26 დეკემბერი (8 იანვარი), მარტვილიიდან XXX, ქრისტესშობის შემდგომი კვირიაკე. ხმა V

ცისკარზესახარება VIII: ინ. XX, 11-18. [დას. ჲდ(64)]. სახარებაჲ იოანესი, ინ. 20:11-18 (დას. 64).

11 ხოლო † (მას ჟამსა შინა, †) მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა. და ვითარ ტიროდა, შთაჰხედა საფლავსა მას 12 და იხილნა ორნი ანგელოზნი სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისა იესუჲსი. 13 და ჰრქუეს მას ანგელოზთა მათ: „დედაკაცო, რაჲსა სტირ?“ ხოლო მან ჰრქუა მათ, რამეთუ: „აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი“. 14 ესე რაჲ თქუა, მიიქცა გარე და იხილა იესუ მდგომარე და არა უწყოდა, რამეთუ იესუ არს. 15 ჰრქუა მას იესუ: „დედაკაცო, რაჲსა სტირ? ვის ეძიებ?“ მას ეგონა, ვითარმედ მემტილე იგი არს, და ჰრქუა მას: „უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წამოვიღო იგი“. 16 ჰრქუა მას იესუ: „მარიამ“. მიიხილა მან გარე და ჰრქუა ებრაელებრ: „რაბბუნი!“ (რომელსა ჰრქჳან: «მოძღუარ»), [და მირბიოდა შემთხუევად მისა]*. 17 ჰრქუა მას იესუ: „ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა. წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: „აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა“. 18 მოვიდა მარიამ მაგდანელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი და ესრეთ ჰრქუა მას.

* სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

 

მართალთა მამათაჲ: გალ. I, 11-19. [დას. (200)]

<ძმანო, გაუწყებ თქუენ> სახარებასა მას, რომელი-იგი გეხარა ჩემ მიერ, რამეთუ არა არს კაცობრივ, და რამეთუ არცაღა მე კაცისა მიერ მოვიღე იგი გინა ვისწავე, არამედ გამოცხადებითა იესუ ქრისტესითა, რამეთუ გესმინა თქუენ ოდესმე სლვაჲ ჩემი ჰურიაებასა შინა, რამეთუ გარდარეულად ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა და ვტყუენევდი მათ. და წარვემატებოდე ჰურიაებასა შინა უფროჲს მრავალთა ჰასაკისა სწორთა ჩემთა ნათესავთა შინა ჩემთა, უმეტეს მოშურნე ვიყავ მამულთა ჩემთათჳს მოძღურებათა. ხოლო რაჟამს სათნო-იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა გამოცხადებად ძე მისი ჩემ შორის, რაჲთა ვახარო იგი წარმართთა შორის, მეყსეულად არა ვაუწყე იგი ჴორცითა და სისხლითა, არცა აღვედ იერუსალჱმდ მათდა, რომელნი-იგი იყვნეს უწინარეს ჩემსა მოციქულნი, არამედ მივედ არაბიად და კუალად მოვიქეც დამასკოდ. და მერმე, შემდგომად სამისა წლისა, აღვედ იერუსალჱმდ ხილვად (პეტრესა)* [პეტრესსა]**, და ვიყავ მის თანა ათხუთმეტ*** დღე. ხოლო სხუაჲ მოციქულთაგანი არავინ ვიხილე, გარნა იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქცია.

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქცია.

*** ეფრ. «ათოთხმეტ» (კიმენშიც და კომენტარშიც). პარალელს ვერ ვუძებნით.

 

მართალთა მამათაჲ: მთ. II, 13-23. [დას. (4)].

13 და ვითარცა განეშორნეს იგინი † (და ვითარცა განეშორნეს მოგუნი იგინი, †) აჰა, ანგელოზი უფლისაჲ გამოუჩნდა ჩუენებით იოსებს და ჰრქუა: „აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და ივლტოდე ეგჳპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ, რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის და წარწყმედად ეგე“. 14 ხოლო იგი აღდგა და წარიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი ღამე და წარვიდა ეგჳპტედ და იყო მუნ, ვიდრე აღსრულებადმდე ჰეროდესა. 15 რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: „ეგჳპტით უწოდე ძესა ჩემსა“. 16 მაშინ ვითარცა იხილა ჰეროდე, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, განრისხნა ფრიად და* წარავლინნა და მოსწყჳდა ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა, ორით წლითგანი და უდარესი, მსგავსად მის ჟამისა, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან. 17 მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: 18 „ჴმაჲ ჰრამაჲთ ისმა, გოდებისა და ტირილისა და ტყებისაჲ მრავალი; რაქელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა უნდა ნუგეშინისცემის, რამეთუ არა არიან“. 19 ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე აჰა, ანგელოზი უფლისაჲ გამოეცხადა ჩუენებით იოსებს ეგჳპტეს 20 და ჰრქუა: „აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და წარვედ ქუეყანად ისრაჱლისა, რამეთუ მოსწყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა“. 21 ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი და მოვიდა ქუეყანად ისრაჱლისა. 22 და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოს მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წილ, მამისა თჳსისა, შეეშინა მისლვად მუნ; და ბრძანებაჲ მოიღო ჩუენებით და წარვიდა კერძოთა გალილეაჲსათა. 23 და მივიდა და დაეშენა ქალაქსა შინა, რომელსა ჰრქჳან ნაზარეთ, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: „ნაზარეველ ეწოდოს“.

* სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

 

 

რიგისა: კოლ. III, 12-16. [დას. სნჱ(258)]

<ძმანო, შეიმოსეთ უკუე,> ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაჲ, შეწყნარებაჲ, სიტკბოებაჲ, სიმდაბლე, სიმშჳდე, სულგრძელებაჲ. თავს-იდებდით ურთიერთას და მიჰმადლებდით თავთა თჳსთა, უკუეთუ ვისმე აქუნდეს ვისთჳსმე ბრალი; ვითარცა-იგი ქრისტემან მიგმადლა თქუენ, ეგრეთცა თქუენ მიჰმადლეთ მათ. და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელი-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ, და მშჳდობაჲ იგი ღმრთისაჲ განმტკიცენინ გულთა შინა თქუენთა, რომლისა მიმართცა-იგი ჩინებულ ხართ ერთითა ჴორცითა, და მადლისმიმცემელ იყვენით. და სიტყუაჲ იგი ქრისტესი დამკჳდრებულ იყავნ თქუენ თანა მდიდრად ყოვლითა სიბრძნითა; ასწავებდით და ჰმოძღურიდით თავთა თქუენთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, მადლითურთ უგალობდით გულთა შინა თქუენთა უფალსა.

 

ლკ. XVIII, 35-43. [დას. ჟგ(93)].

35 და იყო, ვითარცა მიეახლნეს † (მას ჟამსა შინა, მიეახლა რაჲ იესუ †) იერიქოდ, ბრმაჲ ვინმე ჯდა გზასა ზედა მთხოველად. 36 ვითარცა ესმა, ვითარმედ ერი წარმოვალს, იკითხვიდა: „რაჲმე არს ესე?“ 37 უთხრეს მას, ვითარმედ: „იესუ ნაზარეველი წარმოვალს“. 38 და მან ღაღად-ყო და თქუა: „იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“ 39 ხოლო რომელნი წინაუძღოდეს, ჰრისხვიდეს მას, რაჲთა დადუმნეს. ხოლო იგი უფროჲს ღაღადებდა და იტყოდა: „იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“ 40 და დადგა იესუ და ბრძანა მოწოდებაჲ მისი. და ვითარცა მოეახლა იგი, ჰკითხა მას: 41 „რაჲ გნებავს, და გიყო შენ?“ ხოლო მან ჰრქუა: „უფალო, რაჲთა აღვიხილნე თუალნი“. 42 ხოლო იესუ ჰრქუა მას: „აღიხილენ! სარწმუნოებამან შენმან გაცხონა შენ“. 43 და მეყსეულად აღიხილნა და მისდევდა მას და ადიდებდა ღმერთსა. და ყოველმან ერმან იხილეს და აქებდეს ღმერთსა.