20 სექტემბერს (3 ოქტომბერს): ჯვარის ამაღლების შემდგომი შაბათისა და მარტვილიიდან XVII შვიდეულის შაბათის სამოციქულოთა და სახარებათა საკითხავნი:
კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, I, 26-29. [დას. რკე(125)-შუა]:
1 კორ. I: 26 რამეთუ † (ძმანო, †) (იხილეთღა ჩინებულებაჲ ეგე თქუენი, ძმანო:)* [ხედევდით წოდებასა თქუენსა, ძმანო, ვითარმედ]** არა მრავალნი ბრძენ არიან ჴორციელად, არა მრავალნი ძლიერ არიან, არა მრავალნი აზნაურ არიან, 27 არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ბრძენთა, და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ძლიერთა, 28 და უაზნონი*** იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩინა ღმერთმან და არაარსნი იგი, რაჲთა არსნი იგი განაქარვნეს; 29 რაჲთა არა იქადოს ყოველმან ჴორციელმან წინაშე ღმრთისა.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** «უაზნო» – (ადამიანებისადმი) უგვაროვნო, დაბალი სოციალური ფენისა, მდაბიო; (საგნებისადმი, რისი მნიშვნელობაც მას ამ მუხლში აქვს) მდარე, შეურაცხი, უპატიო (ბერძნ. τὰ ἀγενῆ).
სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, VIII, 21-30. [დას. ლ(30)]:
ინ. VIII: 21 მერმე ჰრქუა მათ იესუ: † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „მე წარვალ და მეძიებდეთ მე და არა მპოვოთ, და ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყდეთ. და ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად“. 22 იტყოდეს ურთიერთას ჰურიანი იგი: „ნუუკუე მოიკლავს თავსა თჳსსა, რამეთუ იტყჳს: «ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად»?“ 23 და ეტყოდა მათ იესუ: „თქუენ ქუეყანისაგანნი ხართ, ხოლო მე ზეცისაგანი ვარ; თქუენ ამის სოფლისაგანნი ხართ, ხოლო მე არა ამის სოფლისაგანი ვარ. 24 გარქუ თქუენ, ვითარმედ: მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა; უკუეთუ არა გრწმენეს ჩემი, რამეთუ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა“. 25 ეტყოდეს მას: „და შენ ვინ ხარ?“ ჰრქუა მათ იესუ: „პირველად, რამეთუ მე გეტყჳ თქუენ: 26 მრავალი მაქუს თქუენდა სიტყუად და განკითხვად; არამედ რომელმან მომავლინა მე, ჭეშმარიტ არს, და რაჲ-იგი მესმა მისგან, მას ვიტყჳ სოფელსა ამას შინა“. 27 ხოლო მათ არა ცნეს, რამეთუ მამასა თჳსსა უთხრობდა მათ. 28 მერმე ჰრქუა მათ იესუ: „ოდეს აღამაღლოთ ძე კაცისაჲ, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არას ვიქმ, არამედ, ვითარცა მასწავა მე მამამან, მასცა ვიტყჳ. 29 და რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს; არა დამიტევა მე მარტოჲ მამამან, რამეთუ მე სათნოებასა მისსა ვიქმ მარადის“. 30 ამას რაჲ ეტყოდა, ჰრწმენა მრავალთა მისი.
კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XIV, 20-25. [დას. რნვ(156)]:
1 კორ. XIV: 20 ძმანო, † (ძმანო, †) ნუ ყრმა იქმნებით გონებითა, არამედ ბოროტისათჳს ყრმა იყვენით, ხოლო გონებითა სრულ იყვენით, 21 რამეთუ შჯულსა წერილ არს, ვითარმედ: „უცხოჲთა ენითა და ბაგითა უცხოჲთა ვეტყოდი ერსა ამას, და არცაღა ესრეთ ისმინონ ჩემი“, – იტყჳს უფალი. 22 ამისთჳსცა ენანი სასწაულად არიან არა მორწმუნეთათჳს, არამედ ურწმუნოთათჳს; ხოლო წანაჲსწარმეტყუელებაჲ არა ურწმუნოთათჳს, არამედ მორწმუნეთათჳს. 23 (აწ,)* [აწ]** უკუეთუ შეკრბეს ყოველი კრებული ერთბამად, და ყოველნი ენათა იტყოდიან, და შევიდენ ვინმე ურწმუნონი გინა უცებნი, არა-მე თქუანა, ვითარმედ: „სცთებით“ გინათუ („ჰბორგთ?“) [„ჰბორგთ“?] 24 ხოლო უკუეთუ ყოველნი წანაჲსწარმეტყუელებდენ, და შე-ვინმე-ვიდეს ურწმუნოჲ გინა უცები, ემხილოს ყოველთა მიერ, განიკითხოს ყოველთა მიერ. 25 და ესრეთ დაფარულნი გულისა მისისანი განცხადნენ, და ესრეთ დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და თაყუანის-სცეს ღმერთსა და აღიაროს, ვითარმედ ნანდჳლვე ღმერთი თქუენ შორის არს.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXV, 1-13. [დას. რდ(104)]:
მთ. XXV: 1 მაშინ ემსგავსოს † (ჰრქუა უფალმან იგავი ესე: „ემსგავსა †) სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თჳსნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. 2 ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნეს ბრძენნი, და ხუთნი – სულელნი. 3 მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი. 4 ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა, ლამპართა მათთა თანა. 5 და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. 6 ხოლო შუვაღამეს ოდენ ღაღადებაჲ იყო, ვითარმედ: „აჰა-ესერა, სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა!“ 7 მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს ლამპარნი მათნი. 8 ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: „მეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ ლამპარნი ჩუენნი დაშრტებიან“. 9 მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: „ნუუკუე ვერ კმა-გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ უფროჲსღა წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა თქუენისა“. 10 და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას; და დაეჴშა კარი. 11 შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: „უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ“. 12 ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: „ამენ გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ“. 13 იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაჲ მოვიდეს...“
† † † † † † †
შენიშვნა 1: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.