მარტვილიიდან XVIII შვიდეულის ოთხშაბათის [2020 წელს: 24 სექტემბრის (7 ოქტომბრის)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XVIII შვიდეულის ოთხშაბათის [2020 წელს: 24 სექტემბრის (7 ოქტომბრის)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

ეფესელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, V, 25-33. [დას. სლა(231)]

ეფეს. V: 25 † (ძმანო, †) გიყუარდედ ცოლნი თჳსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს, რაჲთა იგი (წმიდა-ყოს, განწმიდა)* [წმიდა-ყოს და განწმიდოს]** საბანელითა მით წყლისაჲთა და სიტყჳთა, რაჲთა წარუდგინოს თავადმან თავსა თჳსსა დიდებულად ეკლესიაჲ, რაჲთა არა აქუნდეს მწინკულევანება, არცა ნაოჭ ბრძჳლისა, არცა სხუაჲ რაჲ ესევითარი, არამედ რაჲთა იყოს წმიდა და უბიწო. ესრეთ ჯერ-არს ქმართაჲ ცოლთა თჳსთა სიყუარული, ვითარცა ჴორცთა თჳსთაჲ, რამეთუ რომელსა უყუარდეს ცოლი თჳსი, თავი თჳსი უყუარს, რამეთუ არავინ სადა თავი თჳსი მოიძულის, არამედ ზრდინ და ჰფუფუნებნ მას, ვითარცა ქრისტე ეკლესიასა, რამეთუ ასონი ვართ გუამისა მისისანი, ჴორცთა მისთაგანნი და ძუალთა მისთაგანნი. „ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც“. საიდუმლოჲ ესე დიდი არს; ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისა. გარნა თქუენცა კაცად-კაცადმან თჳსი ცოლი ეგრეთ შეიყუარეთ, ვითარცა თავი თჳსი.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, IV, 1-15. [დას. იბ(12)]:

ლკ. IV: 1 ხოლო იესუ, სავსე სულითა წმიდითა, მოიქცა † (მას ჟამსა შინა, მოიქცა იესუ †) იორდანით, და მოჰყვანდა სულსა უდაბნოდ. 2 და ორმეოც დღე გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და არარაჲ ჭამა მათ დღეთა შინა; და აღ-რაჲ-ესრულნეს დღენი იგი, შეემშია. 3 და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: „უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, არქუ ქვასა ამას, რაჲთა იქმნეს პურ“. 4 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „წერილ არს: «არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა ღმრთისაჲთა». 5 და აღიყვანა იგი მთასა მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი გამოხატვითა ჟამისაჲთა. 6 და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: „შენ მიგცე ამის ყოვლისა ჴელმწიფებაჲ და დიდებაჲ მათი, რამეთუ ჩემდა მოცემულ არს და რომლისა მინდეს, მივსცე იგი. 7 უკუეთუ შენ თაყუანის-მცე ჩემ წინაშე, იყოს შენდა ესე ყოველი“. 8 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „წარვედ მართლუკუნ ჩემგან, ეშმაკო; წერილ არს: «უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე»“. 9 და მოიყვანა იგი იერუსალჱმდ და დაადგინა იგი ფრთესა მას ზედა მის ტაძრისასა და ჰრქუა მას: „უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, 10 რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: «ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს დაცვად შენდა. 11 ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი»“. 12 მიუგო იესუ და ჰრქუა მას, რამეთუ: „თქუმულ არს: «არა განსცადო უფალი ღმერთი შენი»“. 13 და აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი ეშმაკმან მან და განეშორა მას ვიდრე ჟამადმდე. 14 და მოიქცა იესუ ძალითა სულისა წმიდისაჲთა გალილეად; და ჰამბავი განჴდა მისთჳს ყოველსა მას გარემოსოფლებსა. 15 და იგი თავადი ასწავებდა შესაკრებელთა მათთა და იდიდებოდა ყოველთაგან.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.