მარტვილიიდან XV შვიდეულის პარასკევის [2020 წელს: 5(18) სექტემბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XV შვიდეულის პარასკევის [2020 წელს: 5(18) სექტემბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IV, 8-21. [დას. სი(210)]:

გალ. IV: 8 არამედ მაშინ † (ძმანო, †) არა იცოდეთ ღმერთი და ჰმონებდით მათ, რომელნი-იგი არა იყვნეს ბუნებით ღმერთ. 9 ხოლო აწ იცანთ ღმერთი, უფროჲსღა გიცნნა თქუენ ღმერთმან; ვითარ მიიქცევით კუალად (უძლურისა მის)* [უძლურთა მათ]** და (გლახაკისა წესისა, რომელთაჲ)* [გლახაკთა ნივთთა მიმართ, რომელთა]* კუალად ზემოჲთვე გნებავს მონებად? 10 დღეთა იზმნით და (თუეთა)* [თთუეთა]**, ჟამთა და წელთა. 11 მეშინის მე თქუენთჳს, ნუუკუე ცუდად დავშუერ თქუენდა მიმართ. 12 იქმნენით, ვითარცა მე, რამეთუ მე ვიყავ, ვითარცა თქუენ. ძმანო, გევედრები თქუენ არარაჲ შემცოდეთ მე. 13 ხოლო ესე იცით, რამეთუ უძლურებითა ჴორცთაჲთა გახარე თქუენ პირველად; 14 და განსაცდელი იგი ჴორცთა ჩემთაჲ არა შეურაცხ-ჰყავთ, არცა მოიძაგეთ, არამედ ვითარცა ანგელოზი ღმრთისაჲ შემიწყნარეთ მე, ვითარცა ქრისტე იესუ. 15 რაჲ-მე უკუე იყო ნეტარებაჲ იგი თქუენი? რამეთუ გეწამები თქუენ, ვითარმედ შე-თუმცა-საძლებელ იყო, თუალნიმცა თქუენნი აღმოიჴადენით და მომცენით მე. 16 ვითარცა მტერ რაჲმე გექმენ თქუენ, რომელი-ესე ჭეშმარიტსა გეტყოდე თქუენ. 17 გეშურებიან თქუენ არა კეთილისათჳს, არამედ გარდაქცევაჲ თქუენი ჰნებავს, რაჲთა მათ ჰბაძვიდეთ. 18 ხოლო კეთილ არს ბაძვაჲ კეთილისათჳს მარადის, და ნუ მისლვასა მას ხოლო ჩემსა თქუენდა მიმართ. 19 შვილნო ჩემნო, რომელთათჳს კუალად მელმის, ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქუენ შორის. 20 ხოლო მინდა მისლვად თქუენდა აწ და ცვალებად ჴმაჲ ჩემი, რამეთუ განკჳრვებულ ვარ მე თქუენთჳს. 21 მითხართღა მე, რომელთა-ეგე შჯულსა ქუეშე გნებავს ყოფაჲ, შჯული არა აღმოგიკითხავსა?

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, VI, 45-53. [დას. კვ(26)]:

მკ. VI: 45 და მეყსეულად აიძულა † (მას ჟამსა შინა აიძულა იესუ †) მოწაფეთა შესლვად ნავსა, რაჲთა წინაწარუძღუენ მას წიაღკერძო ზღუასა მას ბეთსაიდად, ვიდრემდე განუტევოს მან ერი იგი. 46 და უჯმნა მათ და აღვიდა მთასა ლოცვად. 47 და ვითარცა შემწუხრდა, იყო ნავი იგი შუა ოდენ ზღუასა მას, და იგი თავადიმარტოჲ ქუეყანასა. 48 და იხილნა იგინი, რამეთუ იურვოდეს სლვასა მას ნავისასა, რამეთუ იყო ქარი იგი პირით-კერძო მათსა. და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესუ სლვით ზღუასა ზედა და უნდა თანაწარსლვად მათგან. 49 ხოლო მათ ვითარცა იხილეს იგი, ვიდოდა რაჲ ზღუასა ზედა, ჰგონებდეს, ვითარმედ საოცარი რაჲმე არს, და ღაღად-ყვეს. 50 რამეთუ ყოველთა იხილეს იგი და შეძრწუნდეს. და მეყსეულად ეტყოდა მათ და ჰრქუა: „გულპყრობილ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ!“ 51 და აღვიდა მათ თანა ნავსა, და დასცხრა ქარი იგი; და უმეტესად დაუკჳრდებოდა მოწაფეთა მისთა. 52 რამეთუ ვერ გულისხმა-ყვეს პურთა მათ ზედა, რამეთუ იყვნეს გულნი მათნი დასულებულ. 53 და წიაღჴდეს და მოვიდეს ქუეყანად გენესარეთად

† † † † † † †

შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.