მარტვილიიდან XIX შვიდეულის დასაწყისის/ორშაბათის [2020 წელს: 29 სექტემბერს (12 ოქტომბერს)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, I, 1-7. [დას. სლე(235)]
ფილიპ. I: 1 † (ძმანო, †) პავლე და ტიმოთე, მონანი იესუ ქრისტესნი, ყოველთა წმიდათა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელნი ხართ ფილიპეს შინა ეპისკოპოსთა თანა და დიაკონთა, მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ (ქრისტესა)* [ქრისტესსა]**. ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა ყოველსა ზედა ჴსენებასა თქუენსა; მარადის ყოველთა შინა ლოცვათა ჩემთა თქუენ ყოველთათჳს სიხარულით ლოცვასა ვჰყოფ ზიარებისა მაგის თქუენისათჳს სახარებასა მას პირველით დღითგან მოაქამდე, და ამის მებრვე სასოებისათჳს, ვითარმედ რომელმან იწყოს თქუენ შორის საქმე კეთილისაჲ, აღასრულენ ვიდრე დღედმდე უფლისა ჩუენისა იესუ (ქრიტესა)*[ქრისტესსა]**, ვითარცა არს სამართალ ჩემდა ზრახვად ესე თქუენ ყოველთათჳს, რამეთუ მაჴსოვთ მე თქუენ გულსა ჩემსა კრულებათა შინა ჩემთა და სიტყჳსგებათა და დამტკიცებასა მას სახარებისასა, რაჲთა ზიარ ჩემ თანა მადლისა მის თქუენ ყოველნი იყვნეთ...
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
ლკ. IV, 37(38)-44. [დას. ივ(16)].
ლკ. 4:37 და მიმოეფინებოდა ჰამბავი მისთჳს ყოველთა მათ ადგილთა გარემო მის სოფლებისათა. 38 და აღდგა მის კრებულისაგან და შევიდა † (მას ჟამსა შინა, შევიდა იესუ †) სახლსა სიმონისსა; ხოლო სიდედრი სიმონისი შეპყრობილ იყო სიცხითა დიდითა. და უთხრეს მას მისთჳს. 39 და დადგა მას ზედა და შეჰრისხნა სიცხესა მას. და მეყსეულად დაუტევა იგი, და აღდგა და ჰმსახურებდა მათ. 40 და დასლვასა ოდენ მზისასა ყოველთა რაოდენთა აქუნდა უძლურები თითოსახეთაგან*** სენთა, მოიყვანნეს მისა, ხოლო თავადმან კაცად-კაცადსა მათსა დასდვა ჴელი და განკურნნა იგინი. 41 და განვიდოდეს ეშმაკნი მრავალთაგან, ღაღადებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ“. და არა უტევებდა მათ სიტყუად, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ იგი არს ქრისტე. 42 და ვითარცა განთენა, გამოვიდა მიერ და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა, და ერი იგი ეძიებდა მას და მოვიდეს მისა და (იყენებდეს)* [აყენებდეს]** მას, რაჲთამცა არა წარვიდა მათგან. 43 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ, ვითარმედ: „სხუათაცა ქალაქთა ჯერ-არს ჩემდა ხარებად სასუფეველი ღმრთისაჲ, რამეთუ ამისთჳს მოვივლინე“. 44 და ქადაგებდა ყოველთა შესაკრებელთა გალილეაჲსათა.
*** თითოსახე, თჳთოსახე – სხვადასხვა, ნაირნაირი, მრავალფერი; „პირად-პირადი“
* სახარების ამჟამად არსებული რედაქციიდან.
** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.