მარტვილიიდან XVIII შვიდეულის პარასკევისა და შაბათის [2020 წელს იკითხება: 27 სექტემბერს (10 ოქტომბერს)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XVIII შვიდეულის პარასკევისა და შაბათის [2020 წელს იკითხება: 27 სექტემბერს (10 ოქტომბერს)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

ეფესელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VI, 18-24. [დას. სლდ(234)]

ეფეს. VI: 18 † (ძმანო, †) ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა და მებრვე*** ამისთჳს იღჳძებდით ყოვლითა კრძალულებითა და ვედრებითა ყოველთა წმიდათათჳს და ჩემთჳსცა, რაჲთა მომეცეს მე სიტყუაჲ აღებასა პირისა ჩემისასა განცხადებულად, უწყებად საიდუმლოჲ იგი სახარებისაჲ. რომლისათჳს-ესე ვციქუ (ჯაჭჳთურთ)* [ჯაჭუთა შინა]**, რაჲთა მას შინა განვცხადნე, ვითარ-იგი ღირს ჩემდა სიტყუად. ხოლო თქუენცა, რაჲთა უწყოდით ჩემთჳს, რასა-იგი ვიქმ, ყოველივე გაუწყოს თქუენ ტჳქიკოს, საყუარელმან ძმამან და სარწმუნომან მსახურმან უფლისა მიერ, რომელი-იგი მივავლინე თქუენდა ამისთჳს მებრ****, რაჲთა უწყოდით ჩუენთჳს და ნუგეშინის-სცეს გულთა თქუენთა. მშჳდობაჲ ძმათა და სიყუარული სარწმუნოებითურთ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. მადლი ყოველთა თანა მოყუარეთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა უხრწნელებით. ამენ.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** მებრვეყოვლადვე, სრულიადაც.

**** მებრ, მებრადყოვლად, სრულებით; მარტო, მხოლოდ.

სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, IV, 22-30. [დას. იდ(14)].

ლკ. IV: 22 და ყოველნი ეწამებოდეს მას და უკჳრდა სიტყუათა ამათ ზედა მისთა მადლისათა, რომელნი გამოვიდოდეს პირისაგან მისისა, † (მას ჟამსა შინა, და უკჳრდა ერთა სიტყუათა ამათ ზედა მისთა მადლისათა, რომელნი გამოვიდოდეს პირისაგან იესუჲსა, †) და იტყოდეს: „ანუ არა ესე არსა ძე იოსებისი?“ 23 და თავადმან ჰრქუა მათ: „მრქუათ სამე იგავი ესე: («მკურნალო, განიკურნე თავი შენი». და ჰრქუეს მას: „რაოდენი გუესმა საქმე კაპერნაუმს, ქმენ აქაცა, მამულსა შენსა“;)* [«მკურნალო, განიკურნე თავი შენი. რაოდენი გუესმა საქმე კაპერნაუმს, ქმენ აქაცა, მამულსა შენსა»“.]** 24 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: „ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არავინ წინაჲსწარმეტყუელი შეწყნარებულ არს თჳსსა მამულსა. 25 ხოლო ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალნი ქურივნი იყვნეს დღეთა მათ ელიაჲსთა ისრაჱლსა შორის, ოდეს-იგი დაეჴშა ცაჲ სამ წელ და ექუს თთუე, რაჟამს-იგი იყო სიყმილი დიდი ყოველსა ქუეყანასა. 26 და არავისა მათგანისა მიივლინა ელია, გარნა სარეთად სიდონისა, დედაკაცისა ქურივისა. 27 და მრავალნი კეთროვანნი იყვნეს ისრაჱლსა შორის ელისეს ზე, წინაჲსწარმეტყუელისა, და არავინ მათგანი განიკურნა, გარნა ნემან ასური“. 28 და აღივსნეს ყოველნი გულისწყრომითა, რომელნი-იგი იყვნეს შესაკრებელსა მას შინა, ესმოდა რაჲ ესე. 29 და აღდგეს და განაძეს იგი გარეშე ქალაქისა მისგან და მოიყვანეს იგი ვიდრე წუერადმდე მის მთისა, რომელსა ზედა ქალაქი იგი მათი დაშე¬ნებულ იყო, რაჲთა გარდააგდონ იგი. 30 ხოლო თავადმან განვლო შორის მათსა და წარვიდა.

* სახარების ამჟამად არსებული რედაქციიდან.

** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, XV, 39-45. [დას. ჲბ(162)]

1 კორ. XV: 39 † (ძმანო, †) არა ყოველი ჴორცი ერთ ჴორც არს, არამედ სხუაჲ არს კაცთაჲ, და სხუაჲ ჴორცი არს პირუტყუთაჲ, და სხუაჲ ჴორცი არს მფრინველთაჲ, და სხუაჲ ჴორცი არს თევზთაჲ, 40 და ჴორცნი იგი ზეცისათანი, და ჴორცნი იგი ქუეყანისათანი; არამედ სხუაჲ არს ზეცისათა მათ დიდებაჲ და სხუაჲ არს ქუეყანისათაჲ. 41 სხუაჲ დიდებაჲ არს მზისაჲ, და სხუაჲ დიდებაჲ არს მთოვარისაჲ, და სხუაჲ დიდებაჲ არს ვარსკულავთაჲ, რამეთუ ვითარცა-იგი ვარსკულავი ვარსკულავსა ჰმატს დიდებითა, 42 ეგრეთცა აღდგომაჲ მკუდართაჲ, დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით; 43 დაეთესვის (გინებით)* [უპატიობით]** და აღდგების დიდებით; დაეთესვის უძლურებით და აღდგების ძლიერებით; 44 დაეთესვის ჴორცი მშჳნვიერი და აღდგების ჴორცი სულიერი. არს ჴორცი მშჳნვიერი და არს ჴორცი სულიერი. 45 ეგრეთცა წერილ არს: „იყო პირველი იგი კაცი, ადამ, სამშჳნველად ცხოველად, ხოლო უკუანაჲსკნელი ადამსულად განმაცხოველებელად“.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, IV, 31-36. [დას. იე(15)].

 ლკ. IV: 31 და შთავიდა † (მას ჟამსა შინა, შთავიდა//შევიდა იესუ †) კაპერნაუმდ, ქალაქსა გალილეაჲსასა, და ასწავებდა მათ შაბათსა შინა. 32 და უკჳრდა მოძღურებაჲ იგი მისი, რამეთუ ჴელმწიფებით იყო სიტყუაჲ იგი მისი. 33 და იყო შესაკრებელსა მათსა კაცი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, და ღაღად-ყო ჴმითა დიდითა: 34 „ეჰა, რაჲ არს ჩუენი და შენი, იესუ ნაზარეველო? მოხუედ წარწყმედად ჩუენდა. გიცი შენ, ვინ ხარ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ“. 35 და შეჰრისხნა მას იესუ და ჰრქუა: „პირი დაიყავ და განვედ მაგისგან!“ და დასცა იგი შორის მათსა ეშმაკმან მან და განვიდა მისგან და არაჲ ავნო მას. 36 და იყო განკჳრვებაჲ მათ ყოველთა ზედა, და ზრახვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: „რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ ჴელმწიფებითა და ძალითა უბრძანებს სულთა არაწმიდათა, და განვლენ?“

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სამოციქულოთა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.