რიგისა: იაკობ მოციქულისა წიგნი კათოლიკჱ I, 1-18. [დას. ნ(50)]:
იაკ. I: 1 იაკობ, ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტეს მონაჲ, ათორმეტთა ნათესავთა, მიმოგანთესვასა შინა მყოფთა, გიხაროდენ. ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცჳვეთ პირად-პირადსა; უწყოდეთ, რამეთუ გამოცდილებამან მან სარწმუნოებისა თქუენისამან შექმნის მოთმინებაჲ, ხოლო მოთმინებასა მას საქმე სრული აქუნდინ, რაჲთა იყვნეთ სრულ და ყოვლად ცოცხალ და არარაჲთ ნაკლულევან. ხოლო უკუეთუ ვინმე თქუენგანი ნაკლულევან არს სულიერითა სიბრძნითა, ითხოვენ ღმრთისაგან, რომელმან-იგი მოსცის ყოველთა უხუად და არავის აყუედრის, და მოსცეს მას. ითხოვდინ ხოლო სარწმუნოებით და ნუ ორგულებით; რამეთუ, რომელი ორგულებდეს, მსგავს არს იგი ღელვასა ზღჳსასა, ქარითა აღძრულსა და მიმოტაცებულსა. ნუ ჰგონებნ კაცი იგი, ვითარმედ მო-რაჲმე-იღოს ღმრთისაგან. კაცი ორგული დაუდგრომელ არს ყოველთა გზათა მისთა. იქადოდენ ძმაჲ იგი მდაბალი ამაღლებასა თჳსსა, ხოლო მდიდარი – დამდაბლებასა თჳსსა, რამეთუ ვითარცა ყუავილი თივისაჲ, ეგრეთ წარჴდეს, რამეთუ აღმოჰჴდა მზე სიცხითა თჳსითა და განაჴმო თივაჲ იგი და ყუავილი მისი დასცჳვა, და შუენიერებაჲ პირისა მისისაჲ წარჴდა. ეგრეთცა მდიდარი სლვასა შინა თჳსსა დაჭნეს. ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქმნეს და მოიღოს გჳრგჳნი ცხორებისაჲ, რომელი აღუთქუა ღმერთმან მოყუარეთა მისთა. ნუ ვინ განცდილთაგანი იტყჳნ, ვითარმედ: „ღმრთისა მიერ განვიცადები“. რამეთუ ღმერთი გამოუცდელ არს ბოროტისა და არავის განსცდის იგი. არამედ კაცად-კაცადი განიცადების თჳსისაგან გულისთქუმისა, მიიზიდვის და სცთების. მერმე გულისთქუმაჲ იგი მიუდგის და შვის ცოდვაჲ, და ცოდვაჲ იგი სრულ იქმნის და შვის სიკუდილი. ნუ სცთებით, ძმანო ჩემნო საყუარელნო! ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან (ნათლისა)* [ნათელთაჲსა***]**, რომლისა თანა არა არს ცვალება გინათუ ქცევისა აჩრდილ. მას უნდა და გუშვნა ჩუენ სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა, რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ დასაბამ რაჲმე მისთა დაბადებულთა.
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** ABLect „ნათლისაჲსა“, C: „ნათლისა“ [ეფრ. კომენტარში «ნათელთა»: „ვითარ-იგი უსაკუთრეს არს «მამად ნათელთა» უწოდს ღმერთსა“, ეფრ. I, გვ. 348] (ἀπὸ τοῦ πατρὸς τῶν φώτων, ...).
ოთხშაბათსა 32-ე კჳრიაკისასა: სახარებაჲ მარკოზისი,. მკ. XI, 23-26. [დას. ნა(51)].
22 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: † (ჰრქუა უფალმან: †) „გაქუნდინ სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ! 23 ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: რომელმან ჰრქუას მთასა ამას: „აღიფხუარ და შთავარდი ზღუად!“ და არა შეორგულდეს გულსა თჳსსა, არამედ ჰრწმენეს, რამეთუ, რომელი თქუას, იქმნეს, და იყოს ეგრეთ. 24 ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველსა, რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენინ, რამეთუ მოიღოთ, და გეყოს თქუენ. 25 და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაჲმე ბოროტი ვისთჳსმე, რაჲთა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი. 26 ხოლო უკუეთუ თქუენ არა მიუტევნეთ, არცა მამამან თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი“.
სამოციქულოს საკითხავი 14 000-თა ჩვილთა: 2 კორ. V, 15-21. [დას. რპ(180)]
<ძმანო, ქრისტე> ყოველთათჳს მოკუდა, რაჲთა ცხოველნი იგი არღარა თავთა თჳსთათჳს ცხოველ იყვნენ, არამედ მათთჳს მომკუდრისა მის და აღდგომილისა. ამიერითგან ჩუენ არღარავინ ვიცით ჴორციელად; რამეთუ დაღაცათუ ვიცოდეთ ქრისტე ჴორციელად, არამედ აწ არღარა ვიცით, არამედ რაჲ-იგი არს ქრისტეს მიერ – ახალი დაბადებული; (პირველი იგი წარჴდა)* [ძუელნი იგი წარჴდეს]**, აჰა-ესერა, იქმნა ყოველივე ახალ. და ყოველივე – ღმრთისა მიერ, რომელმან-იგი დამაგნა ჩუენ თავსა თჳსსა ქრისტე იესუჲს მიერ და მომცა ჩუენ მსახურებაჲ იგი დაგებისაჲ, რამეთუ ღმერთი იყო ქრისტეს თანა, სოფელი დააგო თავსა თჳსსა და არა შეურაცხნა მათ ცოდვანი მათნი, და დადვა ჩუენ თანა სიტყუაჲ იგი დაგებისაჲ. ქრისტესთჳს უკუე ვციქუთ, ვითარცა ღმერთი გლოცავს*** ჩუენ მიერ, გევედრებით ქრისტესთჳს: დაეგენით ღმერთსა. რამეთუ, რომელმან-იგი არა იცოდა ცოდვაჲ, ჩუენთჳს ცოდვაჲ ქმნა, რაჲთა ჩუენ ვიქმნნეთ სიმართლე ღმრთისა მას შინა.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
*** ე. ი. «შეგაგონებს», «გევედრება», «გთხოვს»...
სახარების საკითხავი 14 000-თა ჩვილთა: მთ. II, 13-23. [დას. დ(4)].
13 და ვითარცა განეშორნეს იგინი † (და ვითარცა განეშორნეს მოგუნი იგინი, †) აჰა, ანგელოზი უფლისაჲ გამოუჩნდა ჩუენებით იოსებს და ჰრქუა: „აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და ივლტოდე ეგჳპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ, რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის და წარწყმედად ეგე“. 14 ხოლო იგი აღდგა და წარიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი ღამე და წარვიდა ეგჳპტედ და იყო მუნ, ვიდრე აღსრულებადმდე ჰეროდესა. 15 რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: „ეგჳპტით უწოდე ძესა ჩემსა“. 16 მაშინ ვითარცა იხილა ჰეროდე, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, განრისხნა ფრიად და* წარავლინნა და მოსწყჳდა ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა, ორით წლითგანი და უდარესი, მსგავსად მის ჟამისა, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან. 17 მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: 18 „ჴმაჲ ჰრამაჲთ ისმა, გოდებისა და ტირილისა და ტყებისაჲ მრავალი; რაქელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა უნდა ნუგეშინისცემის, რამეთუ არა არიან“. 19 ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე აჰა, ანგელოზი უფლისაჲ გამოეცხადა ჩუენებით იოსებს ეგჳპტეს 20 და ჰრქუა: „აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და წარვედ ქუეყანად ისრაჱლისა, რამეთუ მოსწყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა“. 21 ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი და მოვიდა ქუეყანად ისრაჱლისა. 22 და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოს მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წილ, მამისა თჳსისა, შეეშინა მისლვად მუნ; და ბრძანებაჲ მოიღო ჩუენებით და წარვიდა კერძოთა გალილეაჲსათა. 23 და მივიდა და დაეშენა ქალაქსა შინა, რომელსა ჰრქჳან ნაზარეთ, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: „ნაზარეველ ეწოდოს“.
* სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.