებთ საქ. 10. 15-შიც, სადაც წინაათონური რედაქციის სინურ ქვე-რედაქციაში გვაქვს (Garr.): «შეგინებულად გიჩნნ».
† † † † † † †
რიგისა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, VIII, 21-30. [დას. ლ(30)]:
ინ. VIII: 21 მერმე ჰრქუა მათ იესუ: † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „მე წარვალ და მეძიებდეთ მე და არა მპოვოთ, და ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყდეთ. და ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად“. 22 იტყოდეს ურთიერთას ჰურიანი იგი: „ნუუკუე მოიკლავს თავსა თჳსსა, რამეთუ იტყჳს: «ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად»?“ 23 და ეტყოდა მათ იესუ: „თქუენ ქუეყანისაგანნი ხართ, ხოლო მე ზეცისაგანი ვარ; თქუენ ამის სოფლისაგანნი ხართ, ხოლო მე არა ამის სოფლისაგანი ვარ. 24 გარქუ თქუენ, ვითარმედ: მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა; უკუეთუ არა გრწმენეს ჩემი, რამეთუ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა“. 25 ეტყოდეს მას: „და შენ ვინ ხარ?“ ჰრქუა მათ იესუ: „პირველად, რამეთუ მე გეტყჳ თქუენ: 26 მრავალი მაქუს თქუენდა სიტყუად და განკითხვად; არამედ რომელმან მომავლინა მე, ჭეშმარიტ არს, და რაჲ-იგი მესმა მისგან, მას ვიტყჳ სოფელსა ამას შინა“. 27 ხოლო მათ არა ცნეს, რამეთუ მამასა თჳსსა უთხრობდა მათ. 28 მერმე ჰრქუა მათ იესუ: „ოდეს აღამაღლოთ ძე კაცისაჲ, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არას ვიქმ, არამედ, ვითარცა მასწავა მე მამამან, მასცა ვიტყჳ. 29 და რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს; არა დამიტევა მე მარტოჲ მამამან, რამეთუ მე სათნოებასა მისსა ვიქმ მარადის“. 30 ამას რაჲ ეტყოდა, ჰრწმენა მრავალთა მისი.
† † † † † † †
<ძმანო, ესე უწყით,> (რამეთუ)* [ვითარმედ]** ღმრთისმოყუარეთა ყოველივე (განემარჯუების კეთილად)* [თანამოქმედ კეთილისა ექმნების]**, რომელნი-იგი (ბრძანებით ჩინებულ)* [ნებსით თჳსით წოდებულ]** არიან, რამეთუ რომელნი-იგი წინაჲსწარ იცნნა, წინაჲსწარცა განაჩინნა თანამსგავსად ხატისა მის ძისა თჳსისა, რაჲთა იყოს იგი პირმშო მრავალთა შორის ძმათა, ხოლო რომელნი-იგი წინაჲსწარ განაჩინნა, მათცა უწოდა; და რომელთა-იგი უწოდა, იგინიცა განამართლნა; და რომელნი-იგი განამართლნა, იგინიცა ადიდნა. რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამისთჳს? უკუეთუ ღმერთი ჩუენ-კერძო არს, ვინ არს ძჳრისმყოფელ ჩუენდა? რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ? ვინ არს მაბრალობელ რჩეულთა მათ ღმრთისათა? ღმერთი არს განმამართლებელ. და ვინ არს დამშჯელ? ქრისტე იესუ, რომელი მოკუდა, უფროჲსღა აღდგა; რომელი-იგი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელიცა-იგი მეოხ არს ჩუენთჳს. ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა? ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშულოებამან ანუ ურვამან ანუ მახჳლმან? ვითარცა წერილ არს: „რამეთუ შენთჳს მოვსწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ ვითარცა ცხოვარნი კლვადნი“. არამედ ამას ყოველსა ზედა ვსძლევთ ჩუენ მის მიერ, რომელმანცა-იგი შემიყუარნა ჩუენ, რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქცია.
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქცია.
† † † † † † †
სახარებაჲ ლუკაჲსი, XII, 8-12. [დას. ჲდ(64)].
8 „...ხოლო გეტყჳ თქუენ: † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. 9 და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. 10 და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას, ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს. 11 და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ ანუ რაჲ სთქუათ, 12 რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ“.