მარტვილიიდან XV შვიდეულის შაბათის [2020 წელს: 6(19) სექტემბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:
კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IV, 17-V, 5. [დას. რლბ(132)]:
1 კორ. IV: 17 ამისთჳს † (ძმანო, †) მივავლინე თქუენდა ტიმოთე, რომელ არს შვილი ჩემი საყუარელი და სარწმუნოჲ უფლისა მიერ, რომელმან მოგაჴსენნეს თქუენ გზანი ჩემნი ქრისტეს მიერ, ვითარცა-იგი ყოველთა ადგილთა, ყოველთა ეკლესიათა ვასწავებ, 18 რაჲთა (არა მოსლვასა მას ჩემსა თქუენდა)* [არა-მომავალობისა ჩემისათჳს თქუენდა***]** გან-ვიეთნიმე-(ლაღნენ)*[ლაღნეს]**; 19 ხოლო მოვიდე ადრე თქუენდა, უფალსა თუ უნდეს, და ვცნა არა სიტყუაჲ იგი განლაღებულთაჲ მათ, არამედ ძალი, 20 რამეთუ არა სიტყჳთ არს სასუფეველი ღმრთისაჲ, არამედ ძალითა. 21 რაჲ გნებავს? კუერთხითა მოვიდე თქუენდა ანუ სიყუარულითა და სულითა მშჳდობისაჲთა? V: 1 ყოვლადვე ისმის, რაჲსა თქუენ შორის სიძვაჲ და ეგევითარი სიძვაჲ, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-ედების, ვითარმცა მამისცოლი ვისმე ცოლად ესუა. 2 და თქუენ განლაღებულ ხართ და არა უფროჲსად იგლოვეთ, რაჲთა მოისპოს თქუენ შორის, რომელმან საქმე ესე ქმნა, 3 რამეთუ მე შორს ღათუ ვარ ჴორცითა, ხოლო მახლობელ სულითა, და (აწ ეგრეთ შემირაცხიეს)* [აჰა აწვე განმიბჭიეს]**, ვითარცა მანდა მყოფსა, ეგევითარისა მისთჳს, რომელმან საქმე იგი ქმნა, 4 სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, შეკრებასა სულისა ჩემისა და თქუენისასა, ძალითურთ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, 5 მიცემად ეგევითარი იგი ეშმაკსა სატანჯველად ჴორცითა, რაჲთა სული ცხოვნდეს დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** «არა-მომავალობისა ჩემისათჲს თქუენდა» – ე. ი. «იმის იმედით, რომ მე შესაძლოა არ მოვიდე თქვენთან» (შდრ. ბერძნ. ὡς μὴ ἐρχομένου δέ μου πρὸς ὑμᾶς. ეფრემის ეს მონაცემი, რა თქმა უნდა, ბევრწილად უფრო აზრნათელია, ვიდრე ABCLectექვთ.-ის რედაქციათა ტექსტი: «არა მოსლვასა მას ჩემსა თქუენდა»).
სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXIV, 1-13. [დას. ჟზ(97)]:
მთ. XXIV: 1 და გამოვიდა იესუ ტაძრისა მისგან და წარვიდოდა. და მოუჴდეს მას † (მას ჟამსა შინა მოუჴდეს იესუს †) მოწაფენი მისნი და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა. 2 ხოლო იესუ ჰრქუა მათ: „არა ჰხედავთა ამას ყოველსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს“. 3 და ვითარცა დაჯდა იგი მთასა მას ზეთისხილთასა, მოუჴდეს მას მოწაფენი თჳსაგან და ეტყოდეს: „მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე და რაჲ არს სასწაული იგი შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ?“ 4 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: „ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, 5 რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: «მე ვარ ქრისტე», და მრავალთა აცთუნებდენ. 6 და გესმოდიან ბრძოლანი და ამბავნი ბრძოლათანი, იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოველი ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული. 7 რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა, და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილ-ადგილ, 8 ხოლო ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს. 9 მაშინ მიგცნენ თქუენ ჭირსა და მოგწყჳდნენ თქუენ, და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან წარმართთა სახელისა ჩემისათჳს. 10 და მაშინ დაჰბრკოლდებოდიან მრავალნი და ურთიერთას შინაგანსცემდენ და სძულობდენ ურთიერთას. 11 და მრავალნი ცრუწინაჲსწარმეტყუელნი აღდგენ და აცთუნებდენ მრავალთა. 12 და განმრავლებითა უშჯულოებისაჲთა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ. 13 ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.
შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.