საცისკრო სახარება IX: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XX, 19-31. [დას. ჲე(65)]:
ინ. XX: 19 † და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაჲ მის, და კარნი იგი დაჴშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ 20 და ვითარცა ესე თქუა, უჩუენნა მათ ჴელნი თჳსნი და გუერდი მისი, და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი. 21 ჰრქუა მათ იესუ კუალად: „მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ“. 22 და ვითარცა ესე თქუა, შეჰბერა მათ და ჰრქუა: „მიიღეთ სული წმიდაჲ. 23 უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“. 24 ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანი (რომელსა ერქუა «მარჩბივ»), არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესუ. 25 უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: „ვიხილეთ ჩუენ უფალი“. ხოლო მან ჰრქუა მათ: „უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამშჭუალთაჲ და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამშჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს“. 26 და შემდგომად რვისა დღისა კუალად იყვნეს მოწაფენი მისნი შინაგან, და თომაცა მათ თანა. და შევიდა იესუ კართა ჴშულთა და დადგა შორის მათსა, და ჰრქუა მათ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ 27 მერმე ჰრქუა თომას: „მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელნი ჩემნი, და მოიღე ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა, და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ“. 28 მიუგო თომა და ჰრქუა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ 29 ჰრქუა მას იესუ: „რამეთუ მიხილე, და (გრწამს)* [გრწმენა]**. ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე“. 30 მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესუ წინაშე მოწაფეთა თჳსთა, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას. 31 ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა.
† † † † † † †
* სახარების ზოგიერთი რედაქციიდან.
** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
† † † † † † †
ნათლისღების წინა კვირიაკისა: ტიმოთჱსა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IV, 5-8. [დას. სჟ(298)]:
2 ტიმ. IV: 5(ბ) † (შვილო ტიმოთე, †) ფრთხილ იყავ ყოველსა შინა, ძჳრსა იხილევდ, საქმე ქმენ მახარებელისაჲ, მსახურებაჲ შენი კეთილად აღასრულე, 6 რამეთუ მე აწ-ესერა, შევიწირვი, და ჟამი იგი მიქცევისა ჩემისაჲ მოიწია. 7 ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიეს, სრბაჲ აღმისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დამიმარხავს. 8 ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გჳრგჳნი, რომელი მომცეს მე უფალმან მას დღესა შინა – მართალმან მან მსაჯულმან – არა ხოლო თუ მე, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაჲ მისი.
† † † † † † †
ნათლისღების წინა კვირიაკისა: სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, I, 1-8. [დას. ა(1)]:
მკ. I: 1 † (†) დასაბამი სახარებისაჲ იესუ ქრისტესი, ძისა ღმრთისაჲ. 2 ვითარცა წერილ არს ესაია წინაჲსწარმეტყუელსა: „აჰა-ესერა, მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა“. 3 „ჴმაჲ მღაღადებელისაჲ უდაბნოსა: «განმზადენით გზანი უფლისანი, და წრფელ-ყვენით ალაგნი მისნი»“. 4 იყო იოვანე უდაბნოსა და ნათელ-სცემდა და ქადაგებდა ნათლისცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა. 5 და განვიდოდა მისა ყოველი სოფლები ჰურიასტანისაჲ და იერუსალჱმელნი და ნათელს-იღებდეს მისგან ყოველნი იორდანესა მდინარესა და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა. 6 ხოლო ემოსა იოვანეს სამოსლად თმისაგან აქლემისა, და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა; და ჭამდა იგი მკალსა და თაფლსა ველურსა. 7 ქადაგებდა და იტყოდა: „ესერა, მოვალს უძლიერესი ჩემსა შემდგომად ჩემსა, რომლისა ვერ ღირს ვარ განჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა. 8 მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა“.
† † † † † † †
წმიდისა სილიბისტროსი: ებრაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VII, 26-VIII, 2. [დას. ტიჱ(318)]:
ებრ. VII: 26 რამეთუ † (ძმანო, †) შე-ვე-ესევითარი-ჰგვანდა ჩუენდა მღდელთმოძღუარი: წმიდაჲ, უმანკოჲ, შეუგინებელი, განშორებული (ცოდვათაგან)* [ცოდვილთაგან]** და უმაღლესი ცათაჲ, 27 რომელსა არა უჴმს დღითი-დღე, ვითარცა მღდელთმოძღუართა მათ, პირველად თჳსთა ცოდვათათჳს მსხუერპლისა შეწირვაჲ და მერმე ერისათჳს, რამეთუ თავადმან ერთგზის ყო ესე და თავი თჳსი შეწირა, 28 რამეთუ შჯულმან კაცნი დაადგინნა მღდელთმოძღურად, რომელთა აქუნდა უძლურებაჲ, ხოლო სიტყუამან ფიცისამან, რომელი-იგი შემდგომად შჯულისა იყო, – ძე, უკუნისამდე განსრულებული. VIII, 1 ხოლო თავად თქუმულთა (მათ)* [ამათ]** ზედა ესე არს: ესევითარი გჳვის ჩუენ მღდელთმოძღუარი, რომელი დაჯდა მარჯუენით საყდართა დიდებისათა ზეცათა შინა, 2 წმიდათა მსახური და კარვისა მის ჭეშმარიტისაჲ, რომელი აღაშენა უფალმან და არა კაცმან...
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
წმიდისა სილიბისტროსი: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XV, 1-7. [დას. ნ(50)]:
ინ. XV: 1 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი, და მამაჲ ჩემი მოქმედი არს. 2 ყოველმან რტომან რომელი ჩემ თანა არს და არა მოიღოს ნაყოფი, აღიღოს იგი; და ყოველმან რომელმან მოიღოს ნაყოფი, განწმიდოს იგი, რაჲთა უფროჲსი ნაყოფი გამოიღოს. 3 ხოლო თქუენ აწვე წმიდა ხართ სიტყჳთა მით, რომელსა გეტყოდე თქუენ. 4 დაადგერით თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ თანა; ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ჴელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თჳსით, უკუეთუ არა ეგოს ვენაჴსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკუეთუ არა დაადგრეთ ჩემ თანა. 5 მე ვარ ვენაჴი და თქუენ რტონი. რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი. 6 უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე, ვითარცა ნასხლევი, და განჴმეს, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან და დაიწუას. 7 უკუეთუ დაადგრეთ ჩემ თანა, და სიტყუანი ჩემნი თქუენ თანა ეგნენ, რაჲცა გინდეს, ითხოვეთ, და გეყოს თქუენ“.
† † † † † † †
წმიდისა სერაფიმესი: გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, V, 22-VI, 2. [დას. სიგ(213)]:
გალ. V: 22 ხოლო † (ძმანო, †) ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, 23 მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული. 24 ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულისთქუმით. 25 უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. 26 ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთას მაბრალობელ, ურთიერთას მოშურნე. გალ. VI: 1 ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი-იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო. 2 (ურთიერთარს)* [ურთიერთას]** სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
† † † † † † †
წმიდისა სერაფიმესი: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VI, 17-23. [დას. კდ(24)]:
ლკ. VI: 17 და გარდამოვიდა მათ თანა და დადგა † (მას ჟამსა შინა დადგა იესუ †) ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳსკიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით, 18 რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა, და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს. 19 და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან, და განჰკურნებდეს ყოველთა. 20 და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: „ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ. 21 ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით; 22 ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა, და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი ვითარცა ბოროტთაჲ ძისათჳს კაცისა. 23 გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ, აჰა-ესერა, სასყიდელი თქუენი (მრავალ)* [ფრიად]** არს ცათა შინა“.
† † † † † † †
* სახარების ამჟამად არსებული რედაქციიდან.
** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სამოციქულოთა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
† † † † † † †