მარტვილიიდან XVI შვიდეულის ოთხშაბათის [2020 წელს: 10(23) სექტემბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XVI შვიდეულის ოთხშაბათის [2020 წელს: 10(23) სექტემბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VI, 2-10. [დას. სიდ(214)]:

გალ. VI, 2 † (ძმანო, †) (ურთიერთარს)*  ურთიერთას** სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი, 3 რამეთუ უკუეთუ ვისმე ეგონოს, ვითარმედ არს რაჲმე, და იგი არაჲ იყოს, თავსა თჳსსა აცთუნებს. 4 არამედ საქმენი თჳსნი გამოიცადენინ კაცად-კაცადმან, და მაშინ თავისა თჳსისა ხოლო ქებაჲ აქუნდეს და არა მოყუსისა მიმართ, 5 რამეთუ კაცად-კაცადმან თჳსი ტჳრთი იტჳრთოს. 6 ხოლო ეზიარებოდენ (უმეცარი)* [მოსწავლე]** იგი სიტყუასა მასწავლელისასა (ყოველსა შინა კეთილსა) [ყოველთა შინა კეთილთა]**. 7 ნუ სცთებით, ღმერთი არა შეურაცხ იქმნების. რამეთუ რაჲცა-იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს, 8 რამეთუ რომელმან სთესოს ჴორცთა შინა თჳსთა, ჴორცთა მიერ თჳსთა მოიმკოს ხრწნილებაჲ; ხოლო რომელმან სთესოს სულსა თჳსსა, სულისაგან თჳსისა მოიმკოს ცხორებაჲ საუკუნოჲ. 9 ხოლო კეთილისა საქმე ნუმცა გუეწყინების, რამეთუ თჳსსა ჟამსა მოვიმკოთ, არათუ მოვმედგრდეთ. 10 აწ უკუე, ვიდრე ჟამი გუაქუსღა, ვიქმოდით კეთილსა ყოველთა მიმართ, ხოლო უფროჲსად სახლეულთა მათ მიმართ სარწმუნოებისათა.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, VII, 14-24. [დას. კთ(29)]:

მკ. VII: 14 და მოუწოდა † (მას ჟამსა შინა მოუწოდა იესუ †) ყოველსა მას ერსა და ეტყოდა მათ: „ისმინეთ ჩემი ყოველთა და გულისხმა-ყავთ: 15 არარაჲ არს კაცისა გარეთ შემავალი მისა, რომელმანმცა შეაგინა იგი; არამედ რომელი გამოვალს მისგან, იგი არს, რომელი შეაგინებს კაცსა. 16 რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ 17 და ოდეს შევიდა სახიდ ერისა მისგან, ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი იგავისა მისთჳს. 18 და ჰრქუა მათ: „ეგრეთვე თქუენცა უგულისხმოვე ხართა? და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი გარეშე შემავალი კაცსა არა შეაგინებს, 19 რამეთუ არა შევალს გულსა, არამედმუცლად, და განსავალით განვალს და განსწმედს ყოველსა ჭამადსა?“ 20 და იტყოდა, ვითარმედ: „კაცისაგან გამომავალი შეაგინებს კაცსა, 21 რამეთუ შინაგან გულისაგან კაცთაჲსა გამოვლენან გულისსიტყუანი ბოროტნი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, კაცისკლვანი, 22 ანგაჰრებანი და უკეთურებანი, ზაკუვანი, არაწმიდებანი, თუალბოროტებანი, გმობანი, ამპარტავანებანი, უგუნურებანი. 23 ესე ყოველნი ბოროტნი შინაგან გამოვლენ და შეაგინებენ კაცსა“. 24(ა) და მიერ აღდგა და წარვიდა საზღვართა ტჳროსისა და სიდონისათა.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.