26 სექტემბერს (9 ოქტომბერს): მიცვალებაჲ წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა იოვანე ღმრთისმეტყველისაჲ (†98-117). საცისკრო, სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

26 სექტემბერს (9 ოქტომბერს): მიცვალება წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა იოვანე ღმრთისმეტყველისა (†98-117). საცისკრო, სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XXI, 15-25. [დას. ჲზ(67)]:

ინ. XXI: 14 ესე სამგზის გამოეცხადა იესუ მოწაფეთა თჳსთა, აღ-რაჲ-დგა მკუდრეთით. 15 და ოდეს ისადილნეს, ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: † (მას ჟამსა შინა გამოეცხადა იესუ მოწაფეთა თჳსთა, აღ-რაჲ-დგა მკუდრეთით და ჰრქუა სიმონ-პეტრეს: †) „სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა?“ ჰრქუა მას პეტრე: „ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ“. ჰრქუა მას იესუ: „აძოვენ კრავნი ჩემნი“. 16 ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: „სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა?“ ჰრქუა მას პეტრე: „ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ“. ჰრქუა მას იესუ: „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“. 17 კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: „სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა?“ შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: „გიყუარ მე?“ და ჰრქუა მას: „უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ“. ჰრქუა მას იესუ: „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. 18 ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ, ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ჴელნი შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს“. 19 ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ვითარცა ესე თქუა, ჰრქუა მას: „შემომიდეგ მე“. 20 მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი, რომელი უყუარდა იესუს, მისდევდა რაჲ, რომელი-იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა და ჰრქუა მას: „უფალო, ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?“ 21 ესე ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა იესუს: „უფალო, ხოლო ესე რაჲ?“ 22 ჰრქუა მას იესუ: „უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ? შენ მე შემომიდეგ“. 23 და განჴდა სიტყუაჲ ესე ძმათა შორის, ვითარმედ მოწაფე იგი არა მოკუდეს. და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: „არა მოკუდეს“, არამედ: „უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ, (ვიდრე მოსლვად ჩემდამდე)* [ვიდრემდე მოვიდე]**, შენდა რაჲ?“ 24 ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთჳს და რომელმან დაწერა ესე, და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი. 25 და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები. ამენ.

* სახარების ამჟამად არსებული რედაქციიდან.

** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

1 ინ. IV, 12-19. [დას. ოგ(73)-შუა]

<საყუარელნო, ღმერთი> არასადა ვის უხილავს. უკუეთუ ვიყუარებოდით ურთიერთას, ღმერთი ჩუენ შორის ჰგიეს და სიყუარული მისი ჩუენ შორის აღსრულებულ არს. ამით უწყით, რამეთუ მის თანა ვჰგიეთ და იგი ჩუენ შორის, რამეთუ სულისა მისისაგან მომცა ჩუენ. და ჩუენ ვიხილეთ და ვწამებთ, რამეთუ მამამან მოავლინა ძე მაცხოვრად სოფლისა. რომელმან აღიაროს, ვითარმედ იესუ არს ძე ღმრთისაჲ, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა. და ჩუენ ვცანთ და გურწმენა სიყუარული, რომელი აქუს ღმერთსა ჩუენდა მომართ. ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა. ამით აღსრულებულ არს სიყუარული ჩუენ შორის, რაჲთა განცხადებულებაჲ გუაქუნდეს დღესა მას საშჯელისასა, რამეთუ ვითარცა-იგი თავადი არს, ჩუენცა ვართ სოფელსა ამას შინა. შიში არა არს სიყუარულსა თანა, არამედ სრულმან სიყუარულმან გარე განდევნის შიში, რამეთუ შიშსა ტანჯვაჲ აქუს, ხოლო მოშიში იგი არა სრულ არს სიყუარულსა ზედა. ჩუენ გჳყუარს იგი, რამეთუ მან პირველად შემიყუარნა ჩუენ.

სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XIX, 25-27; XXI, 24-25. [დას. ჲა(61)].

ინ. XIX: 25 ხოლო დგეს ჯუარსა მას თანა იესუჲსსა დედაჲ მისი და დაჲ დედისა მისისაჲ, მარიამ კლეოპაჲსი, და მარიამ მაგდანელი. 26 ხოლო იესუ, ვითარცა იხილა დედაჲ თჳსი და მოწაფე იგი, რომელი უყუარდა, წინაშე მდგომარენი, ჰრქუა დედასა თჳსსა: „დედაკაცო აჰა, ძე შენი!“ 27 და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: „აჰა დედაჲ შენი!“ და მიერითგან წარიყვანა იგი მოწაფემან მან თჳსთა თანა. XXI: 24 ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთჳს და რომელმან დაწერა ესე, და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი. 25 და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები. ამენ.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.