მარტვილიიდან XVI შვიდეულის ხუთშაბათის [2020 წელს: 11(24) სექტემბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XVI შვიდეულის ხუთშაბათის [2020 წელს: 11(24) სექტემბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

ეფესელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, I, 1-9. [დას. სივ(216)]:

ეფეს. I: 1 † (პავლე, მოციქული †) იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, წმიდათა მაგათ, რომელნი ხართ ეფესოს შინა, და სარწმუნოთა ქრისტე იესუჲს მიერ, 2 მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა, და უფლისა იესუ ქრისტესი. 3 კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან მაკურთხნა ჩუენ ყოვლითა კურთხევითა სულიერითა ცათა შინა ქრისტეს მიერ. 4 ვითარცა-იგი გამოგჳრჩინა ჩუენ მის მიერ უწინარეს სოფლის დაბადებისა, რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ წმიდა და უბიწო წინაშე მისსა სიყუარულით. 5 წინაჲსწარ გჳჩინნა ჩუენ შვილებად იესუ ქრისტეს მიერ მისსა მიმართ სათნოებისაებრ ნებისა მისისა, 6 საქებელად დიდებისა მადლისა მისისა, რომლითა მოგუმადლა* ჩუენ საყუარელისა მის მიერ, 7 რომლისა მიერ გუაქუს ჩუენ გამოჴსნაჲ სისხლითა მისითა და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ სიმდიდრისაებრ მადლისა მისისა, 8 რომელი-იგი გარდაჰმატა ჩუენდა მომართ ყოვლითა სიბრძნითა და გონიერებითა. 9(ა) გუაუწყა ჩუენ საიდუმლოჲ იგი ნებისა მისისაჲ სათნოებისაებრ მისისა...

* ეფრ. «სახარულევან მყვნა» (ἐχαρίτωσεν).

სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, VII, 24-30. [დას. (30)]:

მკ. VII: 24 და მიერ აღდგა და წარვიდა † (მას ჟამსა შინა მოვიდა იესუ †) საზღვართა ტჳროსისა და სიდონისათა, და შევიდა სახლსა, და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინმე, და ვერ ჴელ-ეწიფა დაფარვად. 25 რამეთუ ესმა ვისმე დედაკაცსა მისთჳს, რომელსა ესუა ასული სულითა არაწმიდითა ურვეული, და მოვიდა და შეუვრდა ფერჴთა მისთა. 26 ხოლო დედაკაცი იგი იყო წარმართი, ასური-ფჳნიკელი ნათესავით, და ევედრებოდა მას, რაჲთა განჴადოს ეშმაკი იგი ასულისაგან მისისა. 27 ხოლო იესუ ჰრქუა მას: „მაცადე პირველად განძღებად შვილთა, რამეთუ არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და დაგებად ძაღლთა“. 28 ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: „უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ტაბლასა ქუეშე ჭამედ ნამუსრევისაგან შვილთაჲსა“. 29 ხოლო იესუ ჰრქუა მას: „მაგის სიტყჳსათჳს ვიდოდე! განსრულ არს ეშმაკი ასულისაგან შენისა“. 30 და წარვიდა დედაკაცი იგი სახიდ თჳსა და პოვა, რამეთუ ეშმაკი იგი განსრულ იყო, და ასული იგი მისი შემოსილი, მჯდომარე ცხედარსა ზედა.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.