მარტვილიიდან XIX შვიდეულის სამშაბათისა და ოთხშაბათის [2020 წელს იკითხება 30 სექტემბერს (13 ოქტომბერს)] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, I, 8-14. [დას. სლვ(236)]
ფილიპ. I: 8 † (ძმანო, †) მოწამე ჩემდა არს ღმერთი, ვითარ-იგი მსურის თქუენ ყოველთათჳს მოწყალებითა ქრისტე იესუჲსითა, და ამას ვილოცავ, რაჲთა სიყუარული ეგე თქუენი უფროჲს და უმეტეს გარდაერიოს მეცნიერებითა და ყოვლითა ფრთხილებითა, რაჲთა გამოიცადოთ თქუენ უმჯობესი იგი, რაჲთა იყვნეთ თქუენ ჭეშმარიტ და დაუბრკოლებელ დღედმდე ქრისტე იესუჲსა, აღსავსენი ნაყოფითა სიმართლისაჲთა იესუ ქრისტეს მიერ სადიდებელად და საქებელად ღმრთისა. უწყებაჲ თქუენი მნებავს, ძმანო, რამეთუ ჩემთჳს უფროჲსღა წარსამატებელად სახარებისა მისთჳს მოივლინა, (ვიდრეღა)* [ვითარმედ]** კრულებანი ესე ჩემნი განცხადებულ იქმნნეს ქრისტეს მიერ ყოველსა მას ტაძარსა და სხუათა მიმართ ყოველთა, და უმრავლესთა ძმათა უფლისა მიერ, (მოსავთა მათ ჩემთა კრულებათასა, უმეტესღა ვიკადრებ უშიშად სიტყუასა მას ღმრთისასა სიტყუად)* [მინდობილთა საკრველთა მათ ჩემთასა უმეტესითა უშიშოებითა კადნიერებით სიტყუად სიტყუასა მას]**.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, V, 12-16. [დას. იჱ(18)]
ლკ. V: 12 და იყო, ვითარცა შევიდა იგი † (მას ჟამსა შინა იყო იესუ †) ერთსა ქალაქთაგანსა, და აჰა, კაცი სავსე კეთროვნებითა. ვითარცა იხილა მან იესუ, დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ევედრებოდა მას და ეტყოდა: „უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განკურნებად ჩემდა“. 13 და განყო ჴელი, შეახო მას და ჰრქუა: „მნებავს, განწმიდენი!“ და მეყსეულად განეშორა კეთროვნებაჲ იგი მისგან. 14 და თავადმან ამცნო მას, რაჲთა არავის უთხრას, არამედ: „წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე განწმედისა შენისათჳს, ვითარცა უბრძანა მოსე საწამებელად მათა“. 15 და უფროჲსად მიმოედებოდა მისთჳს სიტყუაჲ იგი. და შეკრბებოდა ერი მრავალი სმენად და განკურნებად უძლურებათა მათთაგან მის მიერ. 16 ხოლო თავადი განეშორის უდაბნოდ და ილოცავნ.
ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, I, 12-20. [დას. სლზ(237)]
ფილიპ. I: 12 † (ძმანო, †) უწყებაჲ თქუენი მნებავს, რამეთუ> ჩემთჳს უფროჲსღა წარსამატებელად სახარებისა მისთჳს მოივლინა, (ვიდრეღა)* [ვითარმედ]** კრულებანი ესე ჩემნი განცხადებულ იქმნნეს ქრისტეს მიერ ყოველსა მას ტაძარსა და სხუათა მიმართ ყოველთა, და უმრავლესთა ძმათა უფლისა მიერ, (მოსავთა მათ ჩემთა კრულებათასა, უმეტესღა ვიკადრებ უშიშად სიტყუასა მას ღმრთისასა სიტყუად)* [მინდობილთა საკრველთა მათ ჩემთასა უმეტესითა უშიშოებითა კადნიერებით სიტყუად სიტყუასა მას]**. რომელნიმე შურით და ჴდომით, რომელნიმე და სათნოებისათჳსცა ქრისტესა (ქადაგებენ. რომელნი-იგი ჴდომით ქრისტესა მიუთხრობენ არაწმიდებით, ჰგონებენ ჭირთა მოწევნად კრულებათა ამათ ჩემთა; ხოლო რომელნიმე – სიყუარულით: უწყიან, რამეთუ სიტყჳსგებად სახარებისა მის ვდგა მე.) [ქადაგებენ, ხოლო რომელნიმე – სიყუარულით, უწყიან, რამეთუ სიტყჳსგებად სახარებისა მისთჳს ვდგა მე. რომელნი-იგი ჴდომით ქრისტესა მიუთხრობენ არაწმიდებით, ჰგონებენ ჭირთა მოწევნად კრულებათა ამათ ჩემთა]; აწ უკუე რაჲ? ყოვლითავე სახითა გინათუ მიზეზით გინათუ ჭეშმარიტებით, ქრისტე იქადაგების, და ამისთჳს მიხარის და მიხაროდისცა, რამეთუ უწყი, ვითარმედ ესე მექმნას მე საცხორებელად თქუენითა ვედრებითა და შეწევნითა სულისა ქრისტე იესუჲსითა, მოსალოდებელითა მით და სასოებითა ჩემითა...
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, V, 33-39. [დას. კა(21)].
ლკ. V: 33 ხოლო მათ ჰრქუეს მას: † (მას ჟამსა შინა მოუჴდეს იესუს ფარისეველნი და ეტყოდეს მას: †) „რაჲსათჳს მოწაფენი იოვანესნი იმარხვენ ზედაჲსზედა და ვედრებასა ჰყოფენ, და ეგრეთვე ფარისეველთანი, ხოლო მოწაფენი შენნი ჭამენ და სუმენ?“ 34 ხოლო იესუ ჰრქუა მათ: „ნუუკუე ჴელ-ეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრემდე სიძე მათ თანა არს, რაჲთა ამარხვებდეს მათ? 35 ხოლო მოვლენან დღენი, და ოდეს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, მაშინ იმარხვიდენ მათ დღეთა შინა“. 36 და ეტყოდა მათ იგავითცა, ვითარმედ: „არავინ სადგმელი სამოსლისა ახლისაჲ დაადგის სამოსელსა ძუელსა, რაჲთა არა ახალიცა იგი განაპოს, და ძუელსა მას ვერ შეჰგავს სადგმელი ახლისა სამოსლისაჲ. 37 და არავინ შთაასხის ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განხეთქნეს ღჳნომან ახალმან თხიერნი იგი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ. 38 არამედ ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა ჯერ-არს შთასხმად, და ორნივე დაიმარხნენ. 39 და არავინ სუამნ ღჳნოსა ძუელსა და მეყსეულად ჰნებავნ ახალი, რამეთუ თქჳს: „ძუელი უმჯობეს არს“.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სამოციქულოთა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.