


ეპარქიები

ჟამისწირვაზე – რიგისა: რომ. 98 დას. VIII, 22-27. მთ. 37 დას. X, 23-31.
რომ. VIII: 22 † (ძმანო, †) უწყით, რამეთუ ყოველი დაბადებული თანაკუნესის და თანაელმის მოაქამდე. 23 არა ხოლო თუ იგი, არამედ თჳთ ჩუენცა, რომელთა-ესე პირველი ნაყოფი სულისაჲ გუაქუს, თჳთ ჩუენცა თავთა შინა ჩუენთა ვკუნესით და შვილებასა მას მოველით, გამოჴსნასა მას ჴორცთა ჩუენთასა, 24 რამეთუ სასოებით (ვცხოვნდებით)* [ვცხოვნდით]**, ხოლო სასოებაჲ ხილული არა არს სასოება, რამეთუ რომელსა-იგი ვინმე ხედავნ, რასაღამე ესავნ? 25 ხოლო ჩუენ, რომელსა არა ვხედავთ, ვესავთ, რამეთუ მოთმინებით მოველით. 26 ეგრეთვე და სულიცა იგი თანაშეეწევის უძლურებათა ჩუენთა; რამეთუ რაჲმცა-იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით, არამედ თჳთ იგი სული მეოხ არს ჩუენთჳს სულთქუმითა მით უსიტყუელითა. 27 ხოლო რომელი-იგი გამომეძიებელი არს გულთაჲ, იცის, თუ რაჲ არს ზრახვაჲ იგი სულისაჲ, რამეთუ (ღმრთისა მიმართ)* [საღმრთოდ]** მეოხ არს წმიდათათჳს“.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
რიგისა (ხუთშაბათისა): სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, X, 23-31. [დას. ლზ(37)]:
მთ. X: 23 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად. ამენ გეტყჳ თქუენ: ვერ დაასრულოთ ქალაქები ისრაჱლისაჲ, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მოვიდეს. 24 არა არს მოწაფე უფროჲს მოძღურისა თჳსისა, არცა მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. 25 კმა არს მოწფისა მის, უკუეთუ იყოს, ვითარცა მოძღუარი თჳსი, და მონაჲ იგი, ვითარცა უფალი თჳსი. უკუეთუ სახლისა უფალსა ბელზებულით ჰხადოდეს, რაოდენ უფროჲს სახლეულთა მისთა? 26 ნუუკუე გეშინინ მათგან, რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლოჲ, რომელი არა გამოცხადნეს. 27 რომელი გარქუ თქუენ ბნელსა შინა, თქუენ თქუთ ნათელსა შინა, და რომელი (ყურთა)* [ყურსა***]** გესმა, ქადაგებდით ერდოთა ზედა. 28 და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად, არამედ გეშინოდენ მისა უფროჲს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა. 29 ანუ არა ორი სირი ასარის განისყიდებისა? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თჳნიერ მამისა თქუენისა. 30 ხოლო თქუენნი თავისა თმანიცა ყოველნი განრაცხილ არიან. 31 ნუ გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ თქუენ.
† † † † † † †
* სახარების ზოგიერთი რედაქციიდან.
** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
*** [სქოლიო 64]: „რომელი ყურსა გესმა“ – ქართული რედაქციების ნუსხებში, ჩვეულებრივ, დასტურდება მრავლობითი „ყურთა“, თუმცა Gr-ში უგამონაკლისოდ სახეზეა ამავე სიტყვის მხოლობითი ფორმა (καὶ ὃ εἰς τὸ οὖς ἀκούετε, κηρύξατε ἐπὶ τῶν δωμάτων), რასაც ქართული ნუსხებიდან თანხვდება გიორგისეული რედაქციის შემცველი Jer.-102.
† † † † † † †