14(27) სექტემბერს: ჯვარის ამაღლების დღესასწაულის საცისკრო, სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

14(27) სექტემბერს: ჯვარის ამაღლების დღესასწაულის საცისკრო, სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XII, 28-36. [დას. მბ(42)-შუა]:

ინ. XII: 28 † (ჰრქუა უფალმან: †) „მამაო, ადიდე სახელი შენი!“ მოიწია მისა ჴმაჲ ზეცით: „და ვადიდე და კუალადცა ვადიდო“. 29 ხოლო ერი იგი, რომელი დგა და ესმა, იტყოდეს, ვითარმედ: „ქუხილი იყო“. ხოლო სხუანი იტყოდეს: „ანგელოზი ეტყოდა მას“. 30 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: „არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს. 31 აწ არს საშჯელი ამის სოფლისაჲ; აწ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ განვარდეს გარე. 32 და მე, ოდეს ავმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა“. 33 ხოლო ამას რაჲ იტყოდა, აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ეგულებოდა სიკუდილად. 34 მიუგო მას ერმან მან და ჰრქუა: „ჩუენ გუასმიეს შჯულისაგან, ვითარმედ: ქრისტე უკუნისამდე ეგოს, და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ: «ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ»? ვინ არს ესე ძე კაცისაჲ?“ 35 ჰრქუა მათ იესუ: „მცირედჟამ ნათელი თქუენ თანა არს. ვიდოდეთ, ვიდრე ნათელი გაქუსღა, რაჲთა არა გეწიოს თქუენ ბნელი, რამეთუ რომელი ვალნ ბნელსა, არა უწყინ, ვიდრე ვალნ. 36(ა) ვიდრე ნათელი გაქუს, გრწმენინ ნათელი, რაჲთა ძე ნათლისა იყვნეთ“.

კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, I, 18-24. [დას. რკე(125)]:

1 კორ. I, 18 რამეთუ † (ძმანო, †) სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათთჳს სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს, 19 რამეთუ წერილ არს: „წარვწყმიდო სიბრძნე იგი ბრძენთაჲ, და მეცნიერებაჲ იგი მეცნიერთაჲ შეურაცხ-ვყო“. 20 სადა არს ბრძენი? სადა არს მწიგნობარი? სადა არს გამომეძიებელი იგი ამის სოფლისაჲ? ანუ არა (განაცოფა)* [განაცოფაა]** ღმერთმან სიბრძნე იგი ამის სოფლისაჲ? 21 რამეთუ ვინაჲთგან სიბრძნითა მით ღმრთისაჲთა ვერ იცნა სოფელმან (სიბრძნითა თჳსითა)* [სიბრძნისა მიერ]** ღმერთი, ჯერ-იჩინა ღმერთმან ქადაგებითა მით სისულელისაჲთა ცხორებაჲ მორწმუნეთაჲ მათ. 22 ვინაჲთგან ჰურიანიცა სასწაულსა ითხოვენ, და წარმართნი სიბრძნესა ეძიებენ. 23 ხოლო ჩუენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯუარცუმულსა: ჰურიათა სამე საცთურ, და წარმართთა სისულელე. 24 ხოლო მათვე (ჩინებულთა)* [წოდებულთა]**, ჰურიათა და წარმართთა ქრისტე ღმრთისა ძალ არს და ღმრთისა სიბრძნე...

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XIX, 6-11, 13-20, 25-28, 30-35. [დას. (60)]:

ინ. XIX, 6 და ვითარცა იხილეს იგი მღდელთმოძღუართა მათ და მსახურთა, ღაღად-ყვეს და თქუეს: „ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე!“ † (მას ჟამსა შინა, ზრახვა-ყვეს მღდელთმოძღუართა და მოხუცებულთა იესუს ზედა, რაჲთა მოკლან იგი. და მიიყვანეს იგი პილატესა და ჰრქუეს: „აღიღე, აღიღე და ჯუარს-აცუ ეგე!“ †) ჰრქუა მათ პილატე: „მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცუთ, რამეთუ მე მაგის თანა ბრალსა არარას ვჰპოვებ“. 7 მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: „ჩუენ შჯული გუაქუს, და შჯულისა ჩუენისაებრ თანა-აც სიკუდილი, რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო“. 8 ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე პილატეს, უფროჲს შეეშინა. 9 და შევიდა კუალად მუნვე ტაძრად და ჰრქუა იესუს: „ვინაჲ ხარ შენ?“ ხოლო იესუ სიტყუაჲ არა მიუგო მას. 10 ჰრქუა მას პილატე: „მე არას მეტყჳა? ანუ არა უწყია, რამეთუ ჴელმწიფებაჲ მაქუს ჯუარცუმად შენდა და ჴელმწიფებაჲ მაქუს განტევებად შენდა?“ 11 ჰრქუა მას იესუ: „არა გაქუს ჴელმწიფებაჲ ჩემი არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო“. <...> 13 ხოლო პილატეს, რაჲ ესმა სიტყუაჲ ესე, გამოიყვანა იესუ გარე და დაჯდა იგი საყდართა ზედა, ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან ქვაფენილ, ხოლო ებრაელებრ «კაპპათა». 14 და იყო პარასკევი პასექისაჲ, და ჟამი იყო მეექუსე. ჰრქუა პილატე ჰურიათა მათ: „აჰა მეუფე თქუენი!“ 15 ხოლო იგინი ღაღადებდეს და იტყოდეს: „აღიღე, აღიღე და ჯუარს-აცუ ეგე!“ ჰრქუა მათ პილატე: „მეუფე თქუენი მე ჯუარს-ვაცუაა?“ მიუგეს მღდელთმოძღუართა მათ და ჰრქუეს: „არა გჳვის ჩუენ მეუფე, გარნა კეისარი“. 16 მაშინ მისცა იგი მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას. ხოლო მათ წარიყვანეს იესუ. 17 და ეკიდა თჳთ ჯუარი თჳსი და განვიდა ადგილსა მას თხემისასა, რომელსა ჰრქჳან ებრაელებრ «გოლგოთა». 18 და მუნ ჯუარს-აცუეს იგი, და მის თანა სხუანი ორნიამიერ და იმიერდა შორის იესუ. 19 და დაწერა პილატე ფიცარი და დადვა ჯუარსა მას ზედა. და იყო წერილი ესრეთ: იესუ ნაზარეველი, მეუფე ჰურიათაჲ. 20 ესე ფიცარი მრავალთა ჰურიათა აღმოიკითხეს, რამეთუ მახლობელ იყო ქალაქსა ადგილი იგი, სადა ჯუარს-აცუეს იესუ. და იყო წერილი ებრაელებრ და ჰრომაელებრ და ბერძლ. <...> 25 ხოლო დგეს ჯუარსა მას თანა იესუჲსსა დედაჲ მისი და დაჲ დედისა მისისაჲ, მარიამ კლეოპაჲსი, და მარიამ მაგდანელი. 26 ხოლო იესუ, ვითარცა იხილა დედაჲ თჳსი და მოწაფე იგი, რომელი უყუარდა, წინაშე მდგომარენი, ჰრქუა დედასა თჳსსა: „დედაკაცო აჰა, ძე შენი!“ 27 და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: „აჰა დედაჲ შენი!“ და მიერითგან წარიყვანა იგი მოწაფემან მან თჳსთა თანა. 28 ამისა შემდგომად იხილა იესუ, რამეთუ ყოველივე აღსრულებულ არს. <...> 30 და მიიდრიკა თავი და განუტევა სული. 31 ხოლო ჰურიათა მათ, რამეთუ პარასკევი იყო, რაჲთა არა დაადგრეს გუამი მისი ჯუარსა ზედა შაბათამდე, რამეთუ იყო დიდ დღე იგი შაბათისაჲ მის, ჰკითხეს პილატეს, რაჲთა წჳვნი მათნი განუტეხნენ და გარდამოიხუნენ. 32 მოვიდეს ერისაგანნი იგი და პირველისანი მის განუტეხნეს წჳვნი, და ერთისაჲ მის ეგრეთვე, რომელნი ჯუარცუმულ-იყვნეს მის თანა. 33 ხოლო მო-რაჲ-ვიდეს იესუჲსა და იხილეს იგი, რამეთუ მომკუდარ იყო, არა განუტეხნეს წჳვნი მისნი, 34 არამედ ერთმან ერისაგანმან ლახურითა უგუმირა გუერდსა მისსა, და მეყსეულად გარდამოჴდა სისხლი და წყალი. 35 და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.