12(25) სექტემბერს: მარტვილიიდან XVI შვიდეულის პარასკევისა და შაბათისა და ღმრთისმშობლის შობის დღესასწაულის წარგზავნის სახარებათა და სამოციქულოთა საკითხავნი:
პარასკევისა: ეფესელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, I, 7-17. [დას. სიზ(217)]:
ეფეს. I, 7 რომლისა მიერ † (ძმანო, †) გუაქუს ჩუენ გამოჴსნაჲ სისხლითა მისითა და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ სიმდიდრისაებრ მადლისა მისისა, რომელი-იგი გარდაჰმატა ჩუენდა მომართ ყოვლითა სიბრძნითა და გონიერებითა. გუაუწყა ჩუენ საიდუმლოჲ იგი ნებისა მისისაჲ სათნოებისაებრ მისისა, რომელი-იგი წინაჲთვე განაჩინა მას შინა განსაგებელად აღსავსებისა მის ჟამთაჲსა, თავყოფად ყოველივე ქრისტეს მიმართ, რაჲ-იგი არს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. მისსა მიმართ, რომელსა შინაცა (განვეწესენით)* [წილ-გუხუდა მკჳდრობაჲ]** და წინაჲსწარ ვიჩინენით ნებითა ღმრთისაჲთა, რომელმან-იგი ყოველივე შექმნა ზრახვისაებრ ნებისა მისისა, რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ საქებელად დიდებისა მისისა, რომელნი-ესე წინაჲსწარ მოსავ (ვიყვენით)* [ვიქმნენით]** ქრისტესა, რომლისა მიერ და თქუენცა გესმა სიტყუაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ, სახარებაჲ იგი ცხორებისა თქუენისაჲ, რომლითაცა-იგი გრწმენა და აღიბეჭდენით სულითა მით წმიდითა აღთქუმისაჲთა, რომელი-იგი არს წინდი მკჳდრობისა ჩუენისაჲ გამოსაჴსრად*** შეწევნისა ჩუენისა, საქებელად დიდებისა მისისა. ამისთჳს მეცა მესმა თქუენი ეგე სარწმუნოებაჲ უფლისა იესუჲს მიერ და სიყუარული იგი, რომელ გაქუს ყოველთა მიმართ წმიდათა, არა დავსცხრები მადლობითა თქუენთჳს, ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფ ლოცვათა შინა ჩემთა, რაჲთა ღმერთმან (და მამამან)* უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესმან, (ღმერთმან)* [მამამან]** დიდებისამან, მოგცეს თქუენ სული სიბრძნისა და გამოცხადებისაჲ მეცნიერებითა მისითა.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** ე. ი. «სრულად გამოსახსნელად», «სრულად გადასარჩენად», «სრულად გამოსასყიდად» (εἰς ἀπολύτρωσιν).
პარასკევისა: სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, VIII, 1-10. [დას. ლბ(32)]:
მკ. VIII: 1 მათ დღეთა შინა, † (მას ჟამსა შინა, †) მერმე კუალად ერი მრავალი იყო და არარაჲ აქუნდა, რაჲმცა ჭამეს; მოუწოდა [იესუ] მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: 2 „მეწყალის მე ერი ესე, რამეთუ სამი დღე არს, ვინაჲთგან მელიან მე, და არარაჲ აქუს, რაჲ ჭამონ, 3 და უკუეთუ განუტევნე უზმანი ვანად მათა, დაჰჴსნდენ გზასა ზედა, რამეთუ რომელნიმე მათგანნი შორით მოსრულ არიან“. 4 და მიუგეს მოწაფეთა მისთა და ჰრქუეს: „ვინაჲ ძალ-გჳც განძღებად აქა პურითა ესოდენისა ერისა უდაბნოსა ზედა?“ 5 და ჰკითხა მათ: „რაოდენი გაქუს პური?“ ხოლო მათ ჰრქუეს: „შჳდი“. 6 და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა. და მოიღო შჳდი იგი პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა დაუგონ მათ. და დაუგეს ერსა მას. 7 და აქუნდა თევზიცა მცირედ და იგიცა აკურთხა და უბრძანა მან დაგებად. 8 და ჭამეს და განძღეს; და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი შჳდი სფჳრიდი. 9 და იყვნეს, რომელთა-იგი ჭამეს, ვითარ ოთხ ათას ოდენ. და განუტევნა იგინი. 10 და მეყსეულად შევიდა იესუ ნავსა მოწაფეთა მისთა თანა და წარვიდა ადგილთა დალმანუთაჲსათა.
შაბათისა: კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, X, 23-28. [დას. რმვ(146)]:
1 კორ. X: 23 † (ძმანო, †) „ყოველივე ჯერ-არს ჩემდა“ – არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; „ყოველივე ჯერ-არს ჩემდა“ – არამედ არა ყოველი აღმაშენებელ არს. 24 ნუ ვინ თავისასა ხოლო ეძიებნ, არამედ მოყუ(ა)*სისაცა თითოეული. 25 ყოველი, რომელი (სამზარეულოს)* [საკასბოს]** ისყიდებოდის, ჭამეთ და ნურარას განიკითხავთ (იჭჳსათჳს)* [სჳნიდისისათჳს]**, რამეთუ „უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი“. ხოლო უკუეთუ ვინმე გხადის თქუენ ურწმუნოთაგანი და გნებავს მისლვაჲ, ყოველივე წინადაგებული თქუენი ჭამეთ და ნურარას განიკითხავთ (იჭჳსათჳს)* [სჳნიდისისათჳს]**. ხოლო უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ, ვითარმედ: „ესე ნაკერპავი არს“, ნუ შჭამთ მის მაუწყებელისათჳს და (იჭჳსა,)* [სჳნიდისისა.]** (რამეთუ „უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი“)*.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
შაბათისა: სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXIV, 34-44. [დას. რა(101)]:
მთ. XXIV: 34 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს. 35 ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ. 36 ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან. 37 ვითარცა-იგი დღეთა მათ ნოესთა, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ; 38 რამეთუ ვითარცა-იგი იყვნეს დღეთა მათ შინა პირველ წყლითრღუნისათა: ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებდეს და განჰქორწინებდეს მუნ დღედმდე, ვიდრემდე შევიდა ნოე კიდობნად, 39 და ვერ ცნეს, ვიდრემდე მოიწია წყლითრღუნაჲ იგი და წარიღო ყოველი, ესრეთ იყოს მოსლვაჲცა ძისა კაცისაჲ. 40 მაშინ ორნი იყვნენ ველსა გარე: ერთი წარიყვანოს და ერთი დაეტეოს. 41 ორნი ფქვიდენ ფქვილსა: ერთი წარიტაცოს და ერთი დაეტეოს. 42 იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს. 43 ხოლო ესემცა იცით: უკუეთუმცა უწყოდა სახლისა უფალმან, რომელსა საჴუმილავსა მპარავი მოსლვად არს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თჳსისა. 44 ამისთჳს თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს“.
ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, II, 5-11. [დას. სმ(240)]:
ფილიპ. II: 5 † (ძმანო, †) ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელიცა-იგი ქრისტე იესუჲს მიერ, 6 რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა, 7 არამედ თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო, და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი; 8 დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდილადმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა. 9 ამისთჳსცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა, და მიანიჭა მას სახელი უზეშთაესი უფროჲს ყოველთა სახელთაჲსა, 10 რაჲთა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი და 11 ყოველმან ენამან აღუაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა.
სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, X, 38-42; XI, 27-28. [დას. ნდ(54)]:
ლკ. X: 38 და იყო, ვითარცა წარვიდეს ესენი, და თავადი შევიდა † (მას ჟამსა შინა, შევიდა იესუ †) დაბასა რომელსამე, და იყო ვინმე მუნ დედაკაცი, რომლისა სახელი მართა, და შეიყვანა თავადი სახიდ თჳსა. 39 და იყო დაჲ მისი, რომელსა ერქუა მარიამ, რომელი დაჯდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ისმენდა სიტყუათა მისთა. 40 ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათჳს, ზედა მიადგა და ჰრქუა: „უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოჲ დამიტევა მე მსახურებად? არქუ მას, რაჲთა შემეწეოდის მე“. 41 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „მართა, მართა! ჰზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათჳს; აქა ერთისაჲ არს საჴმარ. 42 ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან“. <...> ლკ. XI: 27 და იყო, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ჴმაჲ ერსა მას შორის და ჰრქუა მას: „ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდი!“ 28 ხოლო თავადმან თქუა: „არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი!“
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.