მარტვილიიდან XVIII შვიდეულის სამშაბათის [2020 წელს: 23 სექტემბრის (6 ოქტომბრის)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
ეფესელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, V, 20-26. [დას. სლ(230)]:
ეფეს. V: 20 † (ძმანო, ვითარცა †) ჰმადლობდით მარადის ყოველთათჳს სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა ღმერთსა და მამასა. 21 დაემორჩილენით ურთიერთას შიშითა ქრისტესითა. 22 ცოლნი თჳსთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა, 23 რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისაჲ; 24 არამედ ვითარცა ეკლესიაჲ დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეთცა ცოლნი – თჳსთა ქმართა (ყოვლითა)* [ყოვლითავე]**. 25 ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს, 26 რაჲთა იგი (წმიდა-ყოს, განწმიდა)* [წმიდა-ყოს და განწმიდოს]** საბანელითა მით წყლისაჲთა და სიტყჳთა...
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, III, 23-IV, 1. [დას. ია(11)]:
ლკ. III: 23 და † (მას ჟამსა შინა †) თავადსა იესუს ეწყო ოდენ ყოფად მეოცდაათესა წელსა, რომელი საგონებელ იყო ძედ იოსებისა, ელისა, 24 მატთანისა, ლევისა, მელქისა, იანესა, იოსებისა, 25 მატათისა, ამოსისა, ნაუმისა, ელისა, ნაგესა, 26 მაათისა, მატათისა, სემისა, იოსებისა, იუდაჲსა, 27 იონანისა, რესაჲსა, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა, 28 მელქისა, ადდისა, კოსამისა, ელმოდადისა, ერისა, 29 იოსისა, ელიეზერისა, იორამისა, მატტათისა, ლევისა, 30 სჳმეონისა, იუდაჲსა, იოსებისა, იონანისა, ელიაკიმისა, 31 მელეაჲსა, მაინანისა, მატათანისა, ნათანისა, დავითისა, 32 იესესა, იობედისა, ბოოსისა, სალმუნისა, ნაასონისა, 33 ამინადაბისა, არამისა, ესრომისა, ფარეზისა, იუდაჲსა, 34 იაკობისა, ისააკისა, აბრაამისა, თარაჲსა, ნაქორისა, 35 სერუქისა, რაგავისა, ფალეგისა, ებერისა, სალაჲსა, 36 კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესა, ლამექისა, 37 მათუსალაჲსა, ენუქისა, იარედისა, მალელეილისა, კაინანისა, 38 ენოსისა, სეითისა, ადამისა და ღმრთისა. IV: 1 ხოლო იესუ, სავსე სულითა წმიდითა, მოიქცა იორდანით, და მოჰყვანდა სულსა უდაბნოდ.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.