მარტვილიიდან XVII შვიდეულის დასაწყისის/ორშაბათის [2020 წელს: 15(28) სექტემბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XVII შვიდეულის დასაწყისის/ორშაბათის [2020 წელს: 15(28) სექტემბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

ეფესელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, I, 22-II, 3. [დას. სით(219)]:

ეფეს. I: 22 და † (ძმანო, ღმერთმან და მამამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესმან †) ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერჴთა მისთა და იგი მოსცა (მთავრობად)* [თავად]** ზეშთა ყოველთა ეკლესიასა, 23 რომელი-იგი არს გუამი მისი, აღსავსებაჲ (იგი, რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო)* [ყოვლისავე ყოველსა შინა აღმავსებელისაჲ]**. II: 1 და თქუენცა, რომელნი-ეგე მკუდარ იყვენით ბრალითა და ცოდვითა თქუენითა, 2 რომელთა შინა ოდესმე ხჳდოდეთ, მსგავსად ჟამთა მათ ამის სოფლისათა, მთავრისა მისებრ ჴელმწიფებისა ჰაერისა(,)* სულისა, რომელი-იგი აწ იქმს ნაშობთა მათ შორის ურჩებისათა, 3 რომელთა შინა და ჩუენცა ყოველნი ვიქცეოდეთ ოდესმე გულისთქუმათა შინა ჴორცთა ჩუენთასა, ვჰყოფდით ნებასა ჴორცთა და გონებათასა და ვიყვენით ბუნებით შვილნი რისხვისანი, ვითარცა-იგი სხუანი.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, X, 46-52. [დას. მჱ(48)]:

მკ. X: 46 და მოვიდეს იერიქოდ. და ვითარცა † (მას ჟამსა შინა †) გამოვიდოდა იესუ და მოწაფენი მისნი იერიქოჲთ და ერი მრავალი მათ თანა, ძე ტიმესიბარტიმეოს, ბრმაჲ, ჯდა გზასა თანა მთხოველად. 47 და ესმა რაჲ, რამეთუ იესუ ნაზარეველი არს, იწყო ღაღადებად და სიტყუად: „იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“ 48 და ჰრისხვიდეს მას მრავალნი, რაჲთა დადუმნეს, ხოლო იგი უფროჲს ღაღადებდა: „ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“ 49 დადგა იესუ და ბრძანა მოწოდებაჲ მისი. და მოუწოდეს ბრმასა მას და ეტყოდეს: „ნუ გეშინინ, აღდეგ, გიწესს შენ“. 50 ხოლო მან დააბნია სამოსელი თჳსი და აღდგა და მოვიდა მისა. 51 მიუგო და ჰრქუა მას იესუ: „რაჲ გნებავს, და გიყო შენ?“ ხოლო ბრმამან მან ჰრქუა მას: „რაბი, რაჲთა აღვიხილნე თუალნი ჩემნი“. 52 ხოლო იესუ ჰრქუა მას: „გუალე, ვიდოდე, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ“. და მეყსეულად აღიხილნა და მისდევდა მას გზასა ზედა.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.