მარტვილიიდან XVIII შვიდეულის ხუთშაბათის [2020 წელს: 25 სექტემბრის (8 ოქტომბრის)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
ეფესელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, V, 33-VI, 9. [დას. სლბ(232)]
ეფეს. V: 33 † (ძმანო, †) გარნა თქუენცა კაცად-კაცადმან თჳსი ცოლი ეგრეთ შეიყუარეთ, ვითარცა თავი თჳსი***; ხოლო ცოლსა მას რაჲთა ეშინოდის ქმრისა. შვილნი მორჩილ იყვენით მამა-დედათა თქუენთა უფლისა მიერ, რამეთუ ესე არს სამართალი. „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“ – რომელ-ესე არს მცნებაჲ პირველი აღთქუმასა შინა, – „რაჲთა კეთილი გეყოს შენ და იყო დღეგრძელ ქუეყანასა ზედა“. და მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, არამედ განზარდენით იგინი სწავლითა და მოძღურებითა უფლისაჲთა. მონანი ერჩდით ჴორციელთა უფალთა თქუენთა შიშით და ძრწოლით, სიწრფოებითა გულისა თქუენისაჲთა, ვითარცა ქრისტესა, ნუ თუალთა წინაშე თუალთღებით მონებად, ვითარცა კაცთმოთნენი, არამედ ვითარცა მონანი ქრისტესნი, ჰყოფდით ნებასა ღმრთისასა გულითად; გონიერად ჰმონებდით, ვითარცა უფალსა, და არა კაცთა; უწყოდეთ, რამეთუ რაჲცა ვინ ქმნეს კაცად-კაცადმან კეთილი, იგიცა მოიღოს უფლისა მიერ გინათუ მონამან გინათუ აზნაურმან. და უფალნი (ეგე)* ეგრეთვე ჰყოფდით მათდა მიმართ, (შეუნდობდით რისხვასა)* [მიუტევებდით შინებასა****]**; უწყოდეთ, რამეთუ თქუენი და მათი უფალი ცათა შინა არს, და თუალთღება არა არს მის თანა.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** სამწუხაროდ, „თყსი“ წერია სამოციქულოში შეცდომით.
**** [მუქარას, ე. ჭ.]
სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, IV, 16-22. [დას. იგ(13)]:
ლკ. IV: 16 და მოვიდა † (მას ჟამსა შინა მოვიდა იესუ †) ნაზარეთად, სადაცა აღზრდილ იყო, და შევიდა, ვითარცა ჩუეულ იყო იგი, დღესა შაბათსა შესაკრებელსა მათსა. 17 და მოსცეს მას წიგნი ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, და აღდგა კითხვად და განყო წიგნი იგი და პოვა ადგილი, რომელსა წერილ იყო: 18 „სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე მახარებელად გლახაკთა, მომავლინა მე განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებისა და ბრმათა აღხილვად, განვლინებად მომსრვალთა განტევებითა, 19 და ქადაგებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებული“. 20 და შეყო წიგნი იგი და მისცა მსახურსა და დაჯდა; და თუალნი ყოვლისა კრებულისანი მას ხედვიდეს. 21 და იწყო სიტყუად მათა, ვითარმედ: „დღეს აღესრულა წერილი ესე ყურთა მომართ თქუენთა“. 22 და ყოველნი ეწამებოდეს მას და უკჳრდა სიტყუათა ამათ ზედა მისთა მადლისათა, რომელნი გამოვიდოდეს პირისაგან მისისა.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.