მარტვილიიდან XVII შვიდეულის სამშაბათის [2020 წელს: 16(29) სექტემბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XVII შვიდეულის სამშაბათის [2020 წელს: 16(29) სექტემბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

ეფესელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, II, 19-III, 7. [დას. სკბ(222)]:

ეფეს. II: 19 ამიერითგან უკუე † (ძმანო, †) არღარა ხართ უცხო და მწირ, არამედ თანამოქალაქე წმიდათა და სახლეულ ღმრთისა, 20 აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინაჲსწარმეტყუელთასა, რომლისა თავსაკიდურთა მისთა არს თჳთ ქრისტე იესუ, 21 რომლითა ყოველი შენებული, შენაწევრებული, ორძის ტაძრად წმიდად უფლისა მიერ, 22 რომელსა ზედა თქუენცა თანააღშენებულ ხართ სამკჳდრებელად ღმრთისა სულითა. III, 1 ამისთჳს მე, პავლე, კრული ქრისტე იესუჲსი, თქუენ წარმართთათჳს. 2 უკუეთუ გასმიეს (მოღუაწებაჲ)* [განგებულებაჲ]** იგი მადლისა ღმრთისაჲ, რომელ მოცემულ არს ჩემდა თქუენდა მიმართ, 3 რამეთუ გამოცხადებით მეუწყა მე საიდუმლოჲ იგი, ვითარცა-იგი უწინარეს მივწერე თქუენდა მცირედრე, 4 რომლითა შემძლებელ ხართ, აღმოიკითხოთ რაჲ, ცნობად გულისხმისყოფისა მის ჩემისა საიდუმლოჲთა მით ქრისტესითა, 5 რომელი ნათესავსა სხუასა არა გამოეცხადა ძეთა კაცთასა, ვითარ-ესე აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთა სულითა წმიდითა, 6 რაჲთა იყვნენ წარმართნი თანამკჳდრ და თანაჴორც და თანამყოფ აღთქუმისა მის ღმრთისა ქრისტეს მიერ სახარებითა მით, 7 რომლისა ვიქმენ მე მსახურ ნიჭისა მისებრ მადლისა ღმრთისა, მოცემულისა ჩემდა შეწევნისაებრ ძალისა მისისა.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, XI, 11-23. [დას. (50)]:

მკ. XI: 11 და † (მას ჟამსა შინა †) შევიდა იესუ იერუსალჱმდ დატაძარსა მას, და მიმოხედვიდა ყოველსა, რამეთუ მწუხრი იყო ჟამი იგი, და განვიდა ბეთანიად ათორმეტთა თანა. 12 და ხვალისაგან, ვითარ გამოვიდეს იგინი ბეთანიაჲთ, შეემშია. 13 და იხილა ლეღჳ ერთი შორით, რომელსა ესხა ფურცელი, და მოვიდა, უკუეთუმცა რაჲმე პოვა მას შინა. და მოვიდა რაჲ მისა, არარაჲ პოვა, გარნა ფურცელი ხოლო, რამეთუ არა იყო ჟამი ლეღჳსაჲ. 14 და ჰრქუა მას: „ნუღარამცა ვინ ჭამს უკუნისამდე შენგან ნაყოფსა!“ და ესმოდა ესე მოწაფეთა მისთა. 15 და მოვიდეს იერუსალჱმდ, და შევიდა იესუ ტაძარსა მას და იწყო გამოსხმად განმსყიდელთა მათ და მომსყიდელთა მიერ-ტაძრით; და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ და დასასხდომელები იგი მსყიდელთაჲ მათ ტრედისათაჲ დაუმჴუა. 16 და არა უტევებდა, რაჲთა გან-ვინმე-იღოს ჭურჭელი მიერ ტაძრით. 17 და ასწავებდა და ეტყოდა, ვითარმედ: „წერილ არს: «სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს ყოველთა მიერ წარმართთა», ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა“. 18 და ესმა ესე მღდელთმოძღუართა მათ და მწიგნობართა და ეძიებდეს, ვითარმცა წარწყმიდეს იგი; და ეშინოდა მისა, რამეთუ ყოველი ერი განკჳრვებულ იყო მოძღურებასა მას მისსა. 19 და ვითარცა იყო მწუხრი, განვიდოდა გარეშე ქალაქსა. 20 და ვითარცა თანაწარჰვიდოდეს განთიად, იხილეს ლეღჳ იგი განჴმელი ძირითგან. 21 და მოეჴსენა პეტრეს და ჰრქუა მას: „რაბი აჰა, ლეღჳ იგი, რომელსა სწყევე, განჴმა“. 22 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: 23 „გაქუნდინ სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ! ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: რომელმან ჰრქუას მთასა ამას: «აღიფხუარ და შთავარდი ზღუადდა არა შეორგულდეს გულსა თჳსსა, არამედ ჰრწმენეს, რამეთუ, რომელი თქუას, იქმნეს, და იყოს ეგრეთ...“

† † † † † † †

შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.