იაკ. III, 11-IV, 6. [დას. ნე(55)]
<ძმანო, ნუუკუე> წყაროჲსაგან მისვე თუალისა აღმოდინ ტკბილი და მწარე? ეგების-მეა, ძმანო ჩემნო, ვითარმცა ლეღუმან ზეთისხილი გამოიღო გინა ვენაჴმან – ლეღჳ? ეგრეთვე – ვერცა ერთი წყაროჲ მარილიანსა და ტკბილსა წყალსა აღმოცენებად. ვინ არს ბრძენ და მეცნიერ თქუენ შორის, აჩუენენ კეთილად სლვისაგან საქმენი თჳსნი სიმშჳდითა სიბრძნისაჲთა. ხოლო უკუეთუ შური მწარე გაქუნდეს და ჴდომაჲ გულთა შინა თქუენთა, ნუ იქადით და სტყუით ჭეშმარიტებასა ზედა. არა არს ესე სიბრძნე ზეგარდამოსრული, არამედ ქუეყანისაჲ, მშჳნვიერი და საეშმაკოჲ, რამეთუ სადა არს შური და ჴდომაჲ, მუნ – შფოთი და ყოველი ბოროტისა საქმე. ხოლო ზეგარდამოჲ სიბრძნე პირველად სიწმიდე არს და მერმე მშჳდობაჲ, სახიერებაჲ, მორჩილებაჲ, სავსე წყალობითა და ნაყოფითა კეთილთა საქმეთაჲთა, განუკითხველ და შეუორგულებელ, რამეთუ ნაყოფი სიმართლისაჲ დაეთესვის მშჳდობით მათთჳს, რომელნი ჰყოფენ მშჳდობასა. ვინაჲ არიან ბრძოლანი და ლალვანი თქუენ შორის? ანუ არა მიერვე გულისთქუმათაგან თქუენთა, რომელნი განწყობილ არიან ასოთა შინა თქუენთა? გული გითქუამს და არა გაქუს, კაც-ჰკლავთ და იშურებით და ვერ ძალ-გიც მიმთხუევად; ილალვით და იბრძვით და არა გაქუს, რამეთუ არა ითხოვთ. ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ, რაჲთა გულისთქუმათა შინა თქუენთა განილინეთ. მეძავნო და მემრუშენო, არა უწყითა, რამეთუ სიყუარული სოფლისაჲ ამის მტერობაჲ არს ღმრთისაჲ? აწ უკუე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების. ანუ ჰგონებთა, ვითარმედ ცუდად იტყჳს წიგნი: „საშურებელად ჰსურის სულსა, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ თანა?“ უფროჲს მოცემად მადლი; ამისთჳს იტყჳს: „ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“.
სახარებაჲ მარკოზისი, მკ. XI, 23[22]-26. [დას. ნა(51)].
ტრაპეზის სახარებაში: 22 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: † (მას ჟამსა შინა, ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „გაქუნდინ სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ! 23 ამენ გეტყჳ თქუენ...“
22 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: † (ჰრქუა უფალმან: †) 23 „გაქუნდინ სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ! 23 ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: რომელმან ჰრქუას მთასა ამას: „აღიფხუარ და შთავარდი ზღუად!“ და არა შეორგულდეს გულსა თჳსსა, არამედ ჰრწმენეს, რამეთუ, რომელი თქუას, იქმნეს, და იყოს ეგრეთ. 24 ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველსა, რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენინ, რამეთუ მოიღოთ, და გეყოს თქუენ. 25 და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაჲმე ბოროტი ვისთჳსმე, რაჲთა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი. 26 ხოლო უკუეთუ თქუენ არა მიუტევნეთ, არცა მამამან თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი“.
სამოციქულოს საკითხავი 20 000-თა მოწამეთა: ჰრომ. VIII, 3-9. [დას. ჟვ(96)-შუა]
3 რამეთუ შეუძლებელი იგი † <ძმანო, შეუძლებელი იგი> † შჯულისაჲ, რომლითა უძლურ იყო ჴორცთა მათთჳს, ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა და ცოდვისათჳს, და საჯა ცოდვაჲ იგი ჴორცითა თჳსითა, 4 რაჲთა სიმართლე იგი შჯულისაჲ აღესრულოს ჩუენ შორის, რომელნი არა ჴორციელად ვიქცევით, არამედ სულიერად, 5 რამეთუ რომელნი-იგი ჴორციელად არიან, ჴორცთასა ზრახვენ, ხოლო რომელნი-იგი სულიერად არიან, \ სულისასა, 6 რამეთუ ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ სიკუდილ არს, ხოლო ზრახვაჲ იგი სულისაჲ ცხორება არს და მშჳდობა, 7 რამეთუ ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ მტერობა არს ღმრთისა, რამეთუ შჯულსა მას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების და ვერცა ძალ-უც, 8 რამეთუ რომელნი-იგი ჴორცთა შინა არიან, ღმრთისა სათნოყოფად ვერ ძალ-უც. 9 ხოლო თქუენ არა ხართ ჴორცთა შინა, არამედ სულთა, უკუეთუ სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის...
სახარების საკითხავი 20 000-თა მოწამეთა: ლკ. X, 19-21. [დას. ნა(51)-შუა].
16 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) 19 „...აჰა, მიგცემ თქუენ ჴელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა, და თქუენ არარაჲ გევნოს. 20 ხოლო ამას ზედა ნუ გიხარინ, რამეთუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა“. 21 მას ჟამსა შინა იხარებდა იესუ სულითა და თქუა: „აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე“.