13(26) სექტემბერს: ენკენიისა და ჯვარის ამაღლების წინა შაბათის სამოციქულოთა და სახარებათა საკითხავნი:
ენკენიისა: ებრაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, III, 1-4. [დას. ტზ(307)]:
ებრ. III, 1 ვინაჲცა ძმანო † (ძმანო, †) წმიდანო, ჩინებისა მის ზეცათაჲსა ზიარნო, განიცადეთ მოციქული იგი და მღდელთმოძღუარი (აღსარებისა)* [აღსაარებისა]** ჩუენისაჲ, იესუ ქრისტე, 2 რომელი სარწმუნო არს შემოქმედისა თჳსისა, ვითარცა-იგი მოსეცა ყოველსა მას სახლსა მისსა, 3 რამეთუ უმრავლესსა დიდებასა ესე ღირს იყო უფროჲს მოსესსა, ვითარცა-იგი უფროჲსი პატივი აქუნ სახლისა მის მაშენებელსა მას მისსა, 4 რამეთუ ყოველი სახლი აღიშენის ვისგანმე; ხოლო რომელმან ყოველივე აღაშენა, ღმერთი არს.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
ენკენიისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XVI, 13-18. [დას. ჲზ(67)]:
მთ. XVI: 13 მო-რაჲ-ვიდა † (მას ჟამსა შინა მოვიდა †) იესუ ადგილთა მათ კესარია ფილიპესთა, ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: „რაჲ თქჳან ჩემთჳს კაცთა ძისა კაცისა ყოფად?“ 14 ხოლო მათ ჰრქუეს: „რომელთამე – იოვანე ნათლისმცემელი, რომელთამე – ელია, და სხუათა – იერემია გინა – ერთი წინაჲსწარმეტყუელთაგანი“. 15 ხოლო მან ჰრქუა მათ: „თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად?“ 16 მიუგო სიმონ-პეტრე და ჰრქუა მას: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ“. 17 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ ბარ-იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან. 18 და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.
ჯვარის ამაღლების წინა შაბათისა: კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, II, 6-9. [დას. რკვ(126)]:
1 კორ. II: 6 ხოლო † (ძმანო, †) სიბრძნესა ვიტყჳთ სრულთა მათ მიმართ; ხოლო სიბრძნესა არა ამის სოფლისასა, არცა მთავართა მათ სოფლისათა, რომელნი განქარვებად არიან, 7 არამედ ვიტყჳთ სიბრძნესა (ღმრთისასა, საიდუმლოდ)* [ღმრთისასა საიდუმლოდ,]** დაფარულსა მას, რომელი-იგი პირველადვე განაჩინა ღმერთმან უწინარეს საუკუნეთა სადიდებელად ჩუენდა, 8 რომელი-იგი არავინ მთავართაგანმან ამის სოფლისამან იცნა; რამეთუ უკუეთუმცა ეცნა, არამცა უფალი იგი დიდებისაჲ ჯუარს-ეცუა. 9 არამედ, ვითარცა წერილ-არს: „რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა“.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
ჯვარის ამაღლების წინა შაბათისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, X, 37-XI, 1. [დას. ლთ(39)]:
მთ. X: 37 † (ჰრქუა უფალმან: †) „რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს. 38 და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს. 39 რომელმან მოიპოვოს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოვოს იგი. 40 რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. 41 რომელმან შეიწყნაროს წინაჲსწარმეტყუელი სახელად წინაჲსწარმეტყუელისა, სასყიდელი წინაჲსწარმეტყუელისაჲ მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაჲ მიიღოს. 42 და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელი ერთი წყალი გრილი სახელად მოწფისა, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი“. XI: 1 და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ ბრძანებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა, წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სამოციქულოთა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.