მარტვილიიდან XVI შვიდეულის ორშაბათისა და სამშაბათის [2020 წელს იკითხება: 9(22) სექტემბერს] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XVI შვიდეულის ორშაბათისა და სამშაბათის [2020 წელს იკითხება: 9(22) სექტემბერს] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

ორშაბათისა: გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IV, 28-V, 10. [დას. სია(211)]:

გალ. IV, 28 ხოლო ჩუენ, ძმანო, † (ძმანო, ხოლო ჩუენ, †) ისააკისგან აღთქუმისა შვილნი ვართ. 29 არამედ ვითარცა-იგი მაშინ ჴორციელად შობილი იგი სდევნიდა სულიერსა მას, ეგრეთცა აწ. 30 არამედ რასა იტყჳს წიგნი? „განაძე მჴევალი ეგე და ძე მაგისი, რამეთუ არა დაიმკჳდროს შვილმან მჴევლისამან ძისა თანა აზნაურისაჲსა“. 31 ხოლო ჩუენ, ძმანო, არა ვართ შვილნი მჴევლისანი, არამედ აზნაურისანი. V: 1 აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგუააზნაურნა, მტკიცედ დეგით და ნუ კუალად უღელსა მას მონებისასა თავს-იდებთ. 2 აჰა-ესერა, მე, პავლე, გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: უკუეთუ წინადაიცჳთოთ, ქრისტემან თქუენ არარაჲ გარგოს. 3 ხოლო კუალად უწამებ ყოველსა კაცსა წინადაცუეთილსა, ვითარმედ თანამდებ არს იგი ყოველსა შჯულსა ყოფად. 4 განქარვებულ ხართ ქრისტესგან, რომელნი-ეგე შჯულითა განჰმართლდებით, მადლისა მისგან განვრდომილ ხართ, 5 რამეთუ ჩუენ სულითა სარწმუნოებისაგან სასოებასა სიმართლისასა მოველით, 6 რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ არცა წინადაცუეთილებაჲ რას შემძლებელ არს, არცა წინადაუცუეთელებაჲ, არამედ სარწმუნოებაჲ, სიყუარულისაგან შეწევნული. 7 ჰრბიოდეთ კეთილად; ვინ დაგაბრკოლნა თქუენ ჭეშმარიტებისა არა-მორჩილებად? 8 მორჩილებაჲ ეგე არა მისგან არს, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ. 9 მცირემან ცომმან ყოველივე შესუარული აღაფუვნის. 10 მე გესავ თქუენ უფლისა მიერ, ვითარმედ სხუასა არარას ზრახვიდეთ; ხოლო რომელი-იგი აღგძრავს თქუენ, მან იტჳრთოს საშჯელი, ვინცა იყოს.

სამშაბათისა: გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, V, 11-21. [დას. სიბ(212)]:

გალ. V, 11 ხოლო მე, ძმანო, † (ძმანო, †) წინადაცუეთასა ღათუ ვქადაგებდე, რაჲსაღა-მე ვიდევნები? (გან-მე-ქარდა საცთური იგი)* [გან-სადმე-ქარვებულ არს შესაბრკოლებელი***]** ჯუარისაჲ. 12 (ჯერ-იყო, გან-თუმცა-გეშორნეს, რომელნი-იგი გაშფოთებენ თქუენ), [ჰჱ-თუმცა**** განიკუეთნესცა აღმაშფოთებელნი თქუენნი]**, 13 რამეთუ თქუენ აზნაურებასა ჩინებულ ხართ, ძმანო; გარნა ხოლო აზნაურებაჲ ეგე ნუ მიზეზად ჴორცთა, არამედ სიყუარულისა მისთჳს ჰმონებდით ურთიერთას, 14 რამეთუ ყოველი შჯული ერთითა სიტყჳთა აღესრულების: „შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი“. 15 ხოლო უკუეთუ ურთიერთას იკბინებოდით და შეიჭამებოდით, იხილეთ, ნუუკუე ურთიერთას განილინეთ. 16 ხოლო ამას გეტყჳ: სულითა ვიდოდეთ და ჴორცთა გულისთქუმასა ნუ აღასრულებთ, 17 რამეთუ ჴორცთა გული-უთქუამს სულისათჳს და სულსაჴორცთათჳს; და ესენი მჴდომ არიან ურთიერთას, რაჲთა არა რაჲ-იგი გინდეს, და მას ჰყოფდეთ. 18 უკუეთუ სულითა იქცეოდით, არა ხართ შჯულსა ქუეშე. 19 ხოლო ცხად არიან საქმენი ჴორცთანი, რომელ არიან: სიძვანი, მრუშებანი, არაწმიდებანი, ბილწებანი, 20 კერპთმსახურებანი, მწამლველობანი, მტერობანი, ჴდომანი, შურობანი, გულისწყრომანი, (წვალებანი, შფოთებანი, 21 შურნი, კაცისკლვანი, ლირწებანი)*, [შფოთებანი, განწვალებულებანი, წვალებანი, 21 შურნი, კაცისკლვანი*****,]** მთრვალობანი, სიღოდანი და მსგავსნი ამათნი, რომელსა წინაჲსწარ გეტყჳ თქუენ, ვითარცა პირველ გარქუ, ვითარმედ ესევითარისა მოქმედთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** ABC: «საცთური» (τὸ σκάνδαλον). წინადადების აზრი შემდეგია: «[თუ ეს ასეა], მაშ, განქარვებულა «საცთური» («შესაბრკოლებელი») ჯვრისა

**** . ნეტამც», «ნეტავ» (ეფრ.; ABC: «ჯერ იყო»).

***** ABC უმატებს: «ლირწებანი» (ნიშნავს: «სიბილწენი», «სისაძაგლენი»), თუმცა მისი თანაფარდი მონაცემი არ არის არც ეფრემთან და არც ბერძნულში.

ორშაბათისა: სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, VI, 54-VII, 8. [დას. კზ(27)]:

მკ. VI: 54 და ვითარ გამო-ოდენ-ვიდეს მიერ ნავით, მეყსეულად იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა. † [მას ჟამსა შინა, გამო-ოდენ-ვიდა იესუ ნავით, იცნეს იგი კაცთა ქუეყანისა გენესარეთისასა †] 55 და მიმორბიოდეს ყოველსა მას სოფლებსა და იწყეს მოღებად ყოველთა სნეულთა ცხედრებითა, სადაცა ესმის, ვითარმედ: „მუნ არს“. 56 და ვიდრეცა შევიდოდა დაბნებსა და ქალაქებსა და აგარაკებსა, უბანთა ზედა დასდგმიდეს უძლურთა მათთა და ევედრებოდეს მას, რაჲთა ფესუსა ოდენ სამოსლისა მისისასა შეახონ. და რაოდენნი შეეხებოდეს, ცხოვნდებოდეს. VII: 1 და შეკრბეს მისა ფარისეველნი და რომელნიმე მწიგნობართაგანნი, რომელნი მოსრულ იყვნეს იერუსალჱმით. 2 და იხილნეს ვინმე მოწაფეთა მისთაგანნი შეგინებულითა ჴელითა, ესე იგი არს, უბანელითა ჴელითა ჭამდეს პურსა, და ჰგმობდეს, 3 რამეთუ ფარისეველთა და ყოველთა ჰურიათა, უკუეთუ არა იდაყჳთგან დაიბანნიან ჴელნი, არა ჭამიან, რამეთუ ეპყრა მათ მოცემული იგი მოძღურებაჲ ხუცესთაჲ, 4 და უბანთაგან რაჲ შევიდიან, უკუეთუ არა იბანნიან, არა ჭამიან. და სხუაჲცა მრავალი არს, რომელი მოეღო პყრობად: განრცხაჲ სასუმლებისაჲ და სტამნებისაჲ და ქუაბებისაჲ და ცხედრებისაჲ. 5 მაშინ ჰკითხეს მას ფარისეველთა მათ და მწიგნობართა: „რაჲსათჳს მოწაფენი შენნი არა ვლენან მოძღურებისაებრ ხუცესთაჲსა, არამედ უბანელითა ჴელითა ჭამენ პურსა?“ 6 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ, რამეთუ: „კეთილად თქუა ესაია წინაჲსწარმეტყუელმან თქუენ ორგულთათჳს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: «ერი ესე ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორად განშორებულ არიან ჩემგან; 7 ამაოდ მმსახურებენ მე, ასწავებენ მცნებასა და მოძღურებასა კაცთასა». 8 და დაგიტევებიეს მცნებაჲ ღმრთისაჲ და გიპყრიეს მოძღურებაჲ კაცთაჲ...

სამშაბათისა: სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, VII, 5-16. [დას. კჱ(28)]:

მკ. VII: 5 მაშინ ჰკითხეს მას † (მას ჟამსა შინა ჰკითხეს იესუს †) ფარისეველთა მათ და მწიგნობართა: „რაჲსათჳს მოწაფენი შენნი არა ვლენან მოძღურებისაებრ ხუცესთაჲსა, არამედ უბანელითა ჴელითა ჭამენ პურსა?“ 6 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ, რამეთუ: „კეთილად თქუა ესაია წინაჲსწარმეტყუელმან თქუენ ორგულთათჳს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: «ერი ესე ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორად განშორებულ არიან ჩემგან; 7 ამაოდ მმსახურებენ მე, ასწავებენ მცნებასა და მოძღურებასა კაცთასა». 8 და დაგიტევებიეს მცნებაჲ ღმრთისაჲ და გიპყრიეს მოძღურებაჲ კაცთაჲ: განრცხაჲ სასუმლებისაჲ და სტამნებისაჲ, და სხუასა ესევითარსა მრავალსა ჰყოფთ“. 9 და ეტყოდა მათ: „კეთილად შეურაცხ-ჰყოფთ მცნებასა ღმრთისასა, რაჲთა მოძღურებაჲ თქუენი დაამტკიცოთ. 10 რამეთუ მოსე თქუა: «პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა»; და: «რომელმან ბოროტი თქუას მამისათჳს გინა დედისათჳს, სიკუდილით მოკუედინ». 11 ხოლო თქუენ სთქუთ: „უკუეთუ ჰრქუას კაცმან მამასა ანუ დედასა: «კორბან (რომელ არს: «ნიჭი») რომელი-რაჲ ჩემგან სარგებელ გეყოს»“, 12 და არღარა უტევებთ მას არარაჲს ყოფად მამისა გინა დედისა. 13 და დაუმტკიცებელ გიყოფიეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ მოძღურებითა მაგით თქუენითა, რომელსა ასწავებთ, და მსგავსსა ამათსა მრავალსა ჰყოფთ“. 14 და მოუწოდა ყოველსა მას ერსა და ეტყოდა მათ: „ისმინეთ ჩემი ყოველთა და გულისხმა-ყავთ: 15 არარაჲ არს კაცისა გარეთ შემავალი მისა, რომელმანმცა შეაგინა იგი; არამედ რომელი გამოვალს მისგან, იგი არს, რომელი შეაგინებს კაცსა. 16 რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიოები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.