მარტვილიიდან XVII შვიდეულის ხუთშაბათის [2020 წელს: 18 სექტემბრის (1 ოქტომბრის)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XVII შვიდეულის ხუთშაბათის [2020 წელს: 18 სექტემბრის (1 ოქტომბრის)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

ეფესელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IV, 14-19. [დას. სკე(225)]:

ეფეს. IV: 14 † (ძმანო, †) რაჲთა არღარა ვიყვნეთ ყრმა ჩჩჳლ, ღელვააღტეხილ და მიმოტაცებულ ყოველსა მას ქარსა მოძღუ­რებისასა სივერაგითა კაცთაჲთა და ზაკულებითა მანქანებისა მის მიმართ საცთურებისა, 15 არამედ ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყუარულსა ზედა და აღვაორძინებდეთ მისსა მიმართ ყოველსა, რომელ არს თავ მისა ქრისტე, 16 რომლისაგან ყოველი გუამი შენაწევრებულ და შემტკიცებულ არს ყოვლითა შეახლებითა უხუებისაჲთა შეწევნისაებრ საზომისა თითოეულისა ასოჲსა; სიორძილსა* მას გუამისასა ჰყოფდით აღსაშენებელად თავისა თქუენისა სიყუარულით. 17 ამას უკუე ვიტყჳ და ვწამებ უფლისა მიერ, რაჲთა ნუღარამცა ხუალთ, ვითარცა სხუანი იგი წარმართნი ვლენან ამაოებითა გონებისა მათისაჲთა, 18 დაბნელებულნი გულითა, უცხოქმნულნი ცხორებისაგან ღმრთისა, უმეცრებითა მით, რომელ არს მათ თანა სიბრმითა გულისა მათისაჲთა, 19 რომელთა წარიწირნეს თავნი მათნი და მისცნეს ბილწებასა საქმედ არაწმიდებისა ყოვლისა ანგაჰრებისა.

* ზრდა, გაზრდა...

სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, მკ. XI, 27-33. [დას. ნბ(52)]:

მკ. XI: 27 და მოვიდეს კუალად † (მას ჟამსა შინა მოვიდა იესუ †) იერუსალჱმდ. და ვითარცა იქცეოდა იგი ტაძარსა მას შინა, მოვიდეს მისა მღდელთმოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი. 28 და ეტყოდეს მას: „რომლითა ჴელმწიფებითა იქმ ამას, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე, რაჲთა ამას იქმოდი?“ 29 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: „გკითხო მეცა თქუენ სიტყუაჲ ერთი, და თქუენ მომიგეთ მე, და მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას: 30 ნათლისცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან? მითხართ მე“. 31 ხოლო იგინი განიზრახვიდეს თჳსაგან და იტყოდეს: „უკუეთუ ვთქუათ: «ზეცით იყო», გურქუას ჩუენ: «რაჲსათჳს უკუე არა გრწმენა მისი?» 32 და უკუეთუ ვთქუათ: «კაცთაგან», გუეშინის ერისა ამის“ (რამეთუ ყოველთა იცოდეს იოვანე, ვითარმედ ჭეშმარიტად წინაჲსწარმეტყუელი იყო). 33 და მიუგეს და ჰრქუეს მათ იესუს: „არა ვიცით“. და მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: „არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ“.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.