მარტვილიიდან XVII შვიდეულის ოთხშაბათის [2020 წელს: 17(30) სექტემბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XVII შვიდეულის ოთხშაბათის [2020 წელს: 17(30) სექტემბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

ეფესელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, III, 8-21. [დას. სკგ(223)]:

ეფეს. III: 8 † (ძმანო, †) მე, უმრწემესსა ამას ყოველთა წმიდათასა, მომეცა მადლი ესე წარმართთა შორის ხარებად გამოუკულეველი იგი სიმდიდრე ქრისტესი 9 და განათლებად ყოველთა, რაჲ-იგი არს განგებულებაჲ იგი საიდუმლოჲსაჲ მის დაფარულისაჲ საუკუნითგან ღმრთისა თანა, რომელმან ყოველივე დაჰბადა (იესუ ქრისტეს მიერ)*, 10 რაჲთა ეუწყოს აწ მთავრობათა მათ და ჴელმწიფებათა ზეცისათა ეკლესიისაგან მრავალფერი იგი სიბრძნე ღმრთისაჲ 11 გულსმოდგინებისაებრ საუკუნეთაჲსა, რომელი-იგი ქმნა ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, 12 (რომლითა)* [რომლისა მიერ]** მაქუს ჩუენ (განცხადებულებაჲ)* [კადნიერებაჲ]** და მოსლვაჲ (სასოებით)* [მინდობით]** სარწმუნოებითა მისითა. 13 ამისთჳს ვითხოვ, რაჲთა არა გეწყინებოდის ჭირთა შინა ჩემთა თქუენთჳს, რომელი-იგი არს დიდებაჲ თქუენდა. 14 ამის ჯერისათჳს მოვიდრეკ მუჴლთა ჩემთა (მამისსა)* [მამისა]** მიმართ, 15 რომლისაგან ყოველნი (ნათესავნი)* [მამობანი]** ცათა შინა და ქუეყანასა ზედა (სახელდებულ არიან)* [სახელ-იდებიან]**, 16 რაჲთა მოგცეს თქუენ სიმდიდრისაებრ დიდებისა მისისა, ძალითა განმტკიცებად სულისა მიერ მისისა შინაგანსა კაცსა, 17 დამკჳდრებად ქრისტე სარწმუნოებითა გულთა შინა თქუენთა, 18 სიყუარულითა დამტკიცებულნი და დაფუძნებულნი, რაჲთა შეუძლოთ (წარწევნად) [მიწთომად]** ყოველთა თანა წმიდათა, რაჲ-იგი არს სივრცე და სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე, 19 ცნობად გარდარეული იგი მეცნიერებისა სიყუარული ქრისტესი, რაჲთა აღივსნეთ თქუენ ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა. 20 ხოლო (რომელი-იგი შემძლებელ არს უფროჲს)* [შემძლებელსა ზეშთა]** ყოვლისა ყოფად [უფროჲს და]** უმეტეს [მისსა]**, რომელსა-იგი ვითხოვთ (გინათუ ვსცნობთ)* [ანუ მოვიგონებთ]** ძალისა მისებრ შეწევნისა ჩუენ შორის, 21 (მისა)* [მისსა]** დიდებაჲ ეკლესიასა შინა ქრისტე იესუჲს მიერ ყოველთა ნათესავთა მიმართ საუკუნეთა უკუნისამდე. ამენ.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, XI, 23-26. [დას. ნა(51)]:

მკ. XI: 23 † (ჰრქუა უფალმან: †) „გაქუნდინ სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ! ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: რომელმან ჰრქუას მთასა ამას: «აღიფხუარ და შთავარდი ზღუადდა არა შეორგულდეს გულსა თჳსსა, არამედ ჰრწმენეს, რამეთუ, რომელი თქუას, იქმნეს, და იყოს ეგრეთ. 24 ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველსა, რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენინ, რამეთუ მოიღოთ, და გეყოს თქუენ. 25 და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაჲმე ბოროტი ვისთჳსმე, რაჲთა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი. 26 ხოლო უკუეთუ თქუენ არა მიუტევნეთ, არცა მამამან თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი“.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.