ეპარქიები
საღმრთოჲ ჟამისწირვაჲ წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ. ცისკარზე – მოციქულთა სწორთა: ინ. X, 9-16. [დას. ლვ(36)]. ჟამისწირვაზე – რიგისა: საქმ. XII, 12-17. [დას. ლ(30)]. ინ. VIII, 42-51. [დას. ლბ(32)].
მოციქულთა სწორთა: საქმ. XXVI, 1, 12-20. (ბერძნულიდან) ან: საქმ. XXVI, 1-5, 12-20. (რუსულიდან) [დას. მთ(49)]. ინ. X, 1-9. [დას. ლვ(35)-შუა].
† † † † † † †
9 † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „...მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხოვნდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს. 10 ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. 11 მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს, 12 ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან, და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის, 13 რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს. 14 მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. 15 ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ, და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს. 16 და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს...“
რიგისა: საქმჱ მოციქულთაჲ, XII, 12-17. [დას. ლ(30)]:
საქმ. XII: 12(ბ) † (მათ დღეთა შინა იხილა პეტრე †) და მოვიდა სახლსა მარიამისსა, დედისა მის იოვანესსა, რომელსა ეწოდა მარკოზ, სადა-იგი იყვნეს მრავალნი შეკრებულ და ილოცვიდეს. 13 და ვითარცა ჰრეკა პეტრე კარსა ბჭისასა, გამოვიდა მჴევალი ერთი სმენად, რომელსა სახელი ერქუა როდე. 14 და ვითარცა იცნა ჴმაჲ იგი პეტრესი, სიხარულითა არა განუღო მას კარი, არამედ შინა შერბიოდა და უთხრა, ვითარმედ: „პეტრე კართა ზედა დგას!“ 15 ხოლო მათ ჰრქუეს მას: „ჰბორგი“. ხოლო იგი დაამტკიცებდა, ვითარმედ ესრეთ არს. ხოლო იგინი იტყოდეს: „ანგელოზი მისი არს“. 16 და პეტრე ჰრეკდა კარსა მას ზედაჲსზედა. ხოლო გან-რაჲ-უღეს, იხილეს იგი და განჰკრთეს. 17 მან ჴელი განუყარა მათ, რაჲთა დადუმნენ, და მიუთხრა მათ, ვითარ-იგი უფალმან გამოიყვანა საპყრობილით, და ამცნო: „უთხართ ესე იაკობს და ძმათა ყოველთა“. და განვიდა და წარვიდა სხუასა ადგილსა.
† † † † † † †
რიგისა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, VIII, 42-51. [დას. ლბ(32)]:
ინ. VIII: 42(ბ) † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „უკუეთუმცა ღმერთი მამაჲ თქუენი იყო, გიყუარდიმცა მე, რამეთუ ღმრთისაგან გამოვედ და მოსრულ ვარ, რამეთუ არა თავით თჳსით მოსრულ ვარ, არამედ მან მომავლინა მე. 43 რაჲსათჳს სიტყუანი ჩემნი არა იცნით? რამეთუ ვერ ძალ-გიც სიტყუათა ჩემთა სმენად. 44 თქუენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულისთქუმათა მამისა თქუენისათა გნებავს ყოფად; რამეთუ იგი კაცისმკლველი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა. ოდეს ვინ იტყჳნ ტყუვილსა, თჳსისაგან გულისა იტყჳნ, რამეთუ მტყუვარ არს, და რამეთუ მამაჲცა მისი მტყუვარი არს. 45 ხოლო მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, და არა გრწამს ჩემი. 46 ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათჳს? უკუეთუ ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, რაჲსათჳს არა გრწამს ჩემი? 47 რომელი ღმრთისაგან არს, სიტყუათა ღმრთისათა ისმენს. ამისთჳს არა ისმენთ თქუენ, რამეთუ არა ხართ ღმრთისაგან“. 48 მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: „არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ სამარიტელ ხარ შენ, და ეშმაკი არს შენ თანა?“ 49 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: „ჩემ თანა ეშმაკი არა არს, არამედ პატივ-ვსცემ მამასა ჩემსა, და თქუენ მაგინებთ მე. 50 ხოლო მე არა ვეძიებ დიდებასა ჩემსა; არს, რომელი ეძიებს და შჯის. 51 ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე”.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიოები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
† † † † † † †
მოციქულთა სწორთა: საქმჱ მოციქულთაჲ, XXVI, 1, 12-20. (ბერძნულიდან) ან: XXVI, 1-5, 12-20. (რუსულიდან) [დას. მთ(49)]:
საქმ. XXVI: 1 ხოლო † (მათ დღეთა შინა †) აგრიპა ჰრქუა პავლეს: „ბრძანებულ არს შენდა თავისა შენისათჳს სიტყუად“. მაშინ პავლე განყო ჴელი, მიუგებდა და თქუა: 2 „ყოველთათჳს, რომელთა მაბრალებენ მე ჰურიანი, მეფე აგრიპა, შემირაცხიეს თავი ჩემი ნეტარად, რამეთუ შენ წინაშე მეგულების დღეს სიტყჳსგებად, 3 უფროჲსღა, რამეთუ მეცნიერ ხარ შენ ყოველთა მათ ჩუეულებათა და ძიებათა ჰურიათასა. ამისთჳს გევედრები, სულგრძელებით ისმინე ჩემი. 4 ცხორებაჲ უკუე ჩემი სიყრმითგან, პირველითგან ყოფილი ნათესავსა შორის ჩემსა იერუსალჱმს შინა, იციან ყოველთა ჰურიათა. 5 წინაჲსწარვე მიცოდეს მე პირველითგან, უკუეთუ უნდეს წამების, რამეთუ უმჯობესისა მისებრ წვალებისა ჩუენისა მსახურებისა ვცხოვნდებოდე ფარისეველი. 12 რომელთა შინა მივიდოდე მე დამასკოდ ჴელმწიფებითა და ბრძანებითა მღდელთმოძღუართაჲთა. 13 შუადღე გზასა ზედა ვიხილე, მეფეო, ზეცით-გარდამო უბრწყინვალესი მზისაჲ, გამომიბრწყინდა მე ნათელი და ჩემ თანა მოგზაურთა მათ. 14 და ვითარცა ჩუენ ყოველნი ქუეყანად დავცჳვენით, მესმა ჴმაჲ, რომელმან მრქუა მე ებრაელებრითა სიტყჳთა: „საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნაჲ (დეზისაჲ)* [დეზსა]**“. 15 და მე ვარქუ: „(შენ)* ვინ ხარ, უფალო?“ ხოლო მან მრქუა მე: „მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი. 16 არამედ აღდეგ და დადეგ ფერჴთა შენთა ზედა, რამეთუ ამისთჳს გეჩუენე შენ, რაჲთა დაგადგინო შენ მსახურად და მოწამედ, რომელი მიხილე მე და რომელი გეჩუენო შენ, 17 განრინებად შენდა ერისაგან და ნათესავთაგან, რომელთა მე მიგავლინო შენ, 18 აღხილვად თუალთა მათთა და მოქცევად ბნელისაგან ნათლად და ჴელმწიფებისაგან ეშმაკისა ღმრთისა მიმართ, მიღებად მათდა მიტევებაჲ ცოდვათაჲ და ნაწილი განწმედილთა შორის, სარწმუნოებითა ჩემდა მომართ“; 19 რომლისათჳს, მეფე აგრიპა, არა ვექმენ ურჩ ზეცისასა მას ჩუენებასა, 20 არამედ რომელნი იყვნეს დამასკოს შინა პირველად და იერუსალჱმს შინა და ყოველსა სოფელსა ჰურიასტანისასა და წარმართთა, მიუთხრობდ სინანულსა და მოქცევად ღმრთისა მიმართ, და ღირსი სინანულისაჲ საქმე ქმნად.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
მოციქულთა სწორთა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, X, 1-9. [დას. ლვ(35)-შუა]:
ინ. X: 1 † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „...ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი. 2 ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაჲ. 3 ამას მეკარემანცა განუღის, და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინიან; და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი. 4 და ოდეს თჳსნი იგი ყოველნი განიყვანნის, წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი. 5 ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ მის“. 6 ამას იგავსა ეტყოდა მათ იესუ, და მათ არა გულისხმა-ყვეს, რასა-იგი ეტყოდა მათ. 7 ხოლო იესუ მერმეცა ჰრქუა მათ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მე ვარ კარი ცხოვართაჲ. 8 ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი; არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა. 9 მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხოვნდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს...“
† † † † † † †