მარტვილიიდან XV შვიდეულის ხუთშაბათის [2020 წელს: 4(17) სექტემბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XV შვიდეულის ხუთშაბათის [2020 წელს: 4(17) სექტემბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, III, 23-IV, 5. [დას. სჱ(208)]:

გალ. III, 23 ხოლო † (ძმანო, †) პირველ მოწევნადმდე სარწმუნოებისა შჯულსა ქუეშე მოცვულ-ვიყვენით და შეყენებულ მერმისა მისთჳს სარწმუნოებისა გამოჩინებადმდე. 24 ვინაჲცა შჯული იგი მზარდულ გუექმნა ჩუენ ქრისტეს მიმართ, რაჲთა სარწმუნოებითა განვმართლდეთ. 25 ხოლო მო-რაჲ-იწია სარწმუნოებაჲ, არღარა მზარდულთა ქუეშე ვართ, 26 რამეთუ ყოველნი შვილნი ღმრთისანი ხართ სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა, 27 რამეთუ რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ. 28 არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ. 29 ხოლო უკუეთუ თქუენ ქრისტესნი ხართ, აბრაამისნი ვიდრემე შვილნი ხართ და აღთქუმისა მისგან მკჳდრნი. IV: 1 ხოლო ამას ვიტყჳ: რაოდენჟამ მკჳდრი იგი ყრმა არნ, არარაჲთ ჰმატნ მონასა, უფალ ღათუ არნ ყოვლისა. 2 არამედ ეზოჲსმოძღუართა და მნეთა ქუეშე არნ ვიდრე ადგილად-მოდგომადმდე მამისა თჳსისა. 3 ეგრეთცა ჩუენ, (ვიდრე-იგი ყრმაღა ვიყვენით)* [ვიდრემდის ვიყვენით ჩჩჳლ]** (წესთა მათ)* [ნივთთა]** ქუეშე (ამის)* სოფლისათა ვიყვენით დაკირთებულ****. 4 ხოლო ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაჲ, მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი, შობილი დედაკაცისაგან, და იქმნა იგი შჯულსა ქუეშე, 5 რაჲთა შჯულსა ქუეშე მყოფნი გამოიჴსნნეს და რაჲთა შვილებაჲ იგი მოვიღოთ.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** BD: «დამონებულ»...

სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, VI, 30-45. [დას. კე(25)]:

მკ. VI: 30 და მოვიდეს და † (მას ჟამსა შინა †) შემოკრბეს მოციქულნი იესუჲსა და უთხრეს მას ყოველი, რაოდენი ქმნეს და ასწავეს. 31 და ჰრქუა მათ იესუ: „მოვედით თქუენ თჳსაგან უდაბნოსა ადგილსა და განისუენეთ მცირედ“. რამეთუ იყვნეს მომავალნი და წარმავალნი მრავალ და არცაღა პურისა ჭამად აცალებდეს. 32 და წარვიდეს უდაბნოსა ადგილსა ნავითა თჳსაგან. 33 და იხილა ერმან მან, წარ-ღა-ვიდოდეს, და გულისხმა-ყვეს მრავალთა, და მკჳრცხლ ყოვლისაგან ქალაქებისა შეკრბა მუნ და მოვიდეს მათა. 34 და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი. და იწყო სწავლად მათა ფრიად. 35 და ვითარ მრავალი ჟამი წარსრულ იყო, მოვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს მას, ვითარმედ: „უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი არსღა ფრიად. 36 განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემოსოფლებსა და სანახებსა და იყიდონ თავისა მათისა საზრდელი, რამეთუ რაჲმცა ჭამეს, არა აქუს“. 37 ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: „ეცით თქუენ მაგათ ჭამადი“. ხოლო მათ ჰრქუეს მას: „წარვიდეთ და ვიყიდოთ ორასისა დრაჰკნისა პური და ვსცეთ მათ ჭამადი?“ 38 ხოლო იესუ ჰრქუა მათ: „რაოდენი გაქუს პური? მივედით და იხილეთ“. და იხილეს და ჰრქუეს: „ხუთი პური და ორი თევზი“. 39 და უბრძანა მან დასხდომაჲ მათ ყოველთაჲ პურისმტედ-პურისმტედ მწუანვილსა ზედა თივისასა. 40 და დასხდა მწყობრად-მწყობრად ას-ასი და ერგასის-ერგასისი. 41 და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა ზეცად და აკურთხა, და დამუსრა პური იგი და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა დაუგონ მათ; და ორი იგი თევზი ეგრეთვე განუყო ყოველთა. 42 და ჭამეს ყოველთა და განძღეს. 43 და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსებით, და თევზისა მისგანცა. 44 და იყვნეს, რაოდენთა-იგი ჭამეს, ვითარ ხუთ ათას კაცნი. 45 და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა, რაჲთა წინაწარუძღუენ მას წიაღკერძო ზღუასა მას ბეთსაიდად, ვიდრემდე განუტევოს მან ერი იგი.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.