მარტვილიიდან XVII კვირიაკის [2020 წელს: 21 სექტემბრის (4 ოქტომბრის)] საცისკრო, სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
სახარება VI: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, XXIV, 36-53. [დას. რიდ(114)]:
ლკ. XXIV: 36 და ვითარ იგინი ამას იტყოდეს ოდენ, და თავადი იესუ დადგა შორის მათსა † (მას ჟამსა შინა აღდგა იესუ მკუდრეთით და დადგა შორის მოწაფეთა თჳსთა †) და ჰრქუა მათ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ 37 ხოლო იგინი შეძრწუნდეს და შეეშინა; ეგონა, ვითარმედ სული რაჲმე იხილეს. 38 და თავადმან ჰრქუა მათ: „რაჲსა შეძრწუნებულ ხართ, და რაჲსათჳს გულისსიტყუანი მრავალნი მოვლენან გულთა თქუენთა? 39 იხილენით ჴელნი ჩემნი და ფერჴნი, რამეთუ თავადი მე ვარ; ჴელი შემახეთ მე და იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარცა-ესე მე მხედავთ, რამეთუ მასხენ“. 40 და ესე რაჲ თქუა, უჩუენნა მათ ჴელნი და ფერჴნი მისნი. 41 და ვიდრე-იგი არღა ჰრწმენა მათ სიხარულისა მისგან და საკჳრველებისა, ჰრქუა მათ იესუ: „გაქუს რაჲა აქა ჭამადი?“ 42 ხოლო მათ მიუპყრეს მას თევზისა მწურისა ნახევარი და თაფლისაგან გოლი. 43 და ჭამა წინაშე მათსა და მოიღო ნეშტი იგი და მისცა მათ 44 და ჰრქუა: „ესე იგი სიტყუანი არიან, რომელთა გეტყოდე თქუენ, ვიდრე-იგი ვიყავღა თქუენ თანა, ვითარმედ: ჯერ-არს აღსრულებად ყოველი წერილი შჯულსა მოსესსა და წინაჲსწარმეტყუელთასა და ფსალმუნთა ჩემთჳს“. 45 მაშინ განუხუნა გონებანი მათნი გულისხმისყოფად წიგნთა. 46 და ჰრქუა მათ, რამეთუ: „ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და აღდგომად მკუდრეთით მესამესა დღესა, 47 და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ ყოველთა მიმართ წარმართთა, იწყეთ იერუსალჱმით, 48 რამეთუ თქუენ ხართ მოწამე ამის ყოვლისა. 49 და, აჰა-ესერა, მე მოგივლინო თქუენ აღთქუმაჲ იგი მამისა ჩემისაჲ. ხოლო თქუენ დასხედით ქალაქსა ამას შინა იერუსალჱმსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით“. 50 და განიყვანნა იგინი გარე ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და აკურთხნა იგინი. 51 და იყო, კურთხევასა მას იესუჲსსა მათა მიმართ განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად. 52 და იგინი თაყუანის-სცემდეს მას და მოიქცეს იერუსალჱმდ სიხარულითა დიდითა. 53 და იყოფოდეს ტაძარსა მას შინა მარადის, აქებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა. ამენ.
კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VI, 16-VII, 1. [დას. რპბ(182)-შუა]:
2 კორ. VI: 16 ანუ რაჲ სწორებაჲ არს ტაძრისა ღმრთისა კერპთა თანა? რამეთუ † (ძმანო, †) თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ, ვითარცა თქუა ღმერთმან: „დავიმკჳდრო და ვიქცეოდი მათ შორის, და ვიყო მე მათდა ღმერთ, და იგინი იყვნენ ჩემდა ერად“. 17 „ამისთჳს გამოვედით შორის მათსა და გამოეშორენით, – იტყჳს უფალი. – და არაწმიდასა ნუ შეეხებით, და მე შეგიწყნარნე თქუენ“. 18 „და ვიყო მე თქუენდა მამა, და თქუენ იყვნეთ ჩემდა ძეებ და ასულებ, – იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი“. VII: 1 ესე რაჲ უკუე გუქონან აღთქუმანი, საყუარელნო, განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა და აღვასრულებდეთ სიწმიდესა შიშითა ღმრთისაჲთა.
სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XV, 21-28. [დას. ჲბ(62)] [ქანანელ დედაკაცზე]:
მთ. XV: 21 და წარვიდა მიერ იესუ და მივიდა † (მას ჟამსა შინა შევიდა იესუ †) ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა. 22 და, აჰა-ესერა, დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: „შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს“. 23 ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ. და მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: „განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ“. 24 ჰრქუა მათ იესუ: „არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა“. 25 ხოლო იგი მოუჴდა და თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: „უფალო, შემიწყალე მე!“ 26 ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: „არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა“. 27 ხოლო მან ჰრქუა: „ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა“. 28 მაშინ მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს!“ და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.