ეპარქიები
ცისკარზე – სახარება VII: ინ. XX, 1-10. [დას. ჲგ(63)].
ჟამისწირვაზე – რიგისა: საქმ. XI, 19-26, 29-30. [დას. კჱ(28)]. ინ. IV, 5-42. [დას. იბ(12)]. ღირსთა: გალ. V, 22-VI, 2. [დას. სიგ(213)] ლკ. VI, 17-23. [დას. კდ(24)] (I-ქართულიდან).
† † † † † † †
ცისკარზე – სახარება VII: ინ. XX, 1-10. [დას. ჲგ(63)]. სახარებაჲ იოანესი, ინ. 20:1-10 (დას. 63).
1 † (მას ჟამსა შინა, †) ერთსა მას შაბათსა მოვიდა მარიამ მაგდანელი განთიად, ვიდრე ბნელღა იყო, საფლავსა მას ზედა და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა. 2 რბიოდა და მოვიდა სიმონ-პეტრესა და სხჳსა მის მოწაფისა, რომელი უყუარდა იესუს, და ჰრქუა მათ: „აღიღეს უფალი საფლავისაგან, და არა უწყი, სადა დადვეს იგი“. 3 გამოვიდა პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფე და მოვიდოდეს საფლავად. 4 რბიოდეს ორნივე ზოგად. ხოლო სხუაჲ იგი მოწაფე წინა რბიოდა, უადრეს პეტრესსა, და მოვიდა პირველად საფლავად. 5 და შთახედნა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი, და შინა არა შევიდა. 6 მოვიდა სიმონ-პეტრეცა შემდგომად მისა და შევიდა საფლავად და იხილნა ტილონი იგი მდებარენი, 7 და სუდარი იგი, რომელი იყო თავსა მისსა, არა ტილოთა თანა მდებარე, არამედ თჳსაგან შეკეცილი ერთსა ადგილსა. 8 მაშინ შევიდა სხუაჲცა იგი მოწაფე, რომელი მოვიდა პირველად პეტრესსა საფლავად, და იხილეს და ჰრწმენა. 9 რამეთუ არღა იცოდეს წერილისაჲ, ვითარმედ ჯერ-არს მისი მკუდრეთით აღდგომაჲ. 10 წარვიდეს უკუე კუალად თჳსაგან მოწაფენი იგი.
† † † † † † †
რიგისა: საქმჱ მოციქულთაჲ, XI, 19-26, 29-30. [დას. კჱ(28)]:
საქმ. XI: 19(ბ) † (მათ დღეთა შინა, რომელნი-იგი მიმოდაიბნინეს მოციქულნი †) ჭირისა მისგან, რომელი იყო სტეფანეს ზედა, მივიდეს ვიდრე ფინიკედმდე და კჳპრედ და ანტიოქიად, არარას ვის ეტყოდეს სიტყუასა, გარნა ჰურიათა მათ ხოლო. 20 ხოლო იყვნეს ვინმე მათგანნი, კაცნი კჳპრელნი და კჳრინელნი, რომელნი შევიდეს ანტიოქიად, იტყოდეს ბერძლმეტყუელთა მათ მიმართ და ახარებდეს უფალსა იესუს. 21 და იყო ჴელი უფლისაჲ მათ თანა განკურნებად. და მრავალსა რიცხუსა ჰრწმენა და მოიქცეს უფლისა. 22 ესმა სიტყუაჲ ესე ყურთა კრებულისათა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს მათთჳს, და მიავლინეს ბარნაბა, რაჲთა განვიდეს ვიდრე ანტიოქიადმდე, 23 რომელი-იგი მოვიდა და იხილა მადლი იგი ღმრთისაჲ და განიხარა და ჰლოცვიდა ყოველთა გულსმოდგინებითა გულისაჲთა დადგრომად უფლისა მიმართ. 24 რამეთუ იყო კაცი იგი სახიერ და სავსე სულითა წმიდითა და სარწმუნოებითა. და შეეძინა ერი მრავალი უფალსა. 25 და გამოვიდა ბარნაბა ტარსუნდ მოძიებად სავლესა, და პოვა და მოიყვანა ანტიოქიად. 26 და იყო მათი წელიწად ერთ შეკრებაჲ ეკლესიად და სწავლად ერისა მრავლისა და წოდებად პირველად ანტიოქიას შინა მოწაფეთა მათ ქრისტეანედ. <...> 29 ხოლო მოწაფეთა მათ, ვითარცა ჴელ-რაჲ-ვის-ეწიფებოდა, ბრძანეს თითოეულმან მათმან სამსახურებელად მიძღუანებად ძმათა მათ, რომელნი-იგი მყოფ იყვნეს ჰურიასტანს, 30 რომელცა-იგი ყვეს და წარუძღუანეს ხუცესთა მათ მიმართ ჴელითა ბარნაბაჲსითა და სავლესითა.
† † † † † † †
რიგისა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, IV, 5-42. [დას. იბ(12)]:
ინ. IV: 5(ბ) † (მას ჟამსა შინა მივიდა იესუ †) ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქჳან სუქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თჳსსა. 6 და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი, ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსე. 7 მოვიდა დედაკაცი სამარიაჲთ ვსებად წყლისა. ჰრქუა მას იესუ: „მასუ მე წყალი“ 8 (რამეთუ მოწაფენი მისნი წარსრულ იყვნეს ქალაქად, რაჲთა საზრდელი იყიდონ). 9 ჰრქუა მას დედაკაცმან მან სამარიტელმან: „ვითარ, შენ ჰურიაჲ ხარ, და ჩემგან წყალსა ითხოვ, სამარიტელისა დედაკაცისაგან?“ (რამეთუ არა შეეხნიან ჰურიანი სამარიტელთა). 10 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „უკუეთუმცა იცოდე შენ ნიჭი ღმრთისაჲ და ვინ არს, რომელი გეტყჳს შენ: «მეც მე წყალი, რაჲთა ვსუა», შენმცა სთხოვე მას, და გცამცა წყალი ცხოველი“. 11 ჰრქუა მას დედაკაცმან მან: „უფალო, არცა სავსებელი გაქუს, და ჯურღმული ესე ღრმა არს. ვინაჲ გაქუს შენ წყალი ცხოველი? 12 ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა იაკობისა, რომელმან ესე ჯურღმული მომცა ჩუენ? და იგი თავადი ამისგან სუმიდა, და ძენი მისნი და საცხოვარი მისი“. 13 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „ყოველი რომელი სუმიდეს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალადცა, 14 ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდის ცხორებად საუკუნოდ“. 15 ჰრქუა დედაკაცმან მან: „უფალო, მეც მე წყალი ესე, რაჲთა არა მწყუროდის, არცაღა მოვიდე აქა ვსებად“. 16 ჰრქუა მას იესუ: „წარვედ და მოხადე ქმარსა შენსა და მოვედ აქა“. 17 მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა: „არა მივის ქმარი“. ჰრქუა მას იესუ: „კეთილად სთქუ, ვითარმედ: «არა მივის ქმარი»; 18 რამეთუ ხუთ ქმარ გესხნეს და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი; ესე ჭეშმარიტი სთქუ“. 19 ჰრქუა მას დედაკაცმან მან: „უფალო, ვხედავ, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელი ხარ შენ. 20 მამანი ჩუენნი მთასა ამას თაყუანის-სცემდეს, და თქუენ იტყჳთ, ვითარმედ: „იერუსალჱმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყუანისცემაჲ“. 21 ჰრქუა მას იესუ: „დედაკაცო, გრწმენინ ჩემი, რამეთუ მოვალს ჟამი, ოდეს არცა ამას მთასა, არცა იერუსალჱმს თაყუანის-სცემდეთ მამასა. 22 თქუენ თაყუანის-სცემთ, რომელი არა იცით, ხოლო ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით, რამეთუ ცხორებაჲ ჰურიათაგან არს. 23 არამედ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანისმცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაჲცა ეგევითართა ეძიებს თაყუანისმცემელთა მისთა. 24 სულ არს ღმერთი, და თაყუანისმცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანისცემაჲ“. 25 ჰრქუა მას დედაკაცმან მან: „ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მითხრას ჩუენ ყოველი“. 26 ჰრქუა მას იესუ: „მე ვარ, რომელი გეტყჳ შენ“. 27 და ამას ოდენ სიტყუასა ზედა მოვიდეს მოწაფენი მისნი და უკჳრდა, რამეთუ დედაკაცისა თანა იტყოდა. და არავინ ჰრქუა მას: „რასა ეძიებ ანუ რასა იტყჳ მის თანა?“ 28 დაუტევა უკუე სარწყული იგი მისი დედაკაცმან და წარვიდა ქალაქად და უთხრა კაცთა მათ: 29 „მოვედით და იხილეთ კაცი, რომელმან მითხრა მე ყოველი, რაჲცა ვქმენ. ნუუკუე იგი არს ქრისტე?“ 30 გამოვიდეს ქალაქით და მოვიდოდეს მისა. 31 და ვიდრე-იგი მოვიდოდეს, ამას ოდენ სიტყუასა ეტყოდეს მას მოწაფენი და ჰრქუეს: „რაბი, ჭამე!“ 32 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: „მე ჭამადი მაქუს ჭამად, რომელი თქუენ არა იცით“. 33 იტყოდეს მოწაფენი ურთიერთას: „ნუუკუე მო-ვინმე-ართუა მას ჭამადი?“ 34 ჰრქუა მათ იესუ: „ჩემი ჭამადი არს, რაჲთა ვყო ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ და აღვასრულო საქმე მისი. 35 არა თქუენ იტყჳთა, ვითარმედ: «ოთხღა თთუე არიან, და მოვალს მკაჲ»? აჰა-ესერა, მე გეტყჳ თქუენ: აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად აწვე; 36 და მომკალმან სასყიდელი თჳსი მოიღოს და შეკრიბოს ნაყოფი ცხორებად საუკუნოდ, რაჲთა მთესვარსა და მომკალსა ერთბამად უხაროდის მის თანა. 37 რამეთუ ამით არს ჭეშმარიტ სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: «სხუაჲ არს მთესვარი და სხუაჲ არს მომკალი». 38 მე წარგავლინებ თქუენ მკად, რომელსა თქუენ არა დაშუერით, სხუანი დამაშურალ არიან, და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუედით“. 39 ხოლო ქალაქისა მისგანთა მრავალთა ჰრწმენა მისა მიმართ სამარიტელთა მათ სიტყჳთა მის დედაკაცისაჲთა, რამეთუ წამებდა, ვითარმედ: „ყოველივე მითხრა მე, რაოდენი ვქმენ“. 40 და ვითარცა მოვიდეს მისა სამარიტელნი იგი, ევედრებოდეს მას, რაჲთა დაადგრეს მათ თანა. და დაადგრა მუნ ორ დღე. 41 და უფროჲსსა სიმრავლესა ჰრწმენა სიტყუათა მისთაჲ. 42 და ეტყოდეს დედაკაცსა მას, ვითარმედ: „არღარა სიტყჳთა შენითა გურწამს, რამეთუ ჩუენ თჳთ გუესმა მისგან და უწყით, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაჲ, ქრისტე“.
† † † † † † †
გალ. V: 22(ბ) † (ძმანო, †) ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, 23 მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული. 24 ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულისთქუმით. 25 უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. 26 ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთას მაბრალობელ, ურთიერთას მოშურნე. VI: 1 ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი-იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო. 2 (ურთიერთარს)* [ურთიერთას]** სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
ლკ. VI: 17(ბ) † (მას ჟამსა შინა დადგა იესუ †) ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳსკიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით, 18 რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა, და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს. 19 და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან, და განჰკურნებდეს ყოველთა. 20 და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: „ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ. 21 ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით; 22 ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა, და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი ვითარცა ბოროტთაჲ ძისათჳს კაცისა. 23 გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ, აჰა-ესერა, სასყიდელი თქუენი (მრავალ)* [ფრიად]** არს ცათა შინა“.
† † † † † † †
* სახარების ზოგიერთი რედაქციიდან.
** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
† † † † † † †