მარტვილიიდან XV შვიდეულის ორშაბათისა და სამშაბათის [2020 წელს იკითხება 2(15) სექტემბერს] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი

მარტვილიიდან XV შვიდეულის ორშაბათისა და სამშაბათის [2020 წელს იკითხება 2(15) სექტემბერს] სამოციქულოსა და სახარების საკითხავნი:

 

ორშაბათისა: გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, II, 11-16. [დას. სბ(202)]:

გალ. II: 11 და † (ძმანო, †) რაჟამს მოვიდა პეტრე ანტიოქიად, წინაშე პირსა მისსა აღუდეგ, რამეთუ (შეკდემულ)* [განწირულ]** იყო. 12 და რამეთუ პირველ მოსლვადმდე ვიეთამე იაკობისგან წარმართთა თანა ჭამდა; ხოლო რაჟამს მოვიდეს, იჯმნა და განაშორა თავი თჳსი, რამეთუ ეშინოდა წინადაცუეთილთა მათგან. 13 და მის თანა ორგულ იქმნნეს სხუანიცა ჰურიანი, ვიდრე ბარნაბაცა მიერჩდა მათსა მას ორგულებასა. 14 არამედ რაჟამს ვიხილე, ვითარმედ არა მართლწარმართებულ არიან ჭეშმარიტებისა მიმართ სახარებისა, ვარქუ პეტრეს წინაშე ყოველთაჲსა: „უკუეთუ შენ ჰურიაჲ ხარ და წარმართებრ და არა ჰურიაებრ სცხოვნდები, ვითარ აიძულებ წარმართთა ჰურიაებად?“ 15 ჩუენ ბუნებით ჰურიანი ვართ და არა წარმართთაგანნი ცოდვილნი, 16 და უწყით, რამეთუ არა განმართლდების კაცი საქმეთაგან შჯულისათა, გარნა სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა, და ჩუენ იესუ ქრისტეს მიმართ გურწმენა, რაჲთა განვმართლდეთ სარწმუნოებითა ქრისტესითა და არა საქმეთაგან შჯულისათა; რამეთუ საქმეთაგან შჯულისათა არა (განმართლდების)* [განმართლდეს]** ყოველი ჴორციელი.

 

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

 

ორშაბათისა: სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, V, 24-34. [დას. კა(21)]:

მკ. V: 24 და წარვიდა იესუ მის თანა. და მისდევდა მას † (მას ჟამსა შინა მისდევდა იესუს †) ერი მრავალი და შეაურვებდეს მას. 25 და დედაკაცი ვინმე იყო მუნ, რომელი იყო წყაროჲთა სისხლისაჲთა გუემულ ათორმეტ წელ. 26 და ფრიად ვნებულ იყო იგი მრავალთაგან მკურნალთა, და წარეგო ყოველივე მისი და არარაჲ სარგებელ ეყო, არამედ უფროჲსად უძჳრესად მოვიდა. 27 და ვითარცა ესმა იესუჲსთჳს, მოუჴდა მას ერსა მას შორის ზურგით-კერძო და შეახო სამოსელსა მისსა, 28 რამეთუ იტყოდა გულსა შინა თჳსსა: „დაღათუ სამოსელსა ოდენ მისსა შევეხო, ვცხოვნდე“. 29 და ვითარცა შეეხო, მეყსეულად განჴმა წყაროჲ იგი სისხლისაჲ მის, და ცნა ჴორცთაგან, რამეთუ განიკურნა გუემულებისაგან. 30 ხოლო იესუ გულისხმა-ყო მეყსეულად თავით თჳსით განსრული იგი ძალი მისგან, მოიქცა ერისა მის და თქუა: „ვინ შემახო სამოსელსა ჩემსა?“ 31 ხოლო მოწაფენი მისნი ეტყოდეს მას: „ხედავ ერსა ამას, რამეთუ შეგაჭირვებენ შენ, და შენ იტყჳ: „ვინ შემახო მე?“ 32 და მიმოხედვიდა, რაჲთა იხილოს, რომელმან ესე ყო. 33 ხოლო დედაკაცსა მას შეეშინა და ძრწოდა, უწყოდა, რაჲ-იგი იქმნა მის ზედა, მოვიდა და შეუვრდა მას და უთხრა მას ყოველივე ჭეშმარიტი. 34 ხოლო თავადმან ჰრქუა მას: „ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, წარვედ მშჳდობით და იყავ შენ ცოცხალ გუემულებისაგან შენისა“.

 

სამშაბათისა: გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, II, 21-III, 7. [დას. სდ(204)]:

გალ. II: 21 † (ძმანო, †) არა შეურაცხ-ვჰყოფ მადლსა მას ღმრთისასა, რამეთუ უკუეთუ შჯულისაგან არს სიმართლე, ქრისტე სამე ცუდად მოკუდა. III: 1 ჵ უცნობელნო გალატელნო, ვინ გეშურობდა თქუენ ჭეშმარიტებისა არამორჩილებად, რომელთა თუალთა წინაშე პირველვე გამოიწერა თქუენ შორის იესუ ქრისტე ჯუარცუმული? 2 ესე ხოლო მნებავს თქუენგან უწყებად: საქმეთაგან შჯულისათა სული იგი მიიღეთ ანუ სმენითა მით სარწმუნოებისაჲთა? 3 ესრეთ უცნობელ ხართ, იწყეთ სულიერად, და აწ ჴორციელად აღასრულებთ? 4 ესოდენი გევნო ცუდად? და თუმცა ცუდად! 5 აწ უკუე რომელმან-იგი მოგცა თქუენ სული და იქმს ძალთა თქუენ შორის, საქმეთაგან-მე შჯულისათა ანუ სმენითა მით სარწმუნოებისაჲთა? 6 ვითარცა (აბრაჰამს)* [აბრაამს]** [«]**ჰრწმენა ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ[»]**. 7 უწყით-მეა, რამეთუ სარწმუნოებისაგანნი იგი არიან შვილნი აბრაამისნი?

 

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

 

სამშაბათისა: სახარებაჲ მარკოზის თავისაჲ, VI, 1-7. [დას. კბ(22)]:

მკ. VI: 1 და გამოვიდა მიერ და მოვიდა † (მას ჟამსა შინა მოვიდა იესუ †) თჳსა მამულად, და მოსდევდეს მას მოწაფენი მისნი. 2 და იყო შაბათი, და იწყო შესაკრებელსა მათსა სწავლად მათა. და მრავალთა, რომელთა ესმოდა, განუკჳრდებოდა და იტყოდეს: „ვინაჲ არს ესე ამისა? ანუ რაჲ არს სიბრძნე ესე მოცემული ამისა, და ძალნი ესოდენნი, ჴელთაგან ამისთა, რომელნი იქმნებიან? 3 ანუ არა ესე არსა ხუროჲსაჲ მის და ძე მარიამისი და ძმაჲ იაკობისი და იოსესი, იუდაჲსი და სიმონისი? და დანი მისნი ყოველნი არა ჩუენ თანა არიან?“ და დაჰბრკოლდებოდეს მისა მიმართ. 4 ხოლო იესუ ეტყოდა: „არა არს წინაჲსწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა თჳსსა სოფელსა და ნათესავთა შორის მისთა და სახლსა შინა თჳსსა“. 5 და არა ქმნა მუნ ძალი არცა ერთი, გარნა მცირედთა სნეულთა ჴელი დასდვა და განკურნნა იგინი. 6 და დაუკჳრდა ურწმუნოებაჲ იგი მათი, და მიმოიქცეოდა გარემოსოფლებსა მას და ასწავებდა მათ. 7 და მოუწოდა ათორმეტთა მათ და იწყო წარვლინებად მათა ორ-ორისა და მისცემდა ჴელმწიფებასა სულთა ზედა არაწმიდათა.

 

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.