მარტვილიიდან XIX შვიდეულის ხუთშაბათის [2020 წელს: 2(15) ოქტომბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, I, 20-27. [დას. სლჱ(238)]
ფილიპ. I: 20 † (ძმანო, †) არარაჲთ მრცხუენეს მე, არამედ ყოვლითა კადნიერებითა, ვითარცა მარადის და აწცა იდიდოს ქრისტე ჴორცთა ზედა ჩემთა გინათუ ცხორებით გინათუ სიკუდილით, რამეთუ ჩემდა ცხორება ქრისტე არს, და სიკუდილი – შესაძინელ. ხოლო ცხორებაჲ ესე ჴორცითა ამით ესე არს ჩემდა ნაყოფ საქმისა, და რომელი გამოვირჩიო, არა უწყი. ხოლო შეპყრობილ ვარ ორთა ამათგან: გული მეტყჳს განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად უფროჲს და უმჯობეს ფრიად, ხოლო დადგრომაჲ ჴორცთა შინა (უნებელადრე)* [უსაჭიროეს]** თქუენთჳს. და ესე სასოებით უწყი, რამეთუ დავადგრე და გგებდე თქუენ ყოველთა წარმატებისა თქუენისათჳს და სიხარულისა მის სარწმუნოებისა, რაჲთა სიქადული ეგე თქუენი აღემატოს ქრისტე იესუჲს მიერ ჩემდა მომართ, ჩემითა მით მისლვითა კუალად თქუენდა მიმართ. გარნა ღირსად ხოლო სახარებისა მის ქრისტესისა ვიდოდეთ...
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VI, 12-19. [დას. კგ(23)].
ლკ. VI: 12 და იყო მათ დღეთა შინა და განვიდა თავადი † (მას ჟამსა შინა, განვიდა იესუ †) მთად კერძო ლოცვად და ღამესა ათევდა ლოცვითა ღმრთისა მიმართ. 13 და ვითარცა განთენა დღე, მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და გამოირჩინა ათორმეტნი მათგანნი, რომელთაცა მოციქულად უწოდა: 14 სიმონ, რომელსა უწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი; იაკობ და იოვანე; ფილიპე და ბართლომე; 15 მატთეოს და თომა და იაკობ ალფესი და სიმონ, რომელსა ერქუა მოშურნე; 16 და იუდა იაკობისი; და იუდა ისკარიოტელი, რომელი-იგი იქმნა განმცემელ. 17 და გარდამოვიდა მათ თანა და დადგა ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳსკიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით, 18 რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა, და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს. 19 და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან, და განჰკურნებდეს ყოველთა.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.