2022 წლის 27 დეკემბერი (2023 წლის 9 იანვარი), სულთმოფენობიდან XXXI შვიდეულის ორშაბათისა

ებრ. XI, 17-23, 27-31. [დას. ტკთ(329)]

 

<ძმანო, სარწმუნოებით> შეწირა აბრაამ ისააკი გამოცდასა მას და მხოლოდშობილსა მას შესწირვიდა, რომელმან (აღთუქმაჲ)* [აღთქუმაჲ]** იგი (მოიღო)* [მიიღო]**, რომლისა მიმართ ითქუა, ვითარმედ: ‘ისააკისაგან გეწოდოს შენ ნათესავად”. ესრეთ შეჰრაცხა, ვითარმედ მკუდრეთითცა აღდგინებად შემძლებელ არს ღმერთი, რომლისათჳსცა იგავით მოიყვანა იგი. სარწმუნოებით (მერმეთა)* [ყოფადთა]** მათთჳს (ისაკმან)* [ისააკმან]** აკურთხა იაკობი და ესავი. სარწმუნოებით იაკობმან, მო-რაჲ-კუდებოდა, თითოეულად ძენი იოსებისნი აკურთხნა და თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა. სარწმუნოებით იოსებ, აღ-რაჲ-ესრულებოდა, გამოსლვისათჳს ძეთა ისრაჱლისათა მოიჴსენა და ძუალთა თჳსთათჳს ამცნო. სარწმუნოებით მოსე, იშვა რაჲ, დამალეს სამ (თუე)* [თთუე]** მამა-დედათა მისთა, რამეთუ იხილეს მკჳრცხლ ყრმაჲ იგი, და არა შეიშინეს (ბრძანებისა მისგან)* [ბრძანებისაგან]** მეფისა. სარწმუნოებით დაუტევა ეგჳპტე და არა შეიშინა გულისწყრომისა მისგან მეფისა, რამეთუ უხილავი იგი ვითარცა ხილული შეჰრაცხა. სარწმუნოებით ყო ზატიკი*** იგი და პკურებაჲ იგი სისხლისაჲ, რაჲთა არა მომსრველი იგი პირმშოთაჲ შეეხოს მათ. სარწმუნოებით წიაღჴდეს ზღუასა მას მეწამულსა, ვითარცა ჴმელსა ქუეყანასა, რომლისა-იგი აზმნეს მეგჳპტელთა და დაინთქნეს. სარწმუნოებით ზღუდენი იერიქოჲსანი დაეცნეს გარემოდგომითა შჳდ დღე. სარწმუნოებით რააბ, მეძავი იგი, არა წარწყმდა ურჩთა მათ თანა, რამეთუ შეიწყნარნა (მსტუარნი)* [მსტოვარნი]** იგი მშჳდობით.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქცია.

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქცია.

*** შდრ. კომენტარი: „«ზატიკ» უწოდს «პასექსა» მას“ (ეფრ. III, 91).

 

სახარებაჲ მარკოზისი, მკ. X, 46-52. [დას. მჱ(48)].

46 და მოვიდეს იერიქოდ. და ვითარცა † (მას ჟამსა შინა, †) გამოვიდოდა იესუ და მოწაფენი მისნი იერიქოჲთ და ერი მრავალი მათ თანა, ძე ტიმესიბარტიმეოს, ბრმაჲ, ჯდა გზასა თანა მთხოველად. 47 და ესმა რაჲ, რამეთუ იესუ ნაზარეველი არს, იწყო ღაღადებად და სიტყუად: „იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“ 48 და ჰრისხვიდეს მას მრავალნი, რაჲთა დადუმნეს, ხოლო იგი უფროჲს ღაღადებდა: „ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“ 49 დადგა იესუ და ბრძანა მოწოდებაჲ მისი. და მოუწოდეს ბრმასა მას და ეტყოდეს: „ნუ გეშინინ, აღდეგ, გიწესს შენ“. 50 ხოლო მან დააბნია სამოსელი თჳსი და აღდგა და მოვიდა მისა. 51 მიუგო და ჰრქუა მას იესუ: „რაჲ გნებავს, და გიყო შენ?“ ხოლო ბრმამან მან ჰრქუა მას: „რაბი, რაჲთა აღვიხილნე თუალნი ჩემნი“. 52 ხოლო იესუ ჰრქუა მას: „გუალე, ვიდოდე, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ“. და მეყსეულად აღიხილნა და მისდევდა მას გზასა ზედა.

 

პირველმოწამის სამოციქულოს საკითხავი: საქმ. VI, 8-VII, 5, 47-60. [დას. იზ(17)]

VI: 8 ხოლო † (მათ დღეთა შინა, †) სტეფანე სავსე იყო მადლითა და ძალითა, იქმოდა ნიშებსა და სასწაულებსა დიდ-დიდსა ერსა შორის. 9 აღ-ვინმე-დგეს კრებულისა მისგან, რომელსა ჰრქჳან ლიბირტიმელთაჲ და კჳრინელთაჲ და ალექსანდრიელთაჲ და კილიკიაჲთ და ასიაჲთ, და გამოეძიებდეს სტეფანეს თანა სიტყუასა, 10 და ვერ შეუძლებდეს წინადადგომად სიბრძნითა მით და სულითა წმიდითა, რომლითა იტყოდა იგი. 11 მაშინ აბირნეს ვინმე კაცნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: „გუესმნეს მაგისგან სიტყუანი გმობისანი, რომელთა იტყოდა მოსესთჳს და ღმრთისა“. 12 და აღძრეს ერი იგი და მოხუცებულნი და მწიგნობარნი და ზედა-მიადგეს და აღიტაცეს იგი და მოიყვანეს წინაშე კრებულისა. 13 და წარმოადგინნეს მოწამენი ცრუნი, რომელთა თქუეს: „კაცი ესე არა დასცხრების სიტყუად სიტყუათა გმობისათა ადგილისა ამისთჳს წმიდისა და შჯულისა, 14 რამეთუ გუესმა მაგისგან, იტყოდა რაჲ, ვითარმედ იესუ ნაზარეველმან დაარღჳოს ადგილი ესე და ცვალოს შჯული, რომელი მომცა ჩუენ მოსე“. 15 და მიჰხედეს მას ყოველთა, რომელნი სხდეს კრებულსა შინა, და იხილეს პირი მისი ვითარცა პირი ანგელოზისაჲ.

VII: 1 ჰრქუა მას მღდელთმოძღუარმან მან: „უკუეთუ ესე ესრეთ არსა?“ 2 ხოლო მან თქუა: „კაცნო, ძმანო და მამანო, ისმინეთ ჩემი! ღმერთი დიდებისაჲ ეჩუენა მამასა ჩუენსა აბრაამს, ვიდრე იყოღა იგი შუამდინარეს, პირველ დამკჳდრებისა მისისა ქარანს შინა, და ჰრქუა მას: 3 «გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელი მე გიჩუენო შენ». 4 მაშინ გამოვიდა ქუეყანისაგან ქალდეველთაჲსა და დაეშენა ქარანს შინა. და მიერ, შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა, დაამკჳდრა იგი ქუეყანასა ამას, რომელსა-ესე აწ თქუენ დამკჳდრებულ ხართ. 5 და არა სცა მას სამკჳდრებელი მას შინა, არცა ფერჴისწარსადგმელ... 47 ხოლო სოლომონცა უშენა მას სახლი. 48 არამედ არათუ მაღალი იგი ჴელითქმნულთა ტაძართა შინა დამკჳდრებულ არს, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს: 49 «ცანისაყდარნი ჩემნი, და ქუეყანაჲ – (კუარცხლბერკი)* [კუარცხლბეკი]** ფერჴთა ჩემთაჲ. ვითარი სახლი მიშენოთ მე? – თქუა უფალმან, – ანუ რაჲ-მე ადგილი იყოს განსასუენებელისა ჩემისაჲ? 50 ანუ არა ჴელმან ჩემმან შექმნაა ესე ყოველი?» 51 ქედფიცხელნო და წინადაუცუეთელნო გულითა და სასმენელითა, თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინააღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეთცა თქუენ. 52 რომელნიმე წინაჲსწარმეტყუელთაგანნი არა დევნნეს მამათა მათ თქუენთა? და მოსწყჳდნეს, რომელნი წინაჲსწარ უთხრობდეს მოსლვასა მას (მართლისასა?)* [მართლისასა,]** რომლისა-იგი აწ თქუენ შინაგანმცემელ და მკლველ იქმნენით, 53 რომელთა მოიღეთ შჯული ბრძანებისაებრ ანგელოზთაჲსა და არა დაიმარხეთ“. 54 ხოლო მათ, ვითარცა ესმოდა ესე, განიხერხებოდეს გულითა მათითა და იღრჭენდეს მის ზედა კბილთა მათთა. 55 ხოლო იგი სავსე იყო სულითა წმიდითა, აღხედნა ცად და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესუ, მდგომარე მარჯუენით ღმრთისა, 56 და თქუა: „აჰა-ესერა, ვხედავ ცათა განხუმულთა და ძესა კაცისასა, მარჯუენით ღმრთისა მდგომარესა“. 57 ხოლო მათ ჴმითა მაღლითა ღაღად-ყვეს და ჴელნი ყურთა შეისხნეს და მიჰმართეს ერთბამად მის ზედა. 58 და განიყვანეს გარეშე ქალაქსა და ქვასა დაჰკრებდეს, და მოწამენი იგი დასდებდეს სამოსელსა მათსა ფერჴთა თანა ჭაბუკისა ვისთამე, რომელსა ერქუა სავლე. 59 და ქვასა დაჰკრებდეს სტეფანეს, ხოლო იგი ილოცვიდა და იტყოდა: „უფალო იესუ ქრისტე, შეივედრე სული ჩემი“. 60 და დაიდგნა მუჴლნი და ჴმითა დიდითა თქუა: „უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას!“ და, ესე ვითარცა თქუა, დაიძინა.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

 

სახარებაჲ მათესი, მთ. 21:33-42 (დას. 87). მთ. XXI, 33-42. [დას. პზ(87)].

33 სხუაჲ იგავი ისმინეთ: † (ჰრქუა უფალმან იგავი ესე: †) კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარემოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა. 34 და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთაჲ, მიავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა. 35 და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსწყჳდნეს და რომელთამე ქვაჲ დაჰკრიბეს. 36 კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა, და მათცა ეგრეთვე უყვეს. 37 ხოლო უკუანაჲსკნელ მიუვლინა მათ ძე თჳსი და თქუა: „შე-ხოლოთუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა“. 38 ხოლო ქუეყანისმოქმედთა მათ ვითარცა იხილეს ძე იგი მისი, თქუეს გულსა მათსა: „ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი“. 39 და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე ვენაჴისა მის და მოკლეს. 40 რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი სავენაჴისაჲ მის, რაჲ-მე უყოს ქუეყანისმოქმედთა მათ?“ 41 ჰრქუეს მას: „ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა ქუეყანისმოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თჳსსა“. 42 ჰრქუა მათ იესუ: „არასადა აღმოგიკითხავსა წიგნთა შინა: «ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა; უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა»?“