მარტვილიიდან XVIII კვირიაკის [2020 წელს: 28 სექტემბრის (11 ოქტომბრის)] საცისკრო, სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
სახარება VII: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XX, 1-10. [დას. ჲგ(63)].
ინ. XX: 1 † (მას ჟამსა შინა, †) ერთსა მას შაბათსა მოვიდა მარიამ მაგდანელი განთიად, ვიდრე ბნელღა იყო, საფლავსა მას ზედა და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა. 2 რბიოდა და მოვიდა სიმონ-პეტრესა და სხჳსა მის მოწაფისა, რომელი უყუარდა იესუს, და ჰრქუა მათ: „აღიღეს უფალი საფლავისაგან, და არა უწყი, სადა დადვეს იგი“. 3 გამოვიდა პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფე და მოვიდოდეს საფლავად. 4 რბიოდეს ორნივე ზოგად. ხოლო სხუაჲ იგი მოწაფე წინა რბიოდა, უადრეს პეტრესსა, და მოვიდა პირველად საფლავად. 5 და შთახედნა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი, და შინა არა შევიდა. 6 მოვიდა სიმონ-პეტრეცა შემდგომად მისა და შევიდა საფლავად და იხილნა ტილონი იგი მდებარენი, 7 და სუდარი იგი, რომელი იყო თავსა მისსა, არა ტილოთა თანა მდებარე, არამედ თჳსაგან შეკეცილი ერთსა ადგილსა. 8 მაშინ შევიდა სხუაჲცა იგი მოწაფე, რომელი მოვიდა პირველად პეტრესსა საფლავად, და იხილეს და ჰრწმენა. 9 რამეთუ არღა იცოდეს წერილისაჲ, ვითარმედ ჯერ-არს მისი მკუდრეთით აღდგომაჲ. 10 წარვიდეს უკუე კუალად თჳსაგან მოწაფენი იგი.
კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IX, 6-11. [დას. რპჱ (188)]
2 კორ. IX: 6 † (ძმანო, †) რომელმან სთესოს რიდობით***, რიდობითცა მოიმკოს; და რომელმან სთესოს კურთხევით, კურთხევითცა მოიმკოს. კაცად-კაცადსა ვითარცა გამოურჩევიეს გულითა, ნუ მწუხარებით, ნუცა უნებლებით, რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა. ხოლო ძალ-უც ღმერთსა (ყოველივე საჴმარი)* [ყოველი მადლი]** გარდამატებად თქუენდა, რაჲთა ყოველსა[ვე]** შინა მარადის (ყოველივე უნაკლულოდ)* [ყოველი კმასაყოფელობაჲ]** გაქუნდეს და ჰმატებდეთ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა, ვითარცა წერილ არს: „განაბნია და მისცა (იგი)* გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი-უკუნისამდე“. ხოლო რომელმან-იგი მოსცის თესლი მთესვარსა და პური – საზრდელად, მოგეცინ და განამრავლენ თესლი თქუენი და აღაორძინენ ნაყოფი სიმართლისა თქუენისაჲ. ყოველსა შინა განგამდიდრენინ ყოვლითა უხუებითა, რომელი-იგი შეიქმნების ჩუენ მიერ სამადლობელად ღმრთისა…
*** სიძუნწით, დაზოგვით (ეფრ. II: «სიძჳრით და ორგულებით», გვ. 421).
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, V, 1-11. [დას. იზ(17)].
ლკ. V: 1 და იყო, ვითარ ერი იგი დაესხმოდა მას სმენად სიტყუასა ღმრთისასა, და თავადი დგა † (მას ჟამსა შინა, დგა იესუ †) კიდესა თანა ტბისა მის გენესარეთისასა. 2 და იხილნა ორნი ნავნი, მდგომარენი კიდესა მის ტბისასა; ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განჰრცხიდეს ბადეთა. 3 და შევიდა ერთსა მას ნავსა, რომელი იყო სიმონისი, და უბრძანა მათ ქუეყანით შე-რე-დგინებაჲ მცირედ, და დაჯდა და ასწავებდა ნავით გამო ერსა მას. 4 და ვითარცა დასცხრა სიტყუად, ჰრქუა სიმონს: „შეავლინე ღრმად და სდევით ბადე თქუენი ნადირობად“. 5 მიუგო სიმონ და ჰრქუა: „მოძღუარ, ღამე ყოველ დავშუერით და არარაჲ მოვიღეთ, ხოლო სიტყჳთა შენითა გარდაუტევოთ ბადე“. 6 და ესე რაჲ ყვეს, შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი, და განსთქდებოდეს ბადენი მათნი. 7 და წამს-უყოფდეს, რომელნი-იგი იყვნეს ერთსა მას ნავსა, რაჲთა მოვიდენ და შეეწინენ მათ. და მოვიდეს და აღავსნეს ორნივე იგი ნავნი, ვიდრემდე დაინთქმოდეს იგინი. 8 და ვითარცა იხილა სიმონ-პეტრე, შეუვრდა მუჴლთა იესუჲსთა და ჰრქუა მას: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო!“ 9 რამეთუ განკჳრვებამან შეიპყრა იგი და ყოველნი მისთანანი ნადირობასა მას თევზისასა, რომელი შეაყენეს. 10 ეგრეთვე იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, რომელნი იყვნეს ზიარნი სიმონისნი. და იესუ ჰრქუა სიმონს: „ნუ გეშინინ, სიმონ, ამიერითგან იყო კაცთა მონადირე“. 11 და გამოადგინეს ნავი იგი ქუეყანად და დაუტევეს ყოველი და მისდევდეს მას.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.