მარტვილიიდან XV შვიდეულის ოთხშაბათის [2020 წელს: 3(16) სექტემბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XV შვიდეულის ოთხშაბათის [2020 წელს: 3(16) სექტემბრის] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, III, 15-22. [დას. სზ(207)]:

გალ. III: 15 ძმანო, კაცობრივ ვიტყჳ, ვითარმედ კაცისა დამტკიცებული წიგნი არავინ შეურაცხ-ყვის გინა სხუაჲ ბრძანებაჲ ბრძანის მის ზედა. 16 ხოლო (აბრაჰამის)* [აბრაამის]** მიმართ ითქუნეს აღთქუმანი ესე და ნათესავისა მისისა. არა იტყჳს: „და ნათესავთავითარცა მრავალთასა, არამედ ვითარცა ერთისასა: „და ნათესავისა შენისა“, რომელ არს ქრისტე. 17 ხოლო ამას ვიტყჳ წიგნად აღთქუმისა, დამტკიცებულად ღმრთისა მიერ ქრისტეს მიმართ, რომელ შემდგომად ოთხას ოცდაათისა წლისა იყო შჯული, არა დაუმტკიცებელ ჰყოფს, რაჲთამცა განაქარვა აღთქუმაჲ იგი, 18 რამეთუ უკუეთუ შჯულისაგან არს მკჳდრობაჲ იგი, არღარა აღთქუმისაგან არს; ხოლო აბრაამს აღთქუმისა მიერ მოჰმადლა ღმერთმან. 19 რაჲ-მე უკუე არს შჯული? გარდასლვისა მიზეზისათჳს მოეცა, ვიდრემდის მოვიდეს ნათესავი იგი, რომელ აღთქუმულ არს, ბრძანებული ანგელოზთაგან ჴელითა შუამდგომელისაჲთა. 20 ხოლო შუამდგომელი ერთისაჲ არა არს; ხოლო ღმერთი ერთ არს. 21 აწ უკუე შჯული მტერ-მე არსა აღთქუმათა მათ ღმრთისათა? ნუ იყოფინ! რამეთუ უკუეთუმცა მოცემულ იყო შჯული, შემძლებელი ცხორებად, ნანდჳლვე სამე შჯულისაგანმცა იყო სიმართლე. 22 არამედ შეაყენა წიგნმან ყოველივე ცოდვასა ქუეშე, რაჲთა აღთქუმაჲ იგი სარწმუნოებისაგან იესუ ქრისტესისა მოეცეს მორწმუნეთა.

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, VI, 7-13. [დას. კგ(23)]:

მკ. VI: 7 და მოუწოდა † (მას ჟამსა შინა მოუწოდა იესუ †) ათორმეტთა მათ და იწყო წარვლინებად მათა ორ-ორისა და მისცემდა ჴელმწიფებასა სულთა ზედა არაწმიდათა. 8 და ამცნებდა მათ, რაჲთა არარაჲ მიიღონ გზასა ზედა, გარნა კუერთხი ხოლო: ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა სარტყელსა რვალი. 9 და რაჲთა ესხნენ სანდალნი. და ნუცა შემოსად ორი სამოსელი. 10 და ეტყოდა მათ: „ვიდრეცა შეხჳდეთ სახლსა, მუნ დაადგერით, ვიდრე მიერ გამოსლვადმდე. 11 და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ და არცა ისმინონ თქუენი, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ, განიყარეთ მტუერი ფერჴთაგან თქუენთა საწამებელად მათა. ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინეს იყოს სოდომისა და გომორისა დღესა მას საშჯელისასა, ვიდრე ქალაქისა მის“. 12 და გამოვიდეს და ქადაგებდეს, რაჲთა შეინანონ. 13 და ეშმაკნი მრავალნი განასხნეს და სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სამოციქულოს ტექსტი აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარების ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 3: სახარების ტექსტი გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.