მარტვილიიდან XV და ჯვარის ამაღლების წინა კვირიაკეთა [2020 წელს: 7(20) სექტემბრის)] საცისკრო, სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XV და ჯვარის ამაღლების წინა კვირიაკეთა [2020 წელს: 7(20) სექტემბრის)] საცისკრო, სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

მარტვილიიდან XV კვირიაკისა: – სახარება IV: სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, XXIV, 1-12. [დას. რიბ(112)]:

ლკ. XXIV: 1 ხოლო ერთსა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად მოვიდეს † (ერთსა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად მოვიდეს დედანი †) საფლავსა მას და მოაქუნდა, რაჲ-იგი მოემზადა სულნელი და ნელსაცხებელი, და სხუანი ვინმე მათ თანა. 2 და პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან. 3 და შე-რაჲ-ვიდეს შინა, არა პოვეს გუამი იგი უფლისა იესუჲსი. 4 და იყო განზრახვასა მას მათსა ამისთჳს; და, აჰა-ესერა, ორ კაც ზედამოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა. 5 და ვითარ შეშინებულ იყვნეს იგინი და დაედრიკნეს პირნი მათნი ქუეყანად, ჰრქუეს მათ: „რაჲსა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა? 6 არა არს აქა, არამედ აღდგა. მოიჴსენეთ, ვითარ-იგი გეტყოდა თქუენ, ვიდრე იყოღა იგი გალილეას, 7 და თქუა, ვითარმედ: «ჯერ-არს ძისა კაცისაჲ მიცემად ჴელთა კაცთა ცოდვილთასა და ჯუარცუმად, და მესამესა დღესა აღდგომად»“. 8 და მოეჴსენნეს სიტყუანი მისნი. 9 და მიიქცეს საფლავით და უთხრეს ესე ყოველი ათერთმეტთა მათ და სხუათა ყოველთა. 10 ხოლო იყვნეს მაგდანელი მარიამ და იოანნა და მარიამ იაკობისი, და სხუანი მათ თანა, რომელნი უთხრობდეს მოციქულთა ამას. 11 და უჩნდეს სიტყუანი მათნი, ვითარცა სიჩქურისანი მათ წინაშე, და არა ჰრწმენა მათი. 12 ხოლო პეტრე აღდგა და მირბიოდა საფლავად. და შთახედნა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და წარვიდა თჳსაგან და დაუკჳრდა საქმე ესე.

ჯვარის ამაღლების წინა კვირიაკისა: გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VI, 11-18. [დას. სიე(215)]:

გალ. VI, 11 (აწ)* † (ძმანო, †) იხილეთ, (რაოდენი წიგნები)* [რაბამითა წერილითა]** მივწერე თქუენდა ჴელითა ჩემითა. 12 რომელთა-იგი ჰნებავს პირშუენიერებაჲ ჴორცითა, იგინი გაიძულებენ თქუენ წინადაცუეთად, გარნა ხოლო რაჲთა ჯუარსა ქრისტესსა არა შეუდგენ, 13 რამეთუ არცაღა თჳთ იგი წინადაცუეთილნი შჯულსა იმარხვენ, არამედ ჰნებავს თქუენი წინადაცუეთაჲ, რაჲთა თქუენითა მით ჴორცითა იქადოდიან. 14 ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისათჳს სოფელი ჩემდამო ჯუარცუმულ არს და მესოფლისა(,)*[!]** 15 რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ არცა წინადაცუეთილებაჲ რას შემძლებელ არს, არცა წინადაუცუეთელებაჲ, არამედ ახალი დაბადებული. 16 და რაოდენნი წესსა ამას ზედა ეგნენ, მშჳდობაჲ მათ ზედა და წყალობაჲ, და ისრა()*[]**ლსა ზედა ღმრთისასა. 17 ამიერითგან შრომასა ნუ ვინ შემამთხუევნ მე, რამეთუ მე საწერტელნი იგი უფლისა იესუჲსნი ჴორცთა შინა ჩემთა მიტჳრთვან. 18 მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი სულისა თქუენისა თანა, ძმანო. ამენ.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

ჯვარის ამაღლების წინა კვირიაკისა: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, III, 13-17. [დას. (9)]:

ინ. III: 13 „ ... და არავინ † (თქუა უფალმან: „არავინ †)  აღჴდა ზეცად, გარნა რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცითძე კაცისაჲრომელი არს ზეცათა შინა. 14 და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოს, ეგრეთ ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ, 15 რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ. 16 რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ; 17 რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა აცხონოს სოფელი მის მიერ ...“.

მარტვილიიდან XV კვირიაკისა: კორინთელთა მიმართ მეორჱ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IV, 6-15. [დას. როვ(176)]:

2 კორ. IV: 6 რამეთუ † (ძმანო, †) ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩუენთა განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირსა იესუ ქრისტესსა. 7 ხოლო გუაქუს ჩუენ საფასე ესე კეცის ჭურებითა, რაჲთა გარდარეული იგი ძლიერებისაჲ იყოს ღმრთისაჲ და არა ჩუენგან. 8 ყოველსა შინა ვიჭირვით, არამედ არა იწროება გჳჩნს; წარ-ღათუ-წირულ ვართ, არამედ არა განწირულება გჳჩნს; 9 დევნულ ღათუ ვართ, არამედ არა დატევებულ ვართ; და-ღათუ-ვრდომილ ვართ, არამედ არა წარწყმედულ ვართ. 10 მარადის სიკუდილი იგი უფლისა იესუჲსი ჴორცთა შინა ჩუენთა გჳტჳრთავს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი ჴორცთა ამათ შინა ჩუენთა განცხადნეს, 11 რამეთუ მარადის ჩუენ, ცხოველნი ესე, სიკუდილსა მივეცემით იესუჲსთჳს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი მოკუდავთა ამათ (შინა)* ჴორცთა ჩუენთა [შინა]** გამოცხადნეს. 12 ვინაჲცა სიკუდილი ჩუენ თანა შეიქმნების, ხოლო ცხორებაჲ – თქუენ შორის. 13 ხოლო გუაქუს ჩუენ იგივე სული სარწმუნოებისაჲ, ვითარცა წერილ არს: «მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე», და ჩუენცა გურწამს, რომლისათჳსცა ვიტყჳთ. 14 ესე უწყით, რამეთუ რომელმან აღადგინა უფალი იესუ, ჩუენცა იესუჲს მიერ აღმადგინნეს და წარმადგინნეს თქუენ თანა, 15 რამეთუ ყოველივე თქუენთჳს არს, რაჲთა მადლი იგი აღემატოს მრავალთათჳს და მადლობაჲ იგი გარდაერიოს სადიდებელად ღმრთისა.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

მარტვილიიდან XV კვირიაკისა: მთ. XXII, 35-46. [დას. ჟბ(92)]:

მთ. XXII: 35 და ჰკითხა ერთმან მათგანმან შჯულისმოძღუარმან, † (მას ჟამსა შინა შჯულისმოძღუარი ვინმე მოუჴდა იესუს †) გამოსცდიდა მას და ეტყოდა: 36 „მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უფროჲს არს შჯულსა შინა?“ 37 ხოლო იესუ ჰრქუა მას: „«შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა, და ყოვლითა გონებითა შენითა». 38 ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. 39 და მეორე, მსგავსი ამისი: «შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი». 40 ამათ ორთა მცნებათა ყოველი შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან“. 41 შეკრებულ რაჲ იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ 42 და ჰრქუა: „ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტესთჳს, ვისი ძე არს?“ ხოლო მათ ჰრქუეს: „დავითისი“. 43 ჰრქუა მათ იესუ: „ვითარ უკუე დავით სულითა ჰხადის მას უფლად და იტყჳს: 44 «ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა»? 45 უკუეთუ დავით სულითა უფლად ჰხადის მას, ვითარ ძე მისი არს?“ 46 და ვერვის ეძლო სიტყჳსმიგებად მისა, არცაღა ვინ იკადრა მიერ დღითგან კითხვად მისა არღარაჲ.

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.