მარტვილიიდან XVIII შვიდეულის დასაწყისის (ორშაბათის) [2020 წელს: 22 სექტემბრის (5 ოქტომბრის)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XVIII შვიდეულის დასაწყისის (ორშაბათის) [2020 წელს: 22 სექტემბრის (5 ოქტომბრის)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

ეფესელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IV, 25-32. [დას. სკზ(227)]:

ეფეს. IV: 25 ამისთჳს † (ძმანო, †) განიშორეთ ტყუვილი, იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცად-კაცადი მოყუსისა თჳსისა თანა, რამეთუ ვართ ურთიერთას ასოებ. „(გული გიწყრებოდენ,)* [განრისხნებოდეთ]** და ნუ სცოდავთ“; მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა; ნუცა სცემთ ადგილ ეშმაკსა. მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ უფროჲსღა შურებოდენ და იქმოდენ კეთილსა თჳსითა ჴელითა, რაჲთა აქუნდეს მიცემად, ვის-იგი უჴმდეს. ყოველი სიტყუაჲ დამპალი*** პირით თქუენით ნუ გამოვალნ, არამედ რაჲ-იგი იყოს კეთილ აღსაშენებელად საჴმრისა მის, რაჲთა მისცეს მადლი მსმენელთა მათ. და ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომლითაცა-იგი აღიბეჭდენით დღედ გამოჴსნისა. ყოველი სიმწარე და [გულისწყრომაჲ და]** რისხვაჲ (და გულისწყრომაჲ)* და ღაღადებაჲ და გმობაჲ მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით. იყვენით ურთიერთას ტკბილ, მოწყალე, მიმმადლებელ თავთა თჳსთა, ვითარცა-იგი ღმერთმან ქრისტეს მიერ მოგუმადლა ჩუენ.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** ABCLect: «უშუერი»...

სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, III, 19-22. [დას. (10)]:

ლკ. III: 19 ხოლო † (მას ჟამსა შინა, †) ჰეროდე, ოთხთა სამთავროთა მთავარმან, რამეთუ ამხილებდა მას ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა მისისა, და ყოვლისა მისთჳს, რომელი ქმნა ბოროტი ჰეროდე, 20 შესძინა ესეცა მას ყოველსა ზედა და შეაყენა იოვანე საპყრობილესა. 21 და იყო, ნათლისღებასა მას ყოვლისა ერისასა, და იესუცა ნათელ-იღო და ილოცვიდა, და განეხუნეს ცანი 22 და გარდამოჴდა სული წმიდაჲ ჴორციელითა ხილვითა, ვითარცა ტრედი მის ზედა; და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: „შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ“.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.