ქრისტესშობის შემდგომი შაბათისა (იხ. ტიპიკონი, 26 დეკემბერი): 1 ტიმ. VI, 11-16 [დას. სპჱ(288)].
* 2010 წლის სამოციქულოს არასწორი ნუმერაციით: 12-17.
11 ხოლო შენ, ჵ კაცო ღმრთისაო, ამას ევლტოდე და † (შვილო ტიმოთე, †) შეუდეგ სიმართლესა, ღმრთისმსახურებასა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მოთმინებასა, სიმშჳდესა, 12 მოიღუაწე ღუაწლი იგი კეთილი სარწმუნოებისაჲ, შეიტკბე საუკუნოჲ იგი ცხორებაჲ, რომელსაცა იჩინე, და აღიარე კეთილი იგი აღსაარებაჲ წინაშე მრავალთა მოწამეთა. 13 გამცნებ შენ წინაშე ღმრთისა, რომელმან ცხოველ ყვნის ყოველნი, და ქრისტე იესუჲსა, რომელმან-იგი წამა პონტოელისა პილატეს ზე კეთილი იგი (აღსარებაჲ)* [აღსაარებაჲ]** 14 დამარხვად შენდა მცნებაჲ იგი უბიწოდ და უბრალოდ ვიდრე გამოჩინებადმდე უფლისა ჩუენისა იესუ (ქრისტესა)* [ქრისტესსა]**, 15 რომელი-იგი ჟამთა თჳსთა აჩუენოს ნეტარმან მან და მხოლომან ძლიერმან მეუფემან მეუფეთამან და უფალმან უფლებათამან, 16 რომელსა მხოლოსა აქუს უკუდავებაჲ და ნათელსა მყოფ არს მიუწდომელსა, რომელი არავინ იხილა კაცთაგანმან, არცა ხილვად ჴელ-ეწიფების, რომლისაჲ არს პატივი და ძალი საუკუნოჲ. ამენ.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
შაბათსა შემდგომად ქრისტეს შობისასა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XII, 15-21. [დას. მვ(46)-შუა]:
მთ. XII: 15 და მისდევდა მას † (მას ჟამსა შინა მისდევდა იესუს †) ერი მრავალი, და განკურნნა იგი ყოველნი. 16 და ამცნო მათ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი, 17 რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: 18 „აჰა-ესერა, ძე ჩემი, რომელი მე სათნო-ვიყავ, საყუარელი ჩემი, რომელი სთნავს სულსა ჩემსა. დავდვა სული ჩემი მის ზედა, და სამართალი წარმართთა მიუთხრას. 19 არა ჰჴდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა ესმეს ვის უბანთა ზედა ჴმაჲ მისი. 20 ლერწამი შემუსრვილი არა განტეხოს და პატრუკი მბნდჳნვარე არა დაშრიტოს, ვიდრემდე გამოიღოს ძლევად საშჯელი. 21 და სახელსა მისსა წარმართნი ესვიდენ“.
† † † † † † †
რიგისა: ებრაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, X, 35-XI, 7. [დას. ტკვ(326)]
ებრ. X: 35 † (ძმანო, †) ნუ განიშორებთ განცხადებულებასა მაგას თქუენსა, რომელსა აქუს დიდი სასყიდლის მოგებაჲ, რამეთუ მოთმინებაჲ გიჴმს თქუენ, რაჲთა ნებაჲ ღმრთისაჲ ჰყოთ და მოიღოთ აღნათქუემი იგი, რამეთუ მცირედ, წუთ-ერთღა, „და მომავალი იგი მოვიდეს და არა ყოვნოს. ხოლო მართალი სარწმუნოებითა ცხოვნდეს; და უკუეთუ იჯმნეთ მისგან, არა სთნავს სულსა ჩემსა მას შინა“. ხოლო ჩუენ არა ვართ ჯმნულებისანი მის წარსაწყმედელად, არამედ სარწმუნოებისანი შესაწევნელად სულისა. XI: 1 ხოლო არს სარწმუნოებაჲ (მოსავთა)* [მოსალოდებელთა]** მათ (ძალ)* [გუამ]**, საქმეთა მამხილებელ არახილულთა, რამეთუ ამას შინა იწამნეს მოხუცებულნი. სარწმუნოებით გჳცნობიეს დამყარებად საუკუნეთა სიტყჳთა ღმრთისაჲთა, არასაჩინოჲსაგან ხილულად შექმნულად. სარწმუნოებით უმრავლესი მსხუერპლები შეწირა ღმრთისა აბელ კაენისა, რომლისაგან იწამა, ვითარმედ მართალ არს წამებითა ღმრთისაჲთა მსხუერპლთა მათ მისთა ზედა; და ამისთჳს მო-ღათუ-კუდა, მერმე იტყჳსვეღა. სარწმუნოებით ენუქ გარდაიცვალა, რაჲთა არა იხილოს სიკუდილი; და არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან, რამეთუ პირველ გარდაცვალებისა მისისა წამებულ არს, ვითარმედ სათნო-იყო იგი ღმერთმან. ხოლო თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნოყოფაჲ, რამეთუ სარწმუნოებაჲ უღირს, რომელი მოუჴდების ღმერთსა, რამეთუ არს, და მეძიებელთა მისთა სასყიდლისმიმცემელ ექმნების. სარწმუნოებით ბრძანებაჲ მოიღო ნოე არღასადა ხილულთა მათთჳს, შეეშინა და ქმნა კიდობანი საცხორებელად სახლისა თჳსისა, რომლითა დასაჯა სოფელი, და სარწმუნოებითა მით სიმართლისაჲთა იქმნა იგი მკჳდრ.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
სახარებაჲ მარკოზისი, მკ. XII, 1-12. [დას. ნგ(53)].
მკ. XII: 1(ბ) † (ჰრქუა უფალმან იგავი ესე: †) „კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარემოსდვა და ქმნა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი, და მისცა იგი ქუეყანისმოქმედთა და წარვიდა. 2 და მიავლინა ქუეყანისმოქმედთა მათ მიმართ ჟამსა ნაყოფისასა მონაჲ, რაჲთა მოიღოს ნაყოფი ვენაჴისაჲ მის. 3 ხოლო მათ შეიპყრეს და გუემეს იგი და წარავლინეს ცალიერი. 4 მერმე კუალად წარავლინა სხუაჲ მონაჲ. და მასცა კუალად გამო-ვე-ეწყვნეს, გუემეს და წარავლინეს გინებული. 5 და კუალად სხუაჲ მიავლინა, და იგიცა მოკლეს; და სხუანი მრავალნი – რომელთამე სტანჯვიდეს და რომელთამე მოჰკლვიდეს. 6 უკუანაჲსკნელ, ერთი ძე ესუა საყუარელი თჳსი, მიავლინა მათა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: «შეიკდიმონ ძისა ჩემისათჳს». 7 ხოლო ქუეყანისმოქმედთა მათ თქუეს ურთიერთას: «ესე არს მკჳდრი მისი, მოვედით და მოვკლათ იგი, და ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი ესე». 8 და შეიპყრეს იგი და მოკლეს და გამოაგდეს იგი მიერ სავენაჴით. 9 აწ რაჲ უყოს მათ უფალმან მის ვენაჴისამან? მოვიდეს და მოსრნეს ქუეყანისმოქმედნი იგი და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა. 10 არცაღა ესე წიგნი აღმოგიკითხავსა: «ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა; 11 უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა»?“ 12 და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა ერისა მისგან, რამეთუ ცნეს, ვითარმედ მათთჳს თქუა იგავი იგი. და დაუტევეს იგი და წარვიდეს.
† † † † † † †