1 იანვარი – საეკლესიო კალენდრით, ე. წ. „ძველი სტილით“ (14 იანვარი – საერო კალენდრით, ახალი სტილით).

საცისკრო:

ინ. X: † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხოვნდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს. 10 ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. 11 მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს. 12 ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან, და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის, 13 რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს. 14 მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. 15 ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ, და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს. 16 და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“.

წინადაცუეთასა უფლისასა: კოლასელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, II, 8-12. [დას. სნდ(254)]:

 

კოლ. II: 8 ეკრძალენით, ნუ ვინმე იყოს წარმტყუენველ თქუენდა სიბრძნისმოყუარებითა და ცუდითა საცთურითა მოძღურებისა მისებრ კაცთაჲსა, (წესთა)* [ნივთთა***]** მათებრ ამის სოფლისათა და არა ქრისტეს მიერ, 9 რამეთუ მას შინა დამკჳდრებულ არს ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ ჴორციელად. 10 და ხართ თქუენ მას შინა აღსავსე, რომელი-იგი არს თავი ყოვლისა მთავრობისა და ჴელმწიფებისაჲ, 11 რომლითაცა წინადაიცჳთეთ წინადაცუეთითა მით ჴელითუქმნელითა, განძარცუვითა მით გუამისა მის ჴორცთა მათ ცოდვათაჲსა, წინადაცუეთითა ქრისტესითა. 12 მის თანა დაეფლენით ნათლისღებითა მით, რომლისა თანაცა აღსდეგით სარწმუნოებითა მით შეწევნითა ღმრთისაჲთა, რომელმან-იგი აღადგინა მკუდრეთით,

 

† † † † † † †

 

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

 

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

 

*** ABC „წესთა“, Lect: „წესითა“ (στοιχεα). შდრ. კოლას. 2.20, სადაც «ნივთნი» გვაქვს C-შიც (ABLect: «წესთა»). შდრ. გალ. 4.3.9, II პეტრ. 3.10.12.

 

† † † † † † †

 

წინადაცუეთასა უფლისასა: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, II, 20-21, 40-52. [დას. ვ(6)]:

 

ლკ. II: 20 და † (მას ჟამსა შინა †) მიიქცეს და წარვიდეს მწყემსნი იგი, ადიდებდეს და აქებდეს ღმერთსა ამას ყოველსა ზედა, რომელი ესმა და იხილეს, ვითარცა-იგი ითქუნეს მათა მიმართ. 21 და ვითარცა აღესრულნეს დღენი იგი რვანი წინადაცუეთისა მისისანი, და უწოდეს სახელი მისი იესუ, რომელ-იგი ეწოდა ანგელოზისა მისგან, ვიდრე ყოფადმდე მისა მუცელსა დედისა თჳსისასა. 40 ხოლო ყრმაჲ იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა და აღივსებოდა სიბრძნითა, და მადლი ღმრთისაჲ იყო მის ზედა. 41 და აღმოვიდიან მამა-დედანი მისნი წლითი-წლად იერუსალჱმდ დღესასწაულსა მას პასექისასა. 42 და იყო რაჲ იგი ათორმეტის წლის, აღმოვიდეს იგინი იერუსალჱმდ, ვითარცა ჩუეულ იყვნეს დღესასწაულსა მას. 43 და აღასრულნეს დღენი იგი, და წარსლვასა მას მათსა დაშთა იესუ ყრმაჲ იერუსალჱმს, და არა უწყოდეს იოსებ და დედამან მისმან, 44 ჰგონებდეს მისა, ვითარმედ მოგზაურთა თანა არს იგი. და მოვიდეს დღისა ერთისა გზასა და ეძიებდეს მას ნათესავთა შორის და მეცნიერთა. 45 და არა პოვეს იგი. და მოიქცეს იგინი იერუსალჱმდვე და ეძიებდეს მას. 46 და იყო, შემდგომად სამისა დღისა პოვეს იგი ტაძარსა მას შინა მჯდომარე შორის მოძღუართა, ისმენდა მათსა და ჰკითხვიდა მათ. 47 განუკჳრდებოდა მათ ყოველთა, რომელთა ესმოდა მისი გულისხმისყოფაჲ იგი და სიტყჳს-მიგებაჲ მისი. 48 და იხილეს იგი და განუკჳრდა. ჰრქუა მას დედამან მისმან: „შვილო, რაჲ ესე მიყავ ჩუენ ესრეთ? აჰა-ესერა, მე და მამაჲ შენი ვრორინებთ და გეძიებთ შენ“. 49 და მან ჰრქუა მათ: „და რაჲსა მეძიებთ მე? არა უწყითა, რამეთუ მამისა ჩემისა თანა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ?“ 50 და მათ ვერ გულისხმა-ყვეს სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ. 51 და წარვიდა მათ თანა და მოვიდა ნაზარეთად, და იყო დამორჩილებულ მათა. ხოლო დედასა მისსა დაემარხნეს ყოველნი ესე სიტყუანი გულსა თჳსსა. 52 და იესუ წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა წინაშე ღმრთისა და კაცთა.

 

† † † † † † †

 

წმიდისა ბასილი დიდისა: ებრაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VII, 26-VIII, 2. [დას. ტიჱ(318)]:

 

ებრ. VII: 26 რამეთუ † (ძმანო, †) შე-ვე-ესევითარი-ჰგვანდა ჩუენდა მღდელთმოძღუარი: წმიდაჲ, უმანკოჲ, შეუგინებელი, განშორებული (ცოდვათაგან)* [ცოდვილთაგან]** და უმაღლესი ცათაჲ, 27 რომელსა არა უჴმს დღითი-დღე, ვითარცა მღდელთმოძღუართა მათ, პირველად თჳსთა ცოდვათათჳს მსხუერპლისა შეწირვაჲ და მერმე ერისათჳს, რამეთუ თავადმან ერთგზის ყო ესე და თავი თჳსი შეწირა, 28 რამეთუ შჯულმან კაცნი დაადგინნა მღდელთმოძღურად, რომელთა აქუნდა უძლურებაჲ, ხოლო სიტყუამან ფიცისამან, რომელი-იგი შემდგომად შჯულისა იყო, – ძე, უკუნისამდე განსრულებული. VIII, 1 ხოლო თავად თქუმულთა (მათ)* [ამათ]** ზედა ესე არს: ესევითარი გჳვის ჩუენ მღდელთმოძღუარი, რომელი დაჯდა მარჯუენით საყდართა დიდებისათა ზეცათა შინა, 2 წმიდათა მსახური და კარვისა მის ჭეშმარიტისაჲ, რომელი აღაშენა უფალმან და არა კაცმან...

 

† † † † † † †

 

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

 

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

 

† † † † † † †

 

წმიდისა ბასილი დიდისა: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VI, 17-23. [დას. კდ(24)]:

 

ლკ. VI: 17 და გარდამოვიდა მათ თანა და დადგა † (მას ჟამსა შინა დადგა იესუ †) ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳსკიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით, 18 რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა, და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს. 19 და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან, და განჰკურნებდეს ყოველთა. 20 და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: „ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ. 21 ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით; 22 ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა, და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი ვითარცა ბოროტთაჲ ძისათჳს კაცისა. 23 გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ, აჰა-ესერა, სასყიდელი თქუენი (მრავალ)* [ფრიად]** არს ცათა შინა“.

 

† † † † † † †

 

* სახარების ამჟამად არსებული რედაქციიდან.

 

** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

 

† † † † † † †

 

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

 

შენიშვნა 2: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

 

შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

 

† † † † † † †

ნათლისღების წინა შაბათისა:

 ტიმოთეს მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, III, 14-16. [დას. სპდ(284)]:

1 ტიმ. III: 14 † (შვილო ტიმოთე, †) ამას მივსწერ შენდა და ვესავ ადრე მოსლვასა ჩემსა; 15 ხოლო უკუეთუ ვყოვნო, რაჲთა უწყოდი, ვითარ-იგი ჯერ-არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაჲ, რომელ არს ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ. 16 და (აღსარებულად:)* [აღსაარებულად***]** დიდ არს ღმრთისმსახურებისა [იგი]** საიდუმლოჲ: ღმერთი გამოჩნდა ჴორცითა, და განმართლდა სულითა; ეჩუენა ანგელოზთა, იქადაგა წარმართთა შორის, ჰრწმენა სოფელსა და ამაღლდა დიდებით.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** «აღსაარებულად» – აღიარებულად, ერთმნიშვნელოვნად, უპირობოდ (შდრ. ბერძნ. ὁμολογουμένως).

† † † † † † †

 

† † † † † † †

ნათლისღების წინა შაბათისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, III, 1-11. [დას. (5)]:

მთ. III: 1() † (მას ჟამსა შინა †) მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი ქადაგებად უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა, 2 და იტყოდა: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“. 3 რამეთუ ესე არს, რომელ-იგი თქუმულ არს ესაია წინაჲსწარმეტყუელისა მიერ და იტყჳს: „ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ-ყვენით ალაგნი მისნი“. 4 ხოლო თავადსა იოვანეს ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა; ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური. 5 მაშინ განვიდოდა მისა იერუსალჱმი და ყოველი ჰურიასტანი და გარემოსოფლები იორდანისაჲ. 6 და ნათელს-იღებდეს იორდანესა შინა მისგან და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა. 7 და ვითარცა იხილნა მრავალნი ფარისეველნი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლისღებად მისგან, ჰრქუა მათ: „ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა? 8 ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ; 9 და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ თავით თჳსით: «მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაამი», რამეთუ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაამისა. 10 რამეთუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას. 11 მე უკუე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად, ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ჴამლთა მისთა ტჳრთვად, მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა“.

† † † † † † †