მარტვილიიდან XVII შვიდეულის პარასკევის [2020 წელს: 19 სექტემბრის (2 ოქტომბრის)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
ეფესელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IV, 17-25. [დას. სკვ(226)]:
ეფეს. IV: 17 † (ძმანო, †) ამას უკუე ვიტყჳ და ვწამებ უფლისა მიერ, რაჲთა ნუღარამცა ხუალთ, ვითარცა სხუანი იგი წარმართნი ვლენან ამაოებითა გონებისა მათისაჲთა, 18 დაბნელებულნი გულითა, უცხოქმნულნი ცხორებისაგან ღმრთისა, უმეცრებითა მით, რომელ არს მათ თანა სიბრმითა გულისა მათისაჲთა, 19 რომელთა წარიწირნეს თავნი მათნი და მისცნეს ბილწებასა საქმედ არაწმიდებისა ყოვლისა ანგაჰრებისა. 20 ხოლო თქუენ არა ეგრეთ გისწავიეს ქრისტე. 21 უკუეთუ გასმიეს იგი და მისსა მიმართ გისწავიეს, ვითარცა-იგი არს ჭეშმარიტებაჲ იესუჲს თანა, 22 განიშორეთ თქუენგან პირველისა მისებრ სლვისა თქუენისა ძუელი იგი კაცი, განხრწნილი გულისთქუმისა მისებრ საცთურისა, 23 და განახლდებოდეთ თქუენ სულითა მით გონებისა თქუენისაჲთა, 24 და შეიმოსეთ ახალი იგი კაცი, ღმრთისა მიერ დაბადებული სიმართლითა და სიწმიდითა ჭეშმარიტებისაჲთა. 25(ა) ამისთჳს განიშორეთ ტყუვილი, იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცად-კაცადი მოყუსისა თჳსისა თანა.
სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, მკ. XII, 1-12. [დას. ნგ(53)]:
მკ. XII: 1 და იწყო იგავით მათა სიტყუად: † (ჰრქუა უფალმან იგავი ესე: †) „კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარემოსდვა და ქმნა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი, და მისცა იგი ქუეყანისმოქმედთა და წარვიდა. 2 და მიავლინა ქუეყანისმოქმედთა მათ მიმართ ჟამსა ნაყოფისასა მონაჲ, რაჲთა მოიღოს ნაყოფი ვენაჴისაჲ მის. 3 ხოლო მათ შეიპყრეს და გუემეს იგი და წარავლინეს ცალიერი. 4 მერმე კუალად წარავლინა სხუაჲ მონაჲ. და მასცა კუალად გამო-ვე-ეწყვნეს, გუემეს და წარავლინეს გინებული. 5 და კუალად სხუაჲ მიავლინა, და იგიცა მოკლეს; და სხუანი მრავალნი – რომელთამე სტანჯვიდეს და რომელთამე მოჰკლვიდეს. 6 უკუანაჲსკნელ, ერთი ძე ესუა საყუარელი თჳსი, მიავლინა მათა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „შეიკდიმონ ძისა ჩემისათჳს“. 7 ხოლო ქუეყანისმოქმედთა მათ თქუეს ურთიერთას: „ესე არს მკჳდრი მისი, მოვედით და მოვკლათ იგი, და ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი ესე“. 8 და შეიპყრეს იგი და მოკლეს და გამოაგდეს იგი მიერ სავენაჴით. 9 აწ რაჲ უყოს მათ უფალმან მის ვენაჴისამან? მოვიდეს და მოსრნეს ქუეყანისმოქმედნი იგი და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა. 10 არცაღა ესე წიგნი აღმოგიკითხავსა: «ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა; 11 უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა»? 12 და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა ერისა მისგან, რამეთუ ცნეს, ვითარმედ მათთჳს თქუა იგავი იგი. და დაუტევეს იგი და წარვიდეს.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.